ავტორი:

"ჩვენ შევედით, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე..." - რას ამბობს უკრაინის სამხედრო ძალების ერთ-ერთი მებრძოლი და ვინ არის კურსკის ოლქის უკრაინელი კომენდანტი?

"ჩვენ შევედით, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე..."  - რას ამბობს უკრაინის სამხედრო ძალების ერთ-ერთი მებრძოლი და ვინ არის კურსკის ოლქის უკრაინელი კომენდანტი?

კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების წინსვლა გრძელდება.

BBC-მ მოახერხა რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ ერთ-ერთ ჯარისკაცთან დაკავშირება. მისი თქმით, ოპერაციის დაგეგმვას თვეები დასჭირდა.

”ჯარისკაცები ძალიან მარტივად შევედით, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე. 6 აგვისტოს საზღვარი გადავკვეთეთ. თითქმის მაშინვე მივაღწიეთ სუჯას დასავლეთ გარეუბანს... რუსი მშვიდობიანი მოსახლეობა წინააღმდეგობას არ გვიწევს, ჩვენ მათ არ ვეხებით“, - ამბობს ის.

ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს საზღვრის ორივე მხრიდან საჰაერო იერიშების გაძლიერებისა და ბრძოლების მოახლოების გამო. ჯარისკაცები ადასტურებენ, რომ რუსებმა მართლაც გადაიყვანეს ჯარები აღმოსავლეთის ფრონტის ხაზიდან, მათ შორის ხარკოვის, პოკროვსკოეს და ტორეცკის მიმართულებებიდან. მაგრამ რუსული შეტევის შენელებაზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთში შეჭრის პირველი შემთხვევაა. ვლადიმერ პუტინი თავდამსხმელებს "ღირსეულ პასუხს" დაჰპირდა.

"ტერიტორიის დიდი ხნით შესანარჩუნებლად, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: მეტი ქალაქი, როგორიცაა სუჯა, ჩვენი კონტროლის ქვეშ და რეზერვები“, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.

ამ ყველაფრის პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი კომენდატურა - სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა. მისი თქმით, კომენდატურის უფროსად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.

  • რა არის ცნობილი მოსკალევის და მისი ახალი თანამდებობის შესახებ

BBC-ის ჟურნალისტები ედუარდ მოსკალევს ფუნდამენტურად არასაჯარო პიროვნებას უწოდებენ, რადგან შეგნებულად გაურბის პრესის ყურადღებას. იგი 50 წლისაა. დამთავრებული აქვს კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემია. ცნობილია, რომ 2012 წელს ხელმძღვანელობდა სატანკო პოლკს უკრაინაში ცნობილ "დესნას" სასწავლო ცენტრში.

2014 წლის სექტემბერში პოლკოვნიკმა მოსკალევმა მიიღო ბოგდან ხმელნიცკის მე-3 ხარისხის ორდენი, რაც მიუთითებს მის მონაწილეობაზე დონბასის ბრძოლებში. 2018 წლის აგვისტოში, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, ედუარდ მოსკალევმა მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

2022 წლის მარტში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგი გაერთიანებული ძალების მეთაურად დანიშნა. თუმცა 2023 წელს გაათავისუფლა. ამის შემდეგ, მოსკალევი იყო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ოდესის" მეთაური.

2024 წლის 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ გამოაცხადა, რომ ედუარდ მოსკალევი დაინიშნა ახლად შექმნილი კომენდატურის უფროსად, რომელიც იმუშავებს კურსკის რეგიონში.

BBC-ის წყაროები მოსკალევს საკმაოდ მკაცრ და თავშეკავებულ ადამიანად ახასიათებენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ის დიდ დროს უთმობს ჯარისკაცებთან კომუნიკაციას.

BBC-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ მოსკალევს კურსკის ოლქში შემდეგი ამოცანები დააკისრა: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, ტერიტორიაზე ადამიანთა და ტვირთების ნაკადების ლოჯისტიკა.

მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის მიერ კურსკის რეგიონში კომენდანტურის შექმნაზე. ომის მომხრე "ტელეგრამის" არხებზე ეს ნაბიჯი ხასიათდება, როგორც კიევის მიერ რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

იხილეთ ასევე: