ავტორი:

"კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებები შეუძლებელია" - ლავროვი

"კურსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებები შეუძლებელია" - ლავროვი

კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკება არ შეიძლება და ამ ქმედებებზე რუსეთის პასუხი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კომპეტენციაში შედის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქზე თავდასხმები დაიწყო, თავდასხმა კი არა, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა, რაიმე მოლაპარაკებაზე საუბარი არ შეიძლება. პრეზიდენტმა ასევე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელზეც ყურადღებას გავამახვილებ: „ამ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ცოტა მოგვიანებით შევაფასებთ““, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.