ავტორი:

უკრაინამ კურსკის რეგიონში არსებული ძირითადი ხიდები გაანადგურა - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

უკრაინამ კურსკის რეგიონში არსებული ძირითადი ხიდები გაანადგურა - რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

უკრაინამ რუსეთში, კურსკის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი, საკვანძო მნიშვნელობის ხიდი გაანადგურა და დაარტყა მიმდებარედ მდებარე მეორე ხიდსაც. ამან რუსეთის გადაადგილების მარშრუტები შეაფერხა და შესაძლოა ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდეს, რომ რუსი ჯარები რეგიონში დარჩებიან.

Associated Press-ის ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები აღიარებენ, რომ პირველი ხიდის განადგურება, რომელიც ქალაქ გლუშკოვოს მახლობლად მდინარე სეიმს კვეთდა, შეაფერხებს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ჯარების რეგიონში ჩაყვანას. თუმცა, მოსკოვს მაინც შეეძლო რეგიონში არსებული პატარა ხიდების გამოყენება.

  • უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა პარასკევს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინის საჰაერო თავდასხმის შედეგად ხიდი ნადგურდება. გარდა ამისა, ოლესჩუკისა და რუსეთის რეგიონის გუბერნატორის, ალექსეი სმირნოვის თქმით, ორი დღის შემდეგ უკრაინელმა ჯარებმა მეორე ხიდს დაარტყეს.

რუსული პროექტის Mash-ის ცნობით, თავდასხმების შედეგად მხოლოდ ერთი ხელუხლებელი ხიდი დარჩა.

“უკრაინის დარტყმები კიდევ უფრო გაართულებს მოსკოვის მცდელობებს კურსკში თავისი ძალების გაძლიერებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობებისთვის,“ - წერს გამოცემა.

გლუშკოვო უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 12 კილომეტრში და კურსკის რეგიონის მთავარი საბრძოლო ზონის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 16 კილომეტრში მდებარეობს.

ზვანოე კი ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მდებარეობს.

  • ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უფრო ინტენსიური იერიშის მისატანად ნებართვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გვიან კიევის მოკავშირეებს მოუწოდა, გააუქმონ რუსეთში დასავლური იარაღის გამოყენებაზე დარჩენილი შეზღუდვები.

  • “აუცილებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მოხსნან ბარიერები, რომლებიც ხელს გვიშლის რუსეთის დასუსტებაში ისე, როგორც ამას ომი მოითხოვს... ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცე და ჩვენი საბრძოლო ბრიგადების გამძლეობა ანაზღაურებს ჩვენი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაკლებობას,”- დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კრემლის მომხრე ბლოგერები ამტკიცებენ, რომ სეიმზე მდებარე ხიდების დასანგრევად ამერიკული HIMARS- ები გამოიყენეს.

რაც შეეხება უახლეს ცნობებს, დღეს კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს.

“უკრაინის საჰაერო ძალებმა კურსკის ოლქზე შეტევის დროს სოფელ ზვანნოეში, მდინარე სეიმზე მდებარე ხიდი გაანადგურეს, რომელიც რუსი სამხედროებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა.

“კურსკის მიმართულება. მინუს კიდევ ერთი ხიდი. საჰაერო ძალების ავიაცია აგრძელებს მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობების განადგურებას, რაც საგრძნობლად მოქმედებს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე“, - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი “ფეისბუქში“.

საერთო ჯამში, მდინარე სეიმზე, რომელიც მთელ გლუშკოვსკის რაიონს კვეთს, სამი ხიდი იყო გადებული: გლუშკოვოში, ზვანნოეში და სოფელ კარიჟში.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გლუშკოვოში მდებარე ხიდი განადგურდა. ამგვარად, ახლა ამ რაიონში სეიმზე მხოლოდ ერთი ხიდია, რომლითაც რუსული არმიისთვის იარაღისა და საკვების მიწოდებაა შესაძლებელი.

იხილეთ ასევე: