მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიის სანაპიროსთან მრავალმილიონიანი იახტა ჩაიძირა - გადარჩენილებს შორის არიან: 1 წლის ჩვილი და გემის მფლობელის ცოლი. ერთ ბავშვს, მფლობელს და კიდევ 4 ადამიანს ეძებენ
იტალიის სანაპიროსთან მრავალმილიონიანი იახტა ჩაიძირა - გადარჩენილებს შორის არიან: 1 წლის ჩვილი და გემის მფლობელის ცოლი. ერთ ბავშვს, მფლობელს და კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

იტა­ლი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იახ­ტა Bayesian-ი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძლი­ერ შტორმ­ში მოხ­ვდა და სი­ცი­ლი­ის დე­და­ქა­ლაქ პა­ლერ­მოს მახ­ლობ­ლად ჩა­ი­ძი­რა. შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ექ­ვსი კი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

56-მეტ­რი­ა­ნი სიგ­რძის იახ­ტა დიდ ბრი­ტა­ნეთ­შია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მას­ზე 22 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კარ­გუ­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. 15 გა­დარ­ჩე­ნილს შო­რის ერთი წლის ბავ­შვიც არის.

ბოლო დღე­ებ­ში, რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი ძლი­ე­რი სი­ცხის შემ­დეგ, იტა­ლი­ის არა­ერ­თი რე­გი­ო­ნი შტორმ­მა და კო­კის­პი­რულ­მა წვი­მამ მო­იც­ვა, წყალ­დი­დო­ბამ და მე­წყრებ­მა დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებს.

"ქარი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ცუდი ამინ­დი, მაგ­რამ არა ამ მას­შტა­ბის“, - გა­ნუ­ცხა­და "რო­ი­ტერსს" სა­ნა­პი­რო დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პა­ლერ­მო­ში.

გე­მე­ბის თვალ­თვა­ლის აპ­ლი­კა­ცი­ის Vesselfinder-ის მი­ხედ­ვით, "ბა­ი­ე­სი­ან­მა" სი­ცი­ლი­უ­რი პორ­ტი მი­ლა­ცო 14 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვა და ბო­ლოს რა­დარ­ზე პა­ლერ­მოს აღ­მო­სავ­ლე­თით, კვი­რას სა­ღა­მოს გა­მოჩ­ნდა, ნა­ვი­გა­ცი­ის სტა­ტუ­სით "ღუ­ზა­ზე".

გა­დარ­ჩე­ნი­ლი რვა ადა­მი­ა­ნი ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

იახ­ტის კა­ტას­ტრო­ფის სი­ახ­ლო­ვეს მყო­ფი გე­მის კა­პი­ტან­მა, კარ­სტენ ბორ­ნერ­მა "რო­ი­ტერსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ რო­დე­საც ქა­რიშ­ხა­ლი და­ი­წყო, მან ჩარ­თო ძრა­ვა გე­მის კონ­ტრო­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და იახ­ტას­თან შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

"ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ გე­მის ად­გილ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ქა­რიშ­ხლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ იახ­ტა ჩვენს უკან გაქ­რა“, - გა­ნუ­ცხა­და ბორ­ნერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს. კა­პი­ტან­მა თქვა, რომ იახ­ტა "წყალ­ზე დაწ­ვა და შემ­დეგ ჩა­ი­ძი­რა".

მისი თქმით, მის­მა ეკი­პაჟ­მა, სა­ნა­პი­რო დაც­ვის მის­ვლამ­დე, რამ­დე­ნი­მე გა­დარ­ჩე­ნი­ლი იპო­ვა და წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნა, მათ შო­რის სამი მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი.

ბორ­ნერ­მა თქვა, რომ "გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­ში იყ­ვნენ: პა­ტა­რა ბავ­შვი და გე­მის მფლო­ბე­ლის ცოლი. კი­დევ ერთი ბავ­შვი და იახ­ტის მფლო­ბე­ლი და­კარ­გუ­ლია.

სა­ნა­პი­რო დაც­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ იახ­ტა 49 მეტ­რის სიღ­რმე­ზე იპო­ვეს და მყვინ­თა­ვე­ბი ამოწ­მე­ბენ ნამ­სხვრე­ვებს.

ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქ ტერ­მი­ნი-იმე­რე­ზეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

Bayesian- ი იტა­ლი­ურ­მა გემთმშე­ნე­ბელ­მა კომ­პა­ნია Perini-მა 2008 წელს ააგო და ბო­ლოს 2020 წელს, ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია Camper & Nicholsons-მა გა­და­ა­კე­თა.

