მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა “ქართული ოცნება" - ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ“ - ალეკო ელისაშვილი
“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა “ქართული ოცნება" - ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ“ - ალეკო ელისაშვილი

“გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის პრაგ­მა­ტუ­ლი, რად­გან ცალ-ცალ­კე ყვე­ლას დაგ­ვა­მარ­ცხებ­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ვერ­ცერ­თი ვერ გა­დავ­ლა­ხავ­დით ბა­რი­ერს, ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლე­ბი სე­რი­ო­ზულ შე­დეგს დავ­დებთ“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა კო­ა­ლი­ცია “ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, “ლე­ლო­სა“ და მას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია და­ი­წყო იმით, რომ თვი­თონ მი­წე­რა ლე­ლოს“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს, რის შემ­დე­გაც ერ­თმა­ნეთს “გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შეხ­ვდნენ“.

“ეს პრაგ­მა­ტიზ­მი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით არის ნა­კარ­ნა­ხე­ბი, ვი­საც უნდა და­ი­ჯე­როს, ვი­საც არ უნდა ნუ და­ი­ჯე­რებს. თუ სწო­რად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ის­ტო­რი­ას, მტე­რი მხო­ლოდ მა­შინ გვე­რე­ო­და, რო­დე­საც ვი­ყა­ვით გა­თი­თო­კა­ცე­ბუ­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი ხა­სი­ა­თი­დან, ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად, როცა ვა­გებ­დით, ამის მი­ზე­ზი იყო, რომ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი ჯავ­რი გვქონ­და ქარ­თვე­ლებს და ერთი სული გვქონ­და, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ან­გა­რი­ში გაგ­ვეს­წო­რე­ბი­ნა და სა­ერ­თო მტერ­ზე არ ვფიქ­რობ­დით.

  • ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ და­ი­წყო კო­მუ­ნი­კა­ცია ჩვენს შო­რის, მე მივ­წე­რე ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში­ვე იყო პა­სუ­ხი, დავ­სხდეთ და და­ვი­ლა­პა­რა­კო­თო. შევ­ხვდით შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და ქარ­თუ­ლად, ადა­მი­ა­ნუ­რად, კა­ცუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ წყე­ნა უნდა და­ვი­ვი­წყოთ და ერ­თად დავ­დგეთ.

ახლა მი­დის შერ­წყმის პრო­ცე­სი, გვყავს ძა­ლი­ან კარ­გი შტა­ბის უფ­რო­სი, და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე. სა­ჯა­რი­სო ქვე­და­ნა­ყოფ­ში შტა­ბი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, 80-90% გა­რან­ტო­რი სწო­რად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ის. ჩვე­ნი შტა­ბი ჩა­ი­ბა­რა ძა­ლი­ან გა­მოც­დილ­მა გე­ნე­რალ­მა, და­ვით გამ­ყრე­ლი­ძემ, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან სუფ­თა წარ­სუ­ლის და ძა­ლი­ან საქ­მი­ა­ნი მე­ნე­ჯე­რი და არ აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია. მე და ჩემი გუნ­დი ჩვე­ნი მხრივ რაც შეგ­ვიძ­ლია და რაც არ შეგ­ვიძ­ლია, თავს არ დავ­ზო­გავთ კო­ა­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­სა­ტა­ნად.

ჩვენ, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნეთ ისიც, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა, მაგ­რამ ახლა იმა­საც ვაჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თარ წყე­ნებ­ზე მაღ­ლა დად­გო­მა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის­თვის, ყვე­ლა ხე­დავს, რომ თან­და­თან ვიზ­რდე­ბით და ვსწავ­ლობთ ერ­თმა­ნეთ­თან ლა­პა­რაკს. თუკი ვინ­მეა ისე­თი, ვინც “ქარ­თულ ქარ­ტი­ას“ ხელი მო­ა­წე­რა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარს იტყვის, ის სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს გა­მო­უ­ტანს გა­ნა­ჩენს. აქ ორი ამ­ბა­ვი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შევ­ცვა­ლოთ და სიმ­დიდ­რის­კენ წა­ვიყ­ვა­ნოთ ქვე­ყა­ნა და მე­ო­რე, რომ მე­ქა­ნიზ­მე­ბი შევ­ქმნათ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, რო­გო­რი­ცაა პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­სა­მარ­თლო. პო­ლი­ტი­კა უნდა გახ­დეს იდე­ე­ბის ჭი­დი­ლი და არა ის, რა­საც ახლა აკე­თებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა “ქართული ოცნება" - ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ“ - ალეკო ელისაშვილი

“ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა “ქართული ოცნება" - ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ“ - ალეკო ელისაშვილი

“გაერთიანების გადაწყვეტილება არის პრაგმატული, რადგან ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებდა “ქართული ოცნება", ვერცერთი ვერ გადავლახავდით ბარიერს, ერთ მუშტად შეკრულები სერიოზულ შედეგს დავდებთ“, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კოალიცია “ძლიერ საქართველოში" გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, “ლელოსა“ და მას შორის კომუნიკაცია დაიწყო იმით, რომ თვითონ მიწერა ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბადრი ჯაფარიძეს, რის შემდეგაც ერთმანეთს “გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ“.

“ეს პრაგმატიზმი საქართველოს სიყვარულით არის ნაკარნახები, ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც არ უნდა ნუ დაიჯერებს. თუ სწორად გავაანალიზებთ ისტორიას, მტერი მხოლოდ მაშინ გვერეოდა, როდესაც ვიყავით გათითოკაცებულები და ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ჩვენი ხასიათიდან, ჩვენი ამბიციურობიდან გამომდინარე, ხშირად, როცა ვაგებდით, ამის მიზეზი იყო, რომ ერთმანეთისადმი ჯავრი გვქონდა ქართველებს და ერთი სული გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაგვესწორებინა და საერთო მტერზე არ ვფიქრობდით.

  • ყველას აინტერესებს, როგორ დაიწყო კომუნიკაცია ჩვენს შორის, მე მივწერე ბადრი ჯაფარიძეს და რამდენიმე წუთშივე იყო პასუხი, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო. შევხვდით შემდეგ ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით და ქართულად, ადამიანურად, კაცურად გადავწყვიტეთ, რომ წყენა უნდა დავივიწყოთ და ერთად დავდგეთ.

ახლა მიდის შერწყმის პროცესი, გვყავს ძალიან კარგი შტაბის უფროსი, დავით გამყრელიძე. საჯარისო ქვედანაყოფში შტაბი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, 80-90% გარანტორი სწორად დაგეგმილი ოპერაციის. ჩვენი შტაბი ჩაიბარა ძალიან გამოცდილმა გენერალმა, დავით გამყრელიძემ, რომელიც არის ძალიან სუფთა წარსულის და ძალიან საქმიანი მენეჯერი და არ აქვს პოლიტიკური მოტივაცია. მე და ჩემი გუნდი ჩვენი მხრივ რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, თავს არ დავზოგავთ კოალიციაში ჩვენი წვლილის შესატანად.

ჩვენ, პოლიტიკოსებმა ყველას ვაჩვენეთ ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთის ლანძღვა, მაგრამ ახლა იმასაც ვაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარ წყენებზე მაღლა დადგომა ქვეყნის ინტერესისთვის, ყველა ხედავს, რომ თანდათან ვიზრდებით და ვსწავლობთ ერთმანეთთან ლაპარაკს. თუკი ვინმეა ისეთი, ვინც “ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა, მაგრამ ბოლომდე შესრულებაზე უარს იტყვის, ის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს გამოუტანს განაჩენს. აქ ორი ამბავი გვაქვს, ერთი, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ და სიმდიდრისკენ წავიყვანოთ ქვეყანა და მეორე, რომ მექანიზმები შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ, როგორიცაა პროკურატურა, სასამართლო. პოლიტიკა უნდა გახდეს იდეების ჭიდილი და არა ის, რასაც ახლა აკეთებს “ქართული ოცნება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.