სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ამ დღესასწაულის შესახებ?
დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ამ დღესასწაულის შესახებ?

"გან­ცდა თვის­თა ცოდ­ვა­თა" ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია. სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა არის სა­ფუძ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბი­სა. სი­ნა­ნუ­ლი, ბერ­ძნუ­ლად - მე­ტა­ნია, სი­ტყვა­სი­ტყვით ასე ითარ­გმნე­ბა - გო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა. სწო­რედ ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლაა და­სა­ბა­მი პი­როვ­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა. გო­ნე­ბის, ცნო­ბი­ე­რე­ბის ცვლი­ლე­ბა, მოვ­ლე­ნა­თა გა­და­ფა­სე­ბა, ცოდ­ვი­სა და მად­ლის ახ­ლე­ბუ­რი გა­გე­ბა, ახა­ლი მიზ­ნის გა­ჩე­ნა ნელ-ნელა გუ­ლის ცვლი­ლე­ბა­საც იწ­ვევს და ასე ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის გა­მოც­ვლა, ძვე­ლი, და­ცე­მუ­ლი პი­როვ­ნე­ბი­დან ნამ­დვი­ლი ქრის­ტი­ა­ნის და­ბა­დე­ბა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ქრის­ტე­ში - სუ­ლი­ე­რი ფე­რის­ცვა­ლე­ბა.

ახა­ლი სტი­ლით 19 აგ­ვის­ტოს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე ფე­რის­ცვა­ლე­ბას დღე­სას­წა­უ­ლობს, დღეს, როცა მა­ცხოვ­რის დი­დე­ბა, ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­მო­ცხად­და. ეს დღე კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს, სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბას.

მოგ­ვცეს უფალ­მა ძალა, რომ ჩვენც გვეც­ვა­ლოს ფერი, რომ "ძვე­ლი­სა კა­ცი­სა გამ­ძარ­ცველ­თა, ახა­ლი შე­ვი­მო­სოთ" და და­ვიმ­კვიდ­როთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც მა­რა­დის ბრწყი­ნავს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას არ­ქი­ვი­დან:

გვე­სა­უბ­რე­ბა ში­ომ­ღვი­მის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი არ­ქი­მან­დრი­ტი მი­ქა­ე­ლი (გაბ­რი­ჭი­ძე).

- ფე­რის­ცვა­ლე­ბა ერთ-ერ­თია ათორ­მეტ უდი­დეს დღე­სას­წა­ულ­თა­გან. რას მოგ­ვი­თხრობს სა­ხა­რე­ბა მას­ზე?

- სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა, ამინ. აი, რას გვა­უ­წყებს სა­ხა­რე­ბა უფ­ლის ფე­რის­ცვა­ლე­ბის შე­სა­ხებ:მა­ცხო­ვარ­მა სამი მო­წა­ფე, პეტ­რე, ია­კო­ბი და იო­ა­ნე, თა­ბო­რის მთა­ზე წა­რიყ­ვა­ნა და მათ წი­ნა­შე ფერი იც­ვა­ლა. ფე­რის­ცვა­ლე­ბი­სას იე­სოს­გან ისე­თი ნა­თე­ლი გა­მო­დი­ო­და, რომ მო­ცი­ქუ­ლებ­მა თვა­ლი ვერ გა­უს­წო­რეს და პირ­ქვე და­ემხნენ. ფე­რის­ცვა­ლე­ბის ჟამს მო­ცი­ქუ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ უფალს მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ მოსე და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი ედგნენ, ზე­ცი­დან კი მა­მის ხმა მო­ის­მა: "ესე არს ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლი მე სათ­ნო-ვი­ყავ; მა­გი­სი ის­მი­ნეთ!" ამის შემ­დეგ მა­ცხო­ვარ­მა კვლავ ად­რინ­დე­ლი სახე მი­ი­ღო და მო­ცი­ქუ­ლებს უბ­რძა­ნა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მის აღ­დგო­მამ­დე არა­ვის­თვის ეთ­ქვათ. მო­ცი­ქუ­ლე­ბი გა­ნაც­ვიფ­რა ამ ხილ­ვამ, უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე­ბამ. იგი­ვე და­ე­მარ­თე­ბო­და ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს, ამი­ტომ უფალ­მა მხო­ლოდ მეყ­სე­უ­ლად გვიჩ­ვე­ნა თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი სახე, სახე, რო­მელ­საც ჩვენ­სა­ვე სა­კე­თილ­დღე­ოდ გვი­მა­ლავ­და. სწო­რედ ამ გა­ნუ­ზო­მე­ლი ნათ­ლის გამო იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი­ვით რომ და­დი­ო­და - სხვაგ­ვა­რად მას ვერც კი შე­ხე­დავ­დნენ. ამა­ვე დროს, იმის მა­გა­ლით­საც გვაძ­ლევ­და, რა­ო­დენ თავ­მდა­ბა­ლი უნდა იყოს ქრის­ტი­ა­ნი. აკი თა­ვა­დაც ამ­ბობს: ის­წა­ვეთ ჩემ­გან, რა­მე­თუ მშვიდ ვარ და მდა­ბალ გუ­ლი­თაო. იესო თვი­თონ­ვე აღას­რუ­ლებ­და ყვე­ლა­ფერს, რის­კე­ნაც ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ამ დღესასწაულის შესახებ?

დღეს ფერისცვალებაა - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ამ დღესასწაულის შესახებ?

"განცდა თვისთა ცოდვათა" ქრისტიანის ცხოვრების მთავარი საზრუნავია. საკუთარი დაცემულობის შეგრძნება არის საფუძველი ადამიანის ცხონებისა. სინანული, ბერძნულად - მეტანია, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება - გონების ცვლილება. სწორედ ცნობიერების შეცვლაა დასაბამი პიროვნების გადარჩენისა. გონების, ცნობიერების ცვლილება, მოვლენათა გადაფასება, ცოდვისა და მადლის ახლებური გაგება, ახალი მიზნის გაჩენა ნელ-ნელა გულის ცვლილებასაც იწვევს და ასე ხდება ადამიანის გამოცვლა, ძველი, დაცემული პიროვნებიდან ნამდვილი ქრისტიანის დაბადება, ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტეში - სულიერი ფერისცვალება.

ახალი სტილით 19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას დღესასწაულობს, დღეს, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.

მოგვცეს უფალმა ძალა, რომ ჩვენც გვეცვალოს ფერი, რომ "ძველისა კაცისა გამძარცველთა, ახალი შევიმოსოთ" და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მარადის ბრწყინავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

გთავაზობთ სტატიას არქივიდან:

გვესაუბრება შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).

- ფერისცვალება ერთ-ერთია ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან. რას მოგვითხრობს სახარება მასზე?

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. აი, რას გვაუწყებს სახარება უფლის ფერისცვალების შესახებ:მაცხოვარმა სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე, თაბორის მთაზე წარიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას იესოსგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ მეყსეულად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე, სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა - სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი. აკი თავადაც ამბობს: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. იესო თვითონვე აღასრულებდა ყველაფერს, რისკენაც ხალხს მოუწოდებდა. გააგრძელეთ კითხვა