გემს აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო დი­ზა­ი­ნის­თვის. მას­ზე მდე­ბა­რე ექვს კა­ბი­ნა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო 12-მდე სტუმ­რის გან­თავ­სე­ბა, 10-კა­ცი­ან ეკი­პაჟ­თან ერ­თად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

იტალიის სანაპიროსთან მრავალმილიონიანი იახტა ჩაიძირა - გადარჩენილებს შორის არიან: 1 წლის ჩვილი და გემის მფლობელის ცოლი. ერთ ბავშვს, მფლობელს და კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

იტალიის სანაპიროსთან მრავალმილიონიანი იახტა ჩაიძირა - გადარჩენილებს შორის არიან: 1 წლის ჩვილი და გემის მფლობელის ცოლი. ერთ ბავშვს, მფლობელს და კიდევ 4 ადამიანს ეძებენ

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ძვირადღირებული იახტა Bayesian-ი მოულოდნელად ძლიერ შტორმში მოხვდა და სიცილიის დედაქალაქ პალერმოს მახლობლად ჩაიძირა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად მიიჩნევა.

56-მეტრიანი სიგრძის იახტა დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული და მასზე 22 ადამიანი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულები ბრიტანეთის, ამერიკისა და კანადის მოქალაქეები არიან. 15 გადარჩენილს შორის ერთი წლის ბავშვიც არის.

ბოლო დღეებში, რამდენიმეკვირიანი ძლიერი სიცხის შემდეგ, იტალიის არაერთი რეგიონი შტორმმა და კოკისპირულმა წვიმამ მოიცვა, წყალდიდობამ და მეწყრებმა დიდი ზიანი მიაყენეს იტალიის ჩრდილოეთ რაიონებს.

"ქარი ძალიან ძლიერი იყო. მოსალოდნელი იყო ცუდი ამინდი, მაგრამ არა ამ მასშტაბის“, - განუცხადა "როიტერსს" სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა პალერმოში.

გემების თვალთვალის აპლიკაციის Vesselfinder-ის მიხედვით, "ბაიესიანმა" სიცილიური პორტი მილაცო 14 აგვისტოს დატოვა და ბოლოს რადარზე პალერმოს აღმოსავლეთით, კვირას საღამოს გამოჩნდა, ნავიგაციის სტატუსით "ღუზაზე".

გადარჩენილი რვა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

იახტის კატასტროფის სიახლოვეს მყოფი გემის კაპიტანმა, კარსტენ ბორნერმა "როიტერსს" განუცხადა, რომ როდესაც ქარიშხალი დაიწყო, მან ჩართო ძრავა გემის კონტროლის შესანარჩუნებლად და იახტასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

"ჩვენ მოვახერხეთ გემის ადგილზე შენარჩუნება და ქარიშხლის დასრულების შემდეგ შევამჩნიეთ, რომ იახტა ჩვენს უკან გაქრა“, - განუცხადა ბორნერმა ჟურნალისტებს. კაპიტანმა თქვა, რომ იახტა "წყალზე დაწვა და შემდეგ ჩაიძირა".

მისი თქმით, მისმა ეკიპაჟმა, სანაპირო დაცვის მისვლამდე, რამდენიმე გადარჩენილი იპოვა და წყლიდან ამოიყვანა, მათ შორის სამი მძიმედ დაშავებული.

ბორნერმა თქვა, რომ "გადარჩენილებში იყვნენ: პატარა ბავშვი და გემის მფლობელის ცოლი. კიდევ ერთი ბავშვი და იახტის მფლობელი დაკარგულია.

სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ იახტა 49 მეტრის სიღრმეზე იპოვეს და მყვინთავები ამოწმებენ ნამსხვრევებს.

ახლომდებარე ქალაქ ტერმინი-იმერეზეს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

Bayesian- ი იტალიურმა გემთმშენებელმა კომპანია Perini-მა 2008 წელს ააგო და ბოლოს 2020 წელს, ბრიტანულმა კომპანია Camper & Nicholsons-მა გადააკეთა.

გემს აქვს მოპოვებული რამდენიმე ჯილდო დიზაინისთვის. მასზე მდებარე ექვს კაბინაში შესაძლებელი იყო 12-მდე სტუმრის განთავსება, 10-კაციან ეკიპაჟთან ერთად.