მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა ვივარაუდოთ, რომ "ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის მტკიცებულებები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია" - რას ამბობს ექსპერტი ქართულ პოლიტიკაში მოძრავ შავ ფულზე?
"უნდა ვივარაუდოთ, რომ "ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის მტკიცებულებები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია" - რას ამბობს ექსპერტი ქართულ პოლიტიკაში მოძრავ შავ ფულზე?

12 აგ­ვის­ტოს აშშ-ის "ევ­რო­პას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­სი­ამ", რო­მე­ლიც ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, და­უ­პი­რის­პირ­დეს ქოლ­ცენ­ტრებს, "რომ­ლე­ბიც აფი­ნან­სე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ კამ­პა­ნი­ას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ". X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ეყ­რდნო­ბა შავ ფულს თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი­დან მსოფ­ლი­ო­ში", რისი მი­ზა­ნიც არის "და­ა­ფი­ნან­სოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა და შე­ა­ვიწ­რო­ოს ოპო­ზი­ცია". შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სია არის აშშ-ის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­შიც შე­დი­ან: 9 ცხრა სე­ნა­ტო­რი, 9 კონ­გრეს­მე­ნი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 3 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. კო­მი­სი­ის მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ევ­რო­პის, აზი­ი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის 60-მდე ქვე­ყა­ნა­ში. ამ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ამ კვლავ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა მო­ი­თხო­ვა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აშშ-დან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შავი ფუ­ლით პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. ა.წ. 30 ივ­ლისს, როცა ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის წევ­რმა კონ­გრეს­მე­ნებ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს, ისი­ნი წერ­დნენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­მო­სა­ვალს იღებს თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბით და ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მოს­თხო­ვეს, მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ქოლ­ცენ­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "სწრა­ფი, მყი­სი­ე­რი და სის­ტე­მუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის" გა­დად­გმა. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ამ გა­ა­კე­თა უკი­დუ­რე­სად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რაც, ჩემი შე­ფა­სე­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით არ იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დოდ, ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია. ეს პრინ­ცი­პი მათ ლა­მის გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დი­ვით აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ასე­თი გან­ცხა­დე­ბა, თუნ­დაც პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე, არ გა­კეთ­დე­ბო­და. გან­სხვა­ვე­ბით ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის­გან, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ე­რი ცი­ლის­წა­მე­ბა და ბრალ­დე­ბა წა­მო­აყ­რან­ტა­ლონ ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, ვფიქ­რობ, არ­სე­ბობს სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

