პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა თანამოქალაქეები“- როგორ ცხოვრობს ცხელ წერტილში ჩარჩენილი მოსახლეობა: უახლესი ინფორმაცია კურსკის ოლქიდან (ფოტო/ვიდეო)
“რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა თანამოქალაქეები“- როგორ ცხოვრობს ცხელ წერტილში ჩარჩენილი მოსახლეობა: უახლესი ინფორმაცია კურსკის ოლქიდან (ფოტო/ვიდეო)

“კურსკის რე­გი­ონ­ში ოპე­რა­ცია სწო­რედ ისე გრძელ­დე­ბა, რო­გორც იგეგ­მე­ბო­და, ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის პლაც­დარ­მი სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა,“ - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გუ­შინ, 17 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და.

“უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­მა­მა­ცე დიდ რა­ღა­ცებს შვე­ბა. სხვა ჩვენს პო­ზი­ცი­ებს ვამ­ყა­რებთ. ჩვე­ნი [კურსკის ოლ­ქში] ყოფ­ნის პლაც­დარ­მი სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყო­ველ მებ­რძოლს, რო­მე­ლიც ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს: ყვე­ლა ჯა­რის­კაცს, სერ­ჟან­ტსა და მე­თა­ურს. ასე­ვე მად­ლო­ბა ყო­ველ ქვე­და­ნა­ყოფს, რო­მე­ლიც ჩვენს გაც­ვლით ფონდს ავ­სებს ახა­ლი რუსი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის ხარ­ჯზე. ეს აახ­ლო­ებს ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის, ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის რუ­სუ­ლი ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. გვახ­სოვს ყვე­ლა, ვინც სახ­ლში უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლის, ალექ­სან­დრ სირსკის გან­ცხა­დე­ბით, “უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა კურსკის ოლ­ქში პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რეს“. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი კურსკში 82 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

თუმ­ცა, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი, მა­რია ზა­ხა­რო­ვა უკ­რა­ი­ნას მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

“პირ­ვე­ლად, კურსკის ოლქს ცე­ცხლი და­სავ­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის სა­რა­კე­ტო გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რე­ბის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კუ­ლი HIMARS-ებით გა­უხ­სნეს“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ. მი­სი­ვე თქმით, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას ცდი­ლობ­დნენ.

კურსკის ოლ­ქში, მდი­ნა­რე სე­ი­მის და­ბომბვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მრჩე­ველ­მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა.

  • ვი­თა­რე­ბა კურსკის რე­გი­ონ­ში

კურსკის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბის შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი უკ­რა­ი­ნულ ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ცხოვ­რობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. მათ წყლის შეგ­რო­ვე­ბა­ში და საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან. კურსკის რა­ი­ონ­ში ერთ-ერ­თმა ჯა­რის­კაც­მა მო­ზარ­დი გა­მოკ­ვე­ბა. მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა კი წყნა­რად აგ­რო­ვებს სას­მელ წყალს წყლის ტან­კე­რი­დან...

“რუ­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უბ­რა­ლოდ მი­ა­ტო­ვა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, - წე­რენ ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა ქა­ლა­ქი სუჯა - უდი­დე­სი რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცა.

“მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა წა­ვი­და, მაგ­რამ ასო­ბით მო­სახ­ლეო ად­გილ­ზე მა­ინც რჩე­ბა“, - წერს DW.

მათ და­ბომბვის დროს თა­ვის შე­ფა­რე­ბა ბუნ­კე­რებ­ში უწევთ.

უკ­რა­ი­ნის, ჩერ­ნი­გო­ვის რა­ი­ონ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ბოსტნებ­თან გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნევს დგა­მენ, წარ­წე­რით "ფრთხი­ლად, და­ნაღ­მუ­ლია“...

  • უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია

18 აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა ღა­მით 5 რა­კე­ტა და 8 “შა­ჰე­დი“ დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, კვი­რას ღა­მით ჩა­მო­აგ­დეს 2 ბა­ლის­ტი­კუ­რი და 3 საკ­რუ­ი­ზო რა­კე­ტა, ასე­ვე რუ­სე­ბის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი 8 დრო­ნი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით 16 რა­კე­ტა და უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი გა­ის­რო­ლეს.

უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა როს­ტო­ვის ოლ­ქში ნავ­თო­ბის სა­წყობს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მდი­ნა­რე სე­იმ­ზე მე­ო­რე ხიდი და­ა­ზი­ა­ნეს

რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლეგ­რა­მის არ­ხე­ბი მდი­ნა­რე სე­იმ­ზე კი­დევ ერთი ხი­დის და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ - გლუშ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზვან­ნო­ე­ში იუ­წყე­ბი­ან. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ ზვან­ნო­ის ხი­დის გზა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ხვრე­ლია.

