სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დინამო არენა ფეხბურთის ფედერაციას ერთა ლიგის მატჩებისთვის 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა" - ვრცელდება "დინამოს" დირექტორის წერილი
"დინამო არენა ფეხბურთის ფედერაციას ერთა ლიგის მატჩებისთვის 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა" - ვრცელდება "დინამოს" დირექტორის წერილი

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბებს შო­რის უე­ფას ერთა ლი­გის პირ­ვე­ლი ტუ­რის მატ­ჩი 7 სექ­ტემ­ბერს, მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მატ­ჩის ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ო­ნის ტრი­ბუ­ნე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 25 000 მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი, რაც თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნის ნა­ხე­ვა­რია. ამან ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. უბი­ლე­თოდ დარ­ჩე­ნი­ლი ფა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თარ აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ.

ცოტა ხნის წინ გვერდმა "90 წუთი" დი­ნა­მო არე­ნას დი­რექ­ტო­რის წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის ად­რე­სა­ტი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­აა. ირ­კვე­ვა, რომ დი­ნა­მო არე­ნა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას 41 000-ზე მეტი მა­ყუ­რებ­ლის მას­პინ­ძლო­ბას სთა­ვა­ზობ­და - წე­რი­ლი 6 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა.

"და­მა­ტე­ბით გვინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ დი­ნა­მო არე­ნა შედ­გე­ბა 2 და­მო­უ­კი­დებ­ლად მდგო­მი შე­ნო­ბის­გან. პირ­ვე­ლი ია­რუ­სი იტევს 12 995 მა­ყუ­რე­ბელს, მე­ო­რე ია­რუ­სი 40 897 მა­ყუ­რე­ბელს, ხოლო VIP ლა­უნ­ჯი და სკაი ბოქ­სე­ბი ჯა­მუ­რად 722 მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი. ვი­ნა­ი­დან, დი­ნა­მოს არე­ნას პირ­ვე­ლი ია­რუ­სი, ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბით, სა­ჭი­რო­ებს დე­ტა­ლურ შე­მოწ­მე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე გთა­ვა­ზობთ ისარ­გებ­ლოთ, მხო­ლოდ მე­ო­რე ია­რუ­სით, ასე­ვე VIP ლო­ჟით და სკაი ბოქ­სე­ბით, რომ­ლი­თაც შეძ­ლებთ 41 000 მეტი მა­ყუ­რებ­ლის მას­პინ­ძლო­ბას"- ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

გარ­და ამი­სა, გვერ­დი Geo Team-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ნა­მო არე­ნას პირ­ვე­ლი ია­რუ­სის ნა­წილს ამორ­ტი­ზე­ბის პრობ­ლე­მა აქვს 2023 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან, ბრუ­ნო მარ­სის კონ­ცერ­ტის შემ­დეგ. ამ პე­რი­ო­დი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა დი­ნა­მო არე­ნა­ზე 3 სა­ში­ნაო მატჩს უმას­პინ­ძლა: შოტ­ლან­დი­ის, ლუქ­სემ­ბურ­გის და სა­ბერ­ძნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. Geo Team-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ა­ნონსდე­ბა გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტი დი­ნა­მო არე­ნა­ზე, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა და სტა­დი­ო­ნი გა­ყი­დის ბი­ლეთს, და­ახ­ლო­ე­ბით, 65.000 ადა­მი­ან­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ნა­ცხა­და, - "დი­ნა­მო არე­ნა" ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი­აო და ვა­ზი­ან­ში ახა­ლი სტა­დი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც, მისი თქმით, 70 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მომ­ხდარს სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს. მეტი გან­მარ­ტე­ბა ამ თემ­ზე არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

არავის არსად არასდროს ოფიციალურად არ უთქვია, რომ "დინამოს" სტადიონი უნდა დაინგრეს. ეს ყველაფერი არის ჭორები. "დინამოს" სტადიონი უნდა დარჩეს თავის ადგილზე, როგორც რელიკვია... გარემონტდეს და გაგრძელდეს იქ სპორტული ღონისძიებები!!! აუცილებელია შეიცვალოს რკინა-ბეტონის გადახურვა მსუბუქი კონსტრუქციებით!!!

tngh
13

"ნაც-ოპოზიციას" მთლიანად შეურთდა ტ/კ "ობიექტივი" და ტ/კ "ალტ-ინფო" ბოლო პერიოდში ისინი უკვე გადაიქცნენ "ნაც-ოპოზიციის" რუპორებად... "ნაც-ბოლშევიკებსა" და მათ შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. იგივე ბოღმა და შური ისმის მათი მხრიდან. ამიტომაც ყოველდღიურად კარგავენ ამომრჩევლებს. ამ მოცემულობით ისინი ბარიერსაც ვერ გადალახავენ და შემდეგ იტყვიან არჩევნები გაგვიყალბესო. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დინამო არენა ფეხბურთის ფედერაციას ერთა ლიგის მატჩებისთვის 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა" - ვრცელდება "დინამოს" დირექტორის წერილი

"დინამო არენა ფეხბურთის ფედერაციას ერთა ლიგის მატჩებისთვის 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა" - ვრცელდება "დინამოს" დირექტორის წერილი

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.

  • აღსანიშნავია, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები დაახლოებით 25 000 მაყურებელზეა გათვლილი, რაც თბილისის "დინამოს" სტადიონის ნახევარია. ამან ფეხბურთის გულშემატკივართა უკმაყოფილება გამოიწვია. უბილეთოდ დარჩენილი ფანები სოციალურ ქსელში საკუთარ აღშფოთებას ვერ მალავენ.

ცოტა ხნის წინ გვერდმა "90 წუთი" დინამო არენას დირექტორის წერილი გაავრცელა, რომლის ადრესატი ფეხბურთის ფედერაციაა. ირკვევა, რომ დინამო არენა ფეხბურთის ფედერაციას 41 000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა - წერილი 6 აგვისტოთი თარიღდება.

"დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება 2 დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან. პირველი იარუსი იტევს 12 995 მაყურებელს, მეორე იარუსი 40 897 მაყურებელს, ხოლო VIP ლაუნჯი და სკაი ბოქსები ჯამურად 722 მაყურებელზეა გათვლილი. ვინაიდან, დინამოს არენას პირველი იარუსი, ექსპერტთა მოსაზრებით, საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე გთავაზობთ ისარგებლოთ, მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე VIP ლოჟით და სკაი ბოქსებით, რომლითაც შეძლებთ 41 000 მეტი მაყურებლის მასპინძლობას"- ვკითხულობთ წერილში.

გარდა ამისა, გვერდი Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო არენას პირველი იარუსის ნაწილს ამორტიზების პრობლემა აქვს 2023 წლის ოქტომბრიდან, ბრუნო მარსის კონცერტის შემდეგ. ამ პერიოდიდან, საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე 3 საშინაო მატჩს უმასპინძლა: შოტლანდიის, ლუქსემბურგის და საბერძნეთის წინააღმდეგ. Geo Team-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაანონსდება გრანდიოზული კონცერტი დინამო არენაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და სტადიონი გაყიდის ბილეთს, დაახლოებით, 65.000 ადამიანზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, - "დინამო არენა" ამორტიზებულიაო და ვაზიანში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. გულშემატკივარი მომხდარს სწორედ ამას უკავშირებს. მეტი განმარტება ამ თემზე არ გაკეთებულა.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"