აშშ-ის ფი­ნან­სუ­რი დაზ­ვერ­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მუ­შა­ობს, აკ­ვირ­დე­ბა ფი­ნან­სურ შავ ნა­კა­დებს და სწავ­ლობს მათ მარ­შრუ­ტებს. უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქოლ­ცენ­ტრებ­თან კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლო ფაქ­ტე­ბი აშშ-ის ფი­ნან­სუ­რი დაზ­ვერ­ვის­თვის დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია. ჩემი აზ­რით, ამ სა­კი­თხის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა გა­და­წყდა მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს სე­ნა­ტო­რე­ბი სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დნენ ქვეყ­ნის სა­გა­რეო ვექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბის მცდე­ლო­ბის რე­ა­ლო­ბა­ში. რო­გორც ვნა­ხეთ, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ითხოვს, თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ამე­რი­კე­ლე­ბი ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ გათ­ქვა­მენ იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო, რომ ამ­გვარ საქ­მე­ებ­ში არ­სე­ბო­ბენ ხოლ­მე ოქ­როს მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ჩი­ნოს­ნე­ბიც არი­ან, ანუ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კე­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ არა მხო­ლოდ ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც არის ეჭვი, არა­მედ მოქ­მე­დიც, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად აგ­რძე­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რა­ში მუ­შა­ო­ბას და მათ დარ­ტყმის ქვეშ, რა თქმა უნდა, არ და­ა­ყე­ნე­ბენ. ეს არის ერ­თგვა­რი პრე­ლუ­დია ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის წინ. რო­გორც ჩანს, უკვე მზად­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე, რა­საც სა­დღაც სექ­ტემ­ბერ­ში უკვე უნდა ვე­ლო­დოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხებს, გა­სა­გე­ბია, რომ ამას უარ­ყო­ფენ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია და ეჭ­ვებს არა­თუ სპობს, არა­მედ ამ­ძაფ­რებს. მე მახ­სენ­დე­ბა კამ­პა­ნია კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ასე­ვე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჰქონ­და ქოლ­ცენ­ტრებ­თან შე­ხე­ბა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნია იმის მცდე­ლო­ბა კი არ იყო, რომ რე­ა­ლუ­რად გა­მო­ევ­ლი­ნათ კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლი, არა­მედ უფრო ვი­ღა­ცის და­ნა­შა­უ­ლის გა­და­ფარ­ვას ჰგავ­და. რად­გან ამე­რი­კე­ლებ­მა ამა­ზე ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამით არ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და მალე ამ პრო­ცე­სებ­ში მეტი სი­ცხა­დე შევა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, იმა­ვე დღეს ვნა­ხეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მისი გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა - ერ­თგვა­რი კონ­ტრშე­ტე­ვა აშშ-ზე, რო­დე­საც ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2008 წლის ომის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად აშშ გა­მო­ა­ცხა­და. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა მა­ლე­ვე და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის შეფ­მა პატ­რუ­შევ­მა. აი, ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. ვინ ვინ არის, აი, ამ ის­ტო­რი­ი­და­ნაც ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს და ეს ჩემ­თვის მხო­ლოდ სამ­წუ­ხა­როა.

- თუ და­ვუშ­ვებთ რო­გორც კე­ზე­რაშ­ვი­ლის, ისე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შემ­თხვე­ვა­ში, ეს ბრალ­დე­ბე­ბი რე­ა­ლუ­რია, რა გა­მო­დის, ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც შავ ფულ­ზე დგას?

- ქოლ­ცენ­ტრებს რომ და­ვა­ნე­ბოთ თავი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში შავი ფუ­ლის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან ღრმად არის ფეს­ვგად­გმუ­ლი და ძა­ლი­ან ცოტა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტია, რო­მე­ლიც შავ ფულს არ იყე­ნებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს იმის კომ­ფორ­ტიც, რომ თეთ­რი ფუ­ლის შე­ტა­ნის რიგ­ში ჩა­ა­ყე­ნოს ბიზ­ნე­სი და­ში­ნე­ბით, შან­ტა­ჟით თუ ტენ­დერე­ბის მო­გე­ბის პერ­სპექ­ტი­ვით, თუმ­ცა მას აქვს უამ­რა­ვი ბნე­ლი მხა­რე, მა­გა­ლი­თად, იმა­ვე ტროლ-ბო­ტე­ბის ინ­დუსტრია, რა­საც თეთ­რი ფუ­ლით ვერ აფი­ნან­სებს, ამი­ტო­მაც სჭირ­დე­ბა შავი ფული... თეთ­რი ფუ­ლის შოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას თით­ქმის არა აქვს, მე­ტიც ბიზ­ნესს მისი და­ფი­ნან­სე­ბის სურ­ვი­ლი რომც ჰქონ­დეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­შით ამა­ზე ვერ წავა, ამი­ტომ ისი­ნიც ეძე­ბენ შავ გზებს ფი­ნან­სე­ბის სა­შოვ­ნე­ლად. მოკ­ლედ, შავი ფუ­ლის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან დიდი და მრა­ვალ­მხრი­ვია. მე ვი­ტყო­დი, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კა­ში ნა­ხე­ვა­რი, თუ მეტი არა, შავი ფული ტრი­ა­ლებს, ვიდ­რე ჩვენ ამას ოფი­ცი­ა­ლურ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ვხე­დავთ.

აქ ჩნდე­ბა ერთი სევ­დი­ა­ნი კი­თხვა - რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­სა თუ მოს­ვლის­თვის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით შავ ფულს იყე­ნე­ბენ, რას უნდა ვე­ლო­დოთ მათ­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ?

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თია მო­ცე­მუ­ლო­ბა, ასე­თია თა­მა­შის წე­სე­ბი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც იმე­დია, ოდეს­მე შე­იც­ვლე­ბა... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"უნდა ვივარაუდოთ, რომ "ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის მტკიცებულებები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია" - რას ამბობს ექსპერტი ქართულ პოლიტიკაში მოძრავ შავ ფულზე?

"უნდა ვივარაუდოთ, რომ "ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის მტკიცებულებები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია" - რას ამბობს ექსპერტი ქართულ პოლიტიკაში მოძრავ შავ ფულზე?

12 აგვისტოს აშშ-ის "ევროპასთან თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიამ", რომელიც ჰელსინკის კომისიის სახელით არის ცნობილი, მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუპირისპირდეს ქოლცენტრებს, "რომლებიც აფინანსებენ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ". X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან მსოფლიოში", რისი მიზანიც არის "დააფინანსოს თავისი საქმიანობა და შეავიწროოს ოპოზიცია". შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელშიც შედიან: 9 ცხრა სენატორი, 9 კონგრესმენი და აღმასრულებელი ხელისუფლების 3 წარმომადგენელი. კომისიის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 60-მდე ქვეყანაში. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ ოპოზიციამ კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, "ქართულმა ოცნებამ" კი - მტკიცებულებები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-დან "ქართულ ოცნებას" შავი ფულით პოლიტიკურ საქმიანობაში სდებენ ბრალს. ა.წ. 30 ივლისს, როცა ჰელსინკის კომისიის წევრმა კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს, ისინი წერდნენ, რომ "ქართული ოცნება" შემოსავალს იღებს თაღლითური ქოლცენტრებით და ბაიდენის ადმინისტრაციას მოსთხოვეს, მეგობარი ქვეყნების ჩართულობით ქოლცენტრების წინააღმდეგ "სწრაფი, მყისიერი და სისტემური ნაბიჯების" გადადგმა. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ჰელსინკის კომისიამ გააკეთა უკიდურესად სკანდალური განცხადება, რაც, ჩემი შეფასებით, გამორიცხულია, საკმარისი მტკიცებულებებით არ იყოს გამყარებული. საზოგადოდ, ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს პრინციპი მათ ლამის გენეტიკური კოდივით აქვთ ჩადებული. შესაბამისად, სერიოზული მტკიცებულებების გარეშე ასეთი განცხადება, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე, არ გაკეთდებოდა. განსხვავებით ჩვენი პოლიტიკური ელიტისგან, რომლის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი ცილისწამება და ბრალდება წამოაყრანტალონ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. აქედან გამომდინარეც, ვფიქრობ, არსებობს სერიოზული მტკიცებულებები.

