მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელი, აშშ-ის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ, დათანხმდა - ჰამასი ნეთანიაჰუს დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს: მოლაპარაკებების დეტალები
ისრაელი, აშშ-ის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ, დათანხმდა - ჰამასი ნეთანიაჰუს დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს: მოლაპარაკებების დეტალები

“ის­რა­ე­ლი მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის წი­ნა­და­დე­ბას მხარს უჭერს“, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სი ავ­რცე­ლებს.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის ცნო­ბით, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­თან შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სამ სა­ათს გაგ­რძელ­და, პო­ზი­ტი­უ­რი იყო.

“პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა ის­რა­ე­ლის ერ­თგუ­ლე­ბა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი წი­ნა­და­დე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, რა­საც ის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­ტო­ნი ბლინ­კენ­მა ის­რა­ელს და ჰა­მასს მო­უ­წო­და, არ ჩა­შა­ლონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რაც, მისი თქმით, შე­იძ­ლე­ბა იყოს "ბოლო შე­საძ­ლებ­ლო­ბა" ღა­ზა­ში ზა­ვის და­დე­ბი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

მა­ნამ­დე შუ­ა­მავ­ლე­ბი და ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრთხილ ოპ­ტი­მიზმს გა­მო­ხა­ტავ­დნენ. თუმ­ცა, პრე­სის ცნო­ბე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, შე­დე­გი ჯერ კი­დევ შო­რია: ჰა­მა­სი და ის­რა­ე­ლი რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სა­კი­თხზე, არ არი­ან მზად ორ­მხრი­ვი დათ­მო­ბე­ბის­თვის.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნა წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ყა­ტა­რი­სა და ეგ­ვიპ­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი შუ­ა­მავ­ლე­ბის აზ­რით, მო­აგ­ვა­რებს უთან­ხმო­ე­ბას მე­ო­მარ მხა­რე­ებს შო­რის.

  • მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის მი­ხედ­ვით, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა შე­ჩერ­დეს და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ მძევ­ლე­ბი და პა­ტიმ­რე­ბი.

აშშ-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მით აცხა­დე­ბენ, რომ შე­თან­ხმე­ბამ მი­აღ­წია გარ­კვე­ულ ნიშ­ნულს. ამე­რი­კელ­მა, ყა­ტარ­მა და ეგ­ვიპ­ტელ­მა შუ­ა­მავ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ წინ მი­ი­წევს.

თუმ­ცა, თუ ამე­რი­კულ და ის­რა­ე­ლურ პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მალე არ დას­რულ­დე­ბა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ჰა­მა­სის ოზი­ცის - ის სრულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნე­თა­ნი­აჰუს აკის­რებს. მათი თქმით, სწო­რედ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უშ­ლის ხელს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას.

რა­დი­კა­ლურ­მა ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც უარ­ყო მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი და ნე­თა­ნი­აჰუ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ახა­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ჰა­მა­სი ითხოვს "ცე­ცხლის მუდ­მივ შე­წყვე­ტას და ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ჯა­რე­ბის ყოვ­ლის­მომ­ცველ გაყ­ვა­ნას". მათი თქმით, ნე­თა­ნი­აჰუს სურს ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის დარ­ჩე­ნა რამ­დე­ნი­მე სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლას: ნეთ­ზა­რი­მის დე­რე­ფან­ში, რა­ფა­ჰის გა­დაკ­ვე­თა­ზე და ფი­ლა­დელ­ფი­ის დე­რე­ფან­ში - რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან წერ­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

ჰა­მა­სი ასე­ვე აცხა­დებს, რომ ნე­თა­ნი­აჰუმ ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­ა­ყე­ნა პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჰა­მა­სის თავ­დას­ხმის შე­დე­გად აყ­ვა­ნი­ლი 251 მძევ­ლი­დან, 111 ჯერ კი­დევ ღა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის 39 და­ღუ­პუ­ლია. ნო­ემ­ბერ­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი ზა­ვის დროს 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ისრაელი, აშშ-ის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ, დათანხმდა - ჰამასი ნეთანიაჰუს დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს: მოლაპარაკებების დეტალები

ისრაელი, აშშ-ის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ, დათანხმდა - ჰამასი ნეთანიაჰუს დაბრკოლებების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს: მოლაპარაკებების დეტალები

“ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს“, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, პოზიტიური იყო.

“პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანტონი ბლინკენმა ისრაელს და ჰამასს მოუწოდა, არ ჩაშალონ მოლაპარაკებები, რაც, მისი თქმით, შეიძლება იყოს "ბოლო შესაძლებლობა" ღაზაში ზავის დადებისა და მძევლების გათავისუფლებისთვის.

მანამდე შუამავლები და ამერიკელი ოფიციალური პირები მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავდნენ. თუმცა, პრესის ცნობებით თუ ვიმსჯელებთ, შედეგი ჯერ კიდევ შორია: ჰამასი და ისრაელი რამდენიმე საკვანძო საკითხზე, არ არიან მზად ორმხრივი დათმობებისთვის.

რამდენიმე დღის წინ შეერთებულმა შტატებმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც შეერთებული შტატების, ყატარისა და ეგვიპტის მიერ წარმოდგენილი შუამავლების აზრით, მოაგვარებს უთანხმოებას მეომარ მხარეებს შორის.

  • მოლაპარაკებების პროცესის მიხედვით, საომარი მოქმედებები კონფლიქტის ზონაში ექვსი კვირის განმავლობაში უნდა შეჩერდეს და გათავისუფლდნენ მძევლები და პატიმრები.

აშშ-ს ოფიციალური პირები განახლებული ოპტიმიზმით აცხადებენ, რომ შეთანხმებამ მიაღწია გარკვეულ ნიშნულს. ამერიკელმა, ყატარმა და ეგვიპტელმა შუამავლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინ მიიწევს.

თუმცა, თუ ამერიკულ და ისრაელურ პრესაში გავრცელებული ცნობებით ვიმსჯელებთ, მოლაპარაკებები მალე არ დასრულდება.

  • რაც შეეხება ჰამასის ოზიცის - ის სრულ პასუხისმგებლობას ნეთანიაჰუს აკისრებს. მათი თქმით, სწორედ ისრაელის პრემიერ-მინისტრი უშლის ხელს მოლაპარაკებების წარმოებას.

რადიკალურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც უარყო მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ნეთანიაჰუ მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

ჰამასი ითხოვს "ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ღაზას სექტორიდან ჯარების ყოვლისმომცველ გაყვანას". მათი თქმით, ნეთანიაჰუს სურს ისრაელის ჯარების დარჩენა რამდენიმე სტრატეგიულ ადგილას: ნეთზარიმის დერეფანში, რაფაჰის გადაკვეთაზე და ფილადელფიის დერეფანში - რომელსაც ისრაელი მნიშვნელოვან წერტილებად მიიჩნევს.

ჰამასი ასევე აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ ახალი მოთხოვნები წამოაყენა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ჰამასის თავდასხმის შედეგად აყვანილი 251 მძევლიდან, 111 ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება, მათ შორის 39 დაღუპულია. ნოემბერში ერთკვირიანი ზავის დროს 100-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს.

წყარო

იხილეთ ასევე: