ავტორი:

“დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება“ - მიხეილ სააკაშვილი

“დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება“ - მიხეილ სააკაშვილი

“თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა,“ - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს:

“ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს.

თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა.

დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი ხელით გამოიჭრან ყელი და ამ ყველაფერს მხარი დაუჭირონ.

ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, ამდენად საშიში რომ არ იყოს. მათ ცესკოს ღობე შემოავლეს, ჩვენ კიდევ 26 - ში ისეთი საარჩევნო კედელი უნდა აღვმართოთ, რომელსაც ვერც შესწვდება და ვერც გაარღვევს ათი ივანიშვილიც კი. იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრობს ამაყი, თავისუფლების მოყვარე და მებრძოლი ერი. ამ რწმენამ ჩამომიყვანა ამიტომ ვარ ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“.