აშშ-ის ფინანსური დაზვერვა მთელ მსოფლიოში მუშაობს, აკვირდება ფინანსურ შავ ნაკადებს და სწავლობს მათ მარშრუტებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ქართული ოცნების" ქოლცენტრებთან კავშირის დამადასტურებელო ფაქტები აშშ-ის ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. ჩემი აზრით, ამ საკითხის გასაჯაროება გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების მცდელობის რეალობაში. როგორც ვნახეთ, ჩვენი ხელისუფლება მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, თუმცა, ჩემი აზრით, ამერიკელები ამ მტკიცებულებებს არ გათქვამენ იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ამგვარ საქმეებში არსებობენ ხოლმე ოქროს მოწმეები, რომლებიც შეიძლება დღეს საქართველოში მოქმედი ჩინოსნებიც არიან, ანუ, სავარაუდოდ, ამერიკელებთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ ყოფილი სახელმწიფო მოხელეები, რომლებზეც არის ეჭვი, არამედ მოქმედიც, რომლებიც ამჟამად აგრძელებენ სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობას და მათ დარტყმის ქვეშ, რა თქმა უნდა, არ დააყენებენ. ეს არის ერთგვარი პრელუდია ფინანსური სანქციების წინ. როგორც ჩანს, უკვე მზადდება სანქციები კონკრეტულ პირებზე, რასაც სადღაც სექტემბერში უკვე უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ხელისუფლების პასუხებს, გასაგებია, რომ ამას უარყოფენ, მაგრამ ეს ძალიან არადამაჯერებელია და ეჭვებს არათუ სპობს, არამედ ამძაფრებს. მე მახსენდება კამპანია კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე, დიდი ალბათობით, ჰქონდა ქოლცენტრებთან შეხება, თუმცა ხელისუფლების კამპანია იმის მცდელობა კი არ იყო, რომ რეალურად გამოევლინათ კეზერაშვილის დანაშაული, არამედ უფრო ვიღაცის დანაშაულის გადაფარვას ჰგავდა. რადგან ამერიკელებმა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, დარწმუნებული ვარ, ამით არ დასრულდება ყველაფერი და მალე ამ პროცესებში მეტი სიცხადე შევა.

გარდა ამისა, როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, იმავე დღეს ვნახეთ ხელისუფლების მიერ მისი გადაფარვის მცდელობა - ერთგვარი კონტრშეტევა აშშ-ზე, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის ორგანიზატორად აშშ გამოაცხადა. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება მალევე დაადასტურა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა პატრუშევმა. აი, ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ვინ ვინ არის, აი, ამ ისტორიიდანაც ძალიან კარგად ჩანს და ეს ჩემთვის მხოლოდ სამწუხაროა.

- თუ დავუშვებთ როგორც კეზერაშვილის, ისე "ქართული ოცნების" შემთხვევაში, ეს ბრალდებები რეალურია, რა გამოდის, ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური პროცესი, რომელიც შავ ფულზე დგას?

- ქოლცენტრებს რომ დავანებოთ თავი, ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის პრობლემა ძალიან ღრმად არის ფესვგადგმული და ძალიან ცოტა პოლიტიკური სუბიექტია, რომელიც შავ ფულს არ იყენებს. ხელისუფლებას აქვს იმის კომფორტიც, რომ თეთრი ფულის შეტანის რიგში ჩააყენოს ბიზნესი დაშინებით, შანტაჟით თუ ტენდერების მოგების პერსპექტივით, თუმცა მას აქვს უამრავი ბნელი მხარე, მაგალითად, იმავე ტროლ-ბოტების ინდუსტრია, რასაც თეთრი ფულით ვერ აფინანსებს, ამიტომაც სჭირდება შავი ფული... თეთრი ფულის შოვნის საშუალება ოპოზიციას თითქმის არა აქვს, მეტიც ბიზნესს მისი დაფინანსების სურვილი რომც ჰქონდეს, ხელისუფლების შიშით ამაზე ვერ წავა, ამიტომ ისინიც ეძებენ შავ გზებს ფინანსების საშოვნელად. მოკლედ, შავი ფულის პრობლემა ძალიან დიდი და მრავალმხრივია. მე ვიტყოდი, საარჩევნო კამპანიის პროცესში პოლიტიკაში ნახევარი, თუ მეტი არა, შავი ფული ტრიალებს, ვიდრე ჩვენ ამას ოფიციალურ დეკლარაციებში ვხედავთ.

აქ ჩნდება ერთი სევდიანი კითხვა - როდესაც პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ხელისუფლებაში დარჩენისა თუ მოსვლისთვის კანონის დარღვევით შავ ფულს იყენებენ, რას უნდა ველოდოთ მათგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

სამწუხაროდ, ასეთია მოცემულობა, ასეთია თამაშის წესები დღეის მდგომარეობით, რაც იმედია, ოდესმე შეიცვლება... გააგრძელეთ კითხვა