სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო)
როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო)

ბრი­ტა­ნუ­ლი Dailymail-ი ქარ­თველ მებ­რძოლ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც გვიყ­ვე­ბი­ან MMA-ს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე UFC ვარ­სკვლა­ვი ტრი­ბუ­ნა­ზე მყოფ მა­ყუ­რე­ბელს რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­და.

33 წლის ქარ­თვე­ლი ლას-ვე­გას­ში, კრის ჯონ­სის ტურ­ნირ­ზე წინა რიგ­ში იჯდა, რო­დე­საც მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა მას შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი ფრა­ზით მი­მარ­თა იმ დროს, რო­დე­საც დარ­ბაზ­ში არ­სე­ბულ ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა შონ ო'მალი - დვა­ლიშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქე.

და­ცინ­ვა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ "მან­ქა­ნა" წა­მომხტა­რი­ყო და სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ე­წყო მოქ­მე­დე­ბა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვი­დეო აჩ­ვე­ნებს, რო­გორ გა­დაძ­ვრა ის ჭიშ­კარ­ზე, შემ­დეგ მე­ო­რე­ზე გა­დახ­ტა და თა­ვის სექ­ცი­ა­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი იპო­ვა.

მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, რო­მე­ლიც “ტრო­ლის­გან” აშო­რებ­და, დვა­ლიშ­ვი­ლი კი­ბე­ებ­ზე ავი­და, ხოლო შე­ში­ნე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იმე­ო­რებ­და: "არა, არა, არა, არა..."

და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­შე­მო მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­დე­ო­ებს იღებ­დნენ.

მის სა­ვარ­ძელ­თან მის­ვლი­სას, დვა­ლიშ­ვი­ლი წა­მით შე­ჩერ­და და ბიჭს შე­ხე­და, რო­მე­ლიც აშ­კა­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, შემ­დეგ კი თმა­ში სწვდა, სა­ბო­ლო­ოდ კი, ბრა­ზი მო­თო­კა.

შემ­დეგ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ მი­ა­ცი­ლებს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი დვა­ლიშ­ვილს უკან, თა­ვის ად­გილ­ზე.

UFC-ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

"გან­სხვა­ვე­ბა მებ­რძოლ­სა და კლა­ვი­ა­ტუ­რის მე­ო­მარს შო­რის", - აღ­ნიშ­ნა ვი­ღა­ცამ "ინ­სტაგ­რამ­ზე".

"ბიჭ­მა შარ­ვალ­ში მო­ი­საქ­მა", - და­წე­რა სხვამ.

კი­დევ ერ­თმა იხუმ­რა: "მე­რა­ბი ბუ­ლინ­გის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ როლ­ში შემ­დე­გი იქ­ნე­ბა".

დვა­ლიშ­ვი­ლის ბრძო­ლა ო'მა­ლის­თან 14 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო)

როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო)

ბრიტანული Dailymail-ი ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გვიყვებიან MMA-ს ღონისძიებაზე UFC ვარსკვლავი ტრიბუნაზე მყოფ მაყურებელს როგორ დაუპირისპირდა.

33 წლის ქართველი ლას-ვეგასში, კრის ჯონსის ტურნირზე წინა რიგში იჯდა, როდესაც მაყურებლებიდან ერთ-ერთმა მას შეურაცხყოფელი ფრაზით მიმართა იმ დროს, როდესაც დარბაზში არსებულ ეკრანზე გამოჩნდა შონ ო'მალი - დვალიშვილის მომავალი მეტოქე.

დაცინვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მანქანა" წამომხტარიყო და საკუთარი ხელით დაეწყო მოქმედება. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვირუსული ვიდეო აჩვენებს, როგორ გადაძვრა ის ჭიშკარზე, შემდეგ მეორეზე გადახტა და თავის სექციაში მაყურებელი იპოვა.

მას შემდეგ, რაც ყველა ბარიერი გადალახა, რომელიც “ტროლისგან” აშორებდა, დვალიშვილი კიბეებზე ავიდა, ხოლო შეშინებული მაყურებელი იმეორებდა: "არა, არა, არა, არა..."

დაპირისპირებულების გარშემო მყოფი გულშემატკივრები ვიდეოებს იღებდნენ.

მის სავარძელთან მისვლისას, დვალიშვილი წამით შეჩერდა და ბიჭს შეხედა, რომელიც აშკარად შეშინებული იყო, შემდეგ კი თმაში სწვდა, საბოლოოდ კი, ბრაზი მოთოკა.

შემდეგ ვიდეოში ჩანს, როგორ მიაცილებს უსაფრთხოების სამსახური დვალიშვილს უკან, თავის ადგილზე.

UFC-ის გულშემატკივრები მომხდარს სოციალურ მედიაში ეხმაურებიან.

"განსხვავება მებრძოლსა და კლავიატურის მეომარს შორის", - აღნიშნა ვიღაცამ "ინსტაგრამზე".

"ბიჭმა შარვალში მოისაქმა", - დაწერა სხვამ.

კიდევ ერთმა იხუმრა: "მერაბი ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის მთავარ როლში შემდეგი იქნება".

დვალიშვილის ბრძოლა ო'მალისთან 14 სექტემბერს გაიმართება.

წყარო