მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრთხე ადამიანებისთვისაც? - მეცნიერები შეაშფოთა ოკეანეში "კოკაინის ზვიგენების" გამოჩენამ
საფრთხე ადამიანებისთვისაც? -  მეცნიერები შეაშფოთა ოკეანეში "კოკაინის ზვიგენების" გამოჩენამ

მსოფ­ლი­ო­ში ოკე­ა­ნე­ე­ბის ან­თრო­პო­გე­ნუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც "კო­კა­ი­ნის ზვი­გე­ნე­ბის" გა­ჩე­ნა იყო, რის შე­სა­ხე­ბაც გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს გახ­და ცნო­ბი­ლი.

23 ივ­ლისს, ბრა­ზი­ლი­ა­ში, რიო დე ჟა­ნე­ი­როს სა­ნა­პი­რო­ე­ბის წყლებ­ში ბი­ნა­და­რი ზვი­გე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში მეც­ნი­ე­რებ­მა კო­კა­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პრობ­ლე­მა მწვა­ვედ დგას ამე­რი­კის სა­ნა­პი­რო­ე­ბის მახ­ლობ­ლად, სა­დაც ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ზღვაო გზე­ბი გა­დის. ასე­ვე ხში­რად ნა­ხუ­ლო­ბენ პლი­აჟ­ზე კო­კა­ი­ნის შე­ფუთ­ვებს, რომ­ლე­ბიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, წყალ­შიც ხვდე­ბა.

ბრა­ზი­ლი­ელ­მა ბი­ო­ლოგ­თა ჯგუფ­მა კო­კა­ი­ნი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია (კერ­ძოდ ბენ­ზო­ი­ლე­კგო­ნი­ნი) ბრა­ზი­ლი­ურ გრძელ­ცხვი­რა ზვი­გე­ნე­ბის სხე­ულ­ში პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა.

კვლე­ვის დროს, შე­ის­წავ­ლეს რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს მახ­ლობ­ლად და­ჭე­რი­ლი ცა­მე­ტი ზვი­გე­ნი. ხოლო მათი ქსო­ვი­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან­მა ქი­მი­ურ­მა ანა­ლიზ­მა, და­ა­დას­ტუ­რა კო­კა­ი­ნი­სა და მისი ელე­მენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა ღვიძლსა და კუნ­თებ­ში, ერთი ზვი­გე­ნის გარ­და. კო­კა­ი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყო 10,75 მიკ­როგ­რა­მი 1 კი­ლო­ზე.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნარ­კო­ტი­კე­ბი და­მან­გრე­ველ გავ­ლე­ნას ახ­დენს ზვი­გე­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რო­მელ­თა მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რას არის. ზვი­გე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში კო­კა­ი­ნის არ­სე­ბო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამან შე­საძ­ლოა ზღვის სხვა არ­სე­ბე­ბიც და­ა­ზა­რა­ლოს.

ამავდრო­უ­ლად, კო­კა­ი­ნით "და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა“ თევზმა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თევზს საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს.

13-ვე გა­მოკ­ვლე­უ­ლი ზვი­გე­ნი ორ­სუ­ლად იყო, თუმ­ცა კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გი ზვი­გე­ნე­ბის ნა­ყოფ­ზე უც­ნო­ბია.

კო­კა­ი­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­ლე­ნა ზვი­გე­ნე­ბის ქცე­ვა­ზე სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოკ­ვლე­უ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ეს პირ­ვე­ლი კვლე­ვაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ზვი­გენ­თა ორ­გა­ნიზ­მში კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

საფრთხე ადამიანებისთვისაც? - მეცნიერები შეაშფოთა ოკეანეში "კოკაინის ზვიგენების" გამოჩენამ

საფრთხე ადამიანებისთვისაც? -  მეცნიერები შეაშფოთა ოკეანეში "კოკაინის ზვიგენების" გამოჩენამ

მსოფლიოში ოკეანეების ანთროპოგენური დაბინძურება სხვადასხვანაირად ვლინდება. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და გამორჩეული მაინც "კოკაინის ზვიგენების" გაჩენა იყო, რის შესახებაც გასული თვის ბოლოს გახდა ცნობილი.

23 ივლისს, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს სანაპიროების წყლებში ბინადარი ზვიგენების ორგანიზმში მეცნიერებმა კოკაინი აღმოაჩინეს.

პრობლემა მწვავედ დგას ამერიკის სანაპიროების მახლობლად, სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობის ძირითადი საზღვაო გზები გადის. ასევე ხშირად ნახულობენ პლიაჟზე კოკაინის შეფუთვებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, წყალშიც ხვდება.

ბრაზილიელმა ბიოლოგთა ჯგუფმა კოკაინისა და მისი კომპონენტების მაღალი კონცენტრაცია (კერძოდ ბენზოილეკგონინი) ბრაზილიურ გრძელცხვირა ზვიგენების სხეულში პირველად აღმოაჩინა.

კვლევის დროს, შეისწავლეს რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად დაჭერილი ცამეტი ზვიგენი. ხოლო მათი ქსოვილების საფუძვლიანმა ქიმიურმა ანალიზმა, დაადასტურა კოკაინისა და მისი ელემენტების არსებობა ღვიძლსა და კუნთებში, ერთი ზვიგენის გარდა. კოკაინის მაქსიმალური რაოდენობა იყო 10,75 მიკროგრამი 1 კილოზე.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ნარკოტიკები დამანგრეველ გავლენას ახდენს ზვიგენების ჯანმრთელობაზე, რომელთა მრავალი სახეობა გადაშენების პირას არის. ზვიგენების ორგანიზმში კოკაინის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ ამან შესაძლოა ზღვის სხვა არსებებიც დააზარალოს.

ამავდროულად, კოკაინით "დაბინძურებულმა“ თევზმა ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, იმ შემთხვევაში თუ თევზს საკვებად გამოიყენებს.

13-ვე გამოკვლეული ზვიგენი ორსულად იყო, თუმცა კოკაინის მაღალი შემცველობის შესაძლო შედეგი ზვიგენების ნაყოფზე უცნობია.

კოკაინის პოტენციური გავლენა ზვიგენების ქცევაზე სიღრმისეულად გამოკვლეული ჯერჯერობით არ არის. ეს პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც ზვიგენთა ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.