სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა "აგროსფეროსა" და Saatbau-სგან
ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა "აგროსფეროსა" და Saatbau-სგან

10 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც „აგ­როს­ფე­რომ“ და ავ­სტრი­ულ­მა კომ­პა­ნია Saatbau-მ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის სხვა­დას­ხვა ჯი­შის გა­მოც­და და ქვეყ­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყეს. მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ ფერ­მე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მი­ი­ღონ ჯან­სა­ღი მო­სა­ვა­ლი, თა­ნაც მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით.

„Saatbau სა­თეს­ლე მა­სა­ლის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლია, რო­მე­ლიც 73 წელ­ზე მე­ტია, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ზე მორ­გე­ბულ სა­უ­კე­თე­სო ჯი­შებს აწარ­მო­ებს. კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2014 წელს შე­მო­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც „აგ­როს­ფე­რო“ მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი გახ­და. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნი იყო, და­ბა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჯი­შე­ბით ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა და ქარ­თველ ფერ­მე­რებს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დით.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი ცდე­ბის შე­დე­გად, მომ­ხმა­რებ­ლებს წარ­ვუდ­გი­ნეთ ისე­თი სა­თეს­ლე მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სრულ­ფა­სოვ­ნად პა­სუ­ხობს ად­გი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­ვებს და, შე­სა­ბა­მი­სად, უზ­რუნ­ველ­ყოფს მა­ღალ­მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალექ­სი ზა­ზი­კაშ­ვი­ლი.

„აგ­როს­ფე­რო­სა“ და Saatbau-ს წარ­მო­ე­ბუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შე­ბია ამი­კუ­სი, გა­ლუ­სი, ამან­დუ­სი, ბა­ლი­ტუ­სი და აპექ­სუ­სი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ად­რეო სიმ­წი­ფის ხორ­ბა­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ყინ­ვის, გვალ­ვი­სა და ჩა­წო­ლის მი­მართ მე­დე­გო­ბით. ამას­თან ერ­თად, სა­თეს­ლე მა­სა­ლა მუ­შავ­დე­ბა ფუნ­გი­ცი­დი­თა და ინ­სექ­ტი­ცი­დით, რის გა­მოც მათ აქვთ მა­ღა­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მავ­ნებ­ლე­ბის მი­მართ. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

„10 წლის წინ ბევ­რი ფერ­მე­რი ვერ ხვდე­ბო­და, რა­ტომ ერ­ქვა სხვა­დას­ხვა სა­თეს­ლე მა­სა­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ო­ბის თეს­ლი არ­სე­ბობ­და. „აგ­როს­ფე­რო­სა“ და Saatbau-ს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად კი ეს რე­ა­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა. დღეს ფერ­მე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ არ­ჩე­ვა­ნი მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ სა­თეს­ლე მა­სა­ლა­ზე გა­ა­კე­თონ და, რაც მთა­ვა­რია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ მის ხა­რისხში“, – ამ­ბობს Saatbau-ს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტა­ნია ჰუბ­ნე­რი.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მათი შე­ძე­ნის­თვის ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა, რად­გან კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ფა­სებს სთა­ვა­ზობს. 1 კგ ამი­კუ­სის და გა­ლუ­სის მე­ო­რე რეპ­რო­დუქ­ცია მხო­ლოდ 1 ლა­რად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ხუ­თი­ვე ჯი­შის პირ­ვე­ლი რეპ­რო­დუქ­ცია კი – 1,35 ლა­რად. მა­რა­გე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია, ამი­ტომ იჩ­ქა­რეთ. კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ „აგ­როს­ფე­როს“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს ან და­უ­კავ­შირ­დით კომ­პა­ნი­ის აგრო-კონ­სულ­ტან­ტებს ნო­მერ­ზე: +995 322 500 900.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა "აგროსფეროსა" და Saatbau-სგან

ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალა "აგროსფეროსა" და Saatbau-სგან

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „აგროსფერომ“ და ავსტრიულმა კომპანია Saatbau-მ საქართველოში ხორბლის სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და ქვეყნის კლიმატურ პირობებზე მორგებული სათესლე მასალის წარმოება დაიწყეს. მათი თანამშრომლობის შედეგად, დღეს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული ხორბლის ჯიშები, რომლებიც ქართველ ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჯანსაღი მოსავალი, თანაც მინიმალური დანაკარგებით.

„Saatbau სათესლე მასალის უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 73 წელზე მეტია, სხვადასხვა ქვეყანაზე მორგებულ საუკეთესო ჯიშებს აწარმოებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა, მას შემდეგ, რაც „აგროსფერო“ მისი ოფიციალური პარტნიორი გახდა. ამ თანამშრომლობის მიზანი იყო, დაბალი ხარისხის სათესლე მასალა უმაღლესი ხარისხის ჯიშებით ჩაგვენაცვლებინა და ქართველ ფერმერებს მოსავლიანობის გაუმჯობესებაში დავხმარებოდით.

მრავალწლიანი ცდების შედეგად, მომხმარებლებს წარვუდგინეთ ისეთი სათესლე მასალა, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალმოსავლიანობას“, – ამბობს „აგროსფეროს“ სათესლე მასალის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსი ზაზიკაშვილი.

„აგროსფეროსა“ და Saatbau-ს წარმოებული ხორბლის ჯიშებია ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი და აპექსუსი. თითოეული მათგანი საადრეო სიმწიფის ხორბალია, რაც საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. აღნიშნული ჯიშები გამოირჩევა ყინვის, გვალვისა და ჩაწოლის მიმართ მედეგობით. ამასთან ერთად, სათესლე მასალა მუშავდება ფუნგიციდითა და ინსექტიციდით, რის გამოც მათ აქვთ მაღალი რეზისტენტობა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა მათგანი სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.

„10 წლის წინ ბევრი ფერმერი ვერ ხვდებოდა, რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან იმ პერიოდში საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობის თესლი არსებობდა. „აგროსფეროსა“ და Saatbau-ს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კი ეს რეალობა შეიცვალა. დღეს ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ არჩევანი მათ საჭიროებებზე მორგებულ სათესლე მასალაზე გააკეთონ და, რაც მთავარია, დარწმუნებული იყვნენ მის ხარისხში“, – ამბობს Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ტანია ჰუბნერი.

გაითვალისწინეთ, რომ მათი შეძენისთვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს. 1 კგ ამიკუსის და გალუსის მეორე რეპროდუქცია მხოლოდ 1 ლარად არის ხელმისაწვდომი, ხუთივე ჯიშის პირველი რეპროდუქცია კი – 1,35 ლარად. მარაგები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ. კონსულტაციისთვის ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით კომპანიის აგრო-კონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900.

NS