პა­რას­კევს, 16 აგ­ვის­ტოს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მა­ღალ­სა­ჰა­ე­რო სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი­სა და სა­ჰა­ე­რო ბომ­ბის შე­დე­გად, სო­ფელ გლუშ­კო­ვო­ში ხი­დის ღობე მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

“რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა თანამოქალაქეები“- როგორ ცხოვრობს ცხელ წერტილში ჩარჩენილი მოსახლეობა: უახლესი ინფორმაცია კურსკის ოლქიდან (ფოტო/ვიდეო)

“რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა თანამოქალაქეები“- როგორ ცხოვრობს ცხელ წერტილში ჩარჩენილი მოსახლეობა: უახლესი ინფორმაცია კურსკის ოლქიდან (ფოტო/ვიდეო)

“კურსკის რეგიონში ოპერაცია სწორედ ისე გრძელდება, როგორც იგეგმებოდა, ჩვენი იქ ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, 17 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც უკრაინული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ საუბრობდა.

“უკრაინელების სიმამაცე დიდ რაღაცებს შვება. სხვა ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ. ჩვენი [კურსკის ოლქში] ყოფნის პლაცდარმი სულ უფრო ძლიერდება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყოველ მებრძოლს, რომელიც ამას უზრუნველყოფს: ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და მეთაურს. ასევე მადლობა ყოველ ქვედანაყოფს, რომელიც ჩვენს გაცვლით ფონდს ავსებს ახალი რუსი სამხედრო ტყვეების ხარჯზე. ეს აახლოებს ჩვენი სამხედროების, ჩვენი სამოქალაქო პირების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას. გვახსოვს ყველა, ვინც სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, “უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს“. მისივე თქმით, ამჟამად უკრაინელი სამხედროები კურსკში 82 დასახლებას აკონტროლებენ.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინას მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებს.

“პირველად, კურსკის ოლქს ცეცხლი დასავლური წარმოების სარაკეტო გამშვები დანადგარების, სავარაუდოდ, ამერიკული HIMARS-ებით გაუხსნეს“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, მოხალისეები დაიღუპნენ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ.

კურსკის ოლქში, მდინარე სეიმის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორის მრჩეველმა გუშინ გაავრცელა.

  • ვითარება კურსკის რეგიონში

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლების შედეგების ამსახველი ვიდეოები უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.

კადრებში ჩანს, როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა. მათ წყლის შეგროვებაში და საკვების მიღებაში უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებიან. კურსკის რაიონში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოზარდი გამოკვება. მშვიდობიანი მოსახლეობა კი წყნარად აგროვებს სასმელ წყალს წყლის ტანკერიდან...

“რუსულმა ხელისუფლებამ უბრალოდ მიატოვა თანამოქალაქეები“, - წერენ ტელეგრამარხებზე.

ასე გამოიყურება ახლა ქალაქი სუჯა - უდიდესი რუსული ქალაქი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცა.

“მაცხოვრებლების უმეტესობა წავიდა, მაგრამ ასობით მოსახლეო ადგილზე მაინც რჩება“, - წერს DW.

მათ დაბომბვის დროს თავის შეფარება ბუნკერებში უწევთ.

უკრაინის, ჩერნიგოვის რაიონში ადგილობრივები ბოსტნებთან გამაფრთხილებელ ნიშნევს დგამენ, წარწერით "ფრთხილად, დანაღმულია“...

  • უახლესი ინფორმაცია

18 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით 5 რაკეტა და 8 “შაჰედი“ დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კვირას ღამით ჩამოაგდეს 2 ბალისტიკური და 3 საკრუიზო რაკეტა, ასევე რუსების მიერ გაშვებული 8 დრონი. მთლიანობაში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 16 რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაისროლეს.

უპილოტო საფრენმა აპარატებმა როსტოვის ოლქში ნავთობის საწყობს ცეცხლი წაუკიდეს.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე სეიმზე მეორე ხიდი დააზიანეს

რუსული და უკრაინული ტელეგრამის არხები მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდის დაზიანების შესახებ - გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ზვანნოეში იუწყებიან. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ზვანნოის ხიდის გზაზე სერიოზული ხვრელია.

პარასკევს, 16 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ მაღალსაჰაერო სარაკეტო თავდასხმებისა და საჰაერო ბომბის შედეგად, სოფელ გლუშკოვოში ხიდის ღობე მთლიანად განადგურდა.

წყარო

იხილეთ ასევე: