Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან“ - ბექა ოდიშარია ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებაზე
“0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან“ - ბექა ოდიშარია ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებაზე

“ელი­საშ­ვი­ლის, ანა დო­ლი­ძი­სა და ხა­ზა­რა­ძის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, არ­ცერ­თს არ ჰქონ­და ცალ-ცალ­კე შან­სი და რომ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან რა შან­სი ექ­ნე­ბათ? - არით­მე­ტი­კა­ში 0+0+0 ისევ 0-ია და არა­ფე­რი გა­მო­დის ამ საქ­მი­დან“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რმა, ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ურ გა­დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს თაღ­ლითს და ყა­ჩაღ მე­ვახ­შე ბიზ­ნეს­მენს პირ­და­პირ ეძახ­და.

“თუ ვი­გუ­ლის­ხმებთ ელი­საშ­ვი­ლის, ანა დო­ლი­ძი­სა და ხა­ზა­რა­ძის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, არ­ცერ­თს არ ჰქონ­და ცალ-ცალ­კე შან­სი და რომ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან რა შან­სი ექ­ნე­ბათ? არით­მე­ტი­კა­ში 0+0+0 ისევ 0-ია და არა­ფე­რი გა­მო­დის ამ საქ­მი­დან. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი კი­დევ მე­ო­თხე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, “გამ­თეთ­რე­ბე­ლი“, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელ­შემ­წყო­ბი და სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მი­დან ზურ­გის გამ­მაგ­რე­ბე­ლი კაცი და­ი­მა­ტეს. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა ნდო­ბას მო­ი­პო­ვებს, რო­დე­საც ელი­საშ­ვი­ლი [მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს] პირ­და­პირ ეძახ­და თაღ­ლითს და ყა­ჩაღ მე­ვახ­შე ბიზ­ნეს­მენს. ანა დო­ლი­ძე სა­ერ­თოდ იდე­ო­ლო­გი­ას ებ­რძო­და ბან­კე­ბის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა. უცებ “ჰოპ­ლა“ და აღ­მოჩ­ნდნენ ერთ კა­ლა­თა­ში. თუ თვი­თონ აღ­მოჩ­ნდნენ - უპ­რინ­ცი­პო­ე­ბი არი­ან. სხვებ­მა თუ უკარ­ნა­ხეს მა­შინ მშიშ­რე­ბი არი­ან. აირ­ჩი­ონ ახლა რომ­ლე­ბი არი­ან - ამ ხალ­ხმა რა უნდა მო­ი­პო­ვოს. ისე­ვე რო­გორც “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” დე­და­პარ­ტი­ას­თან - “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან” ერ­თად რვა­ჯერ აგებ­და არ­ჩევ­ნებს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან”. “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” გახ­დნენ და სა­ერ­თოდ ვერ გა­და­ლა­ხეს სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი. ახლა ამ პარ­ტი­ას, მათი მთა­ვარ­სარ­დლო­ბა ერთი ოჯა­ხის სა­ხით გა­მო­ე­ყო. ცალ­კე ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ან ის დარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხის რისი გამ­კე­თებ­ლე­ბი არი­ან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა [თქმა]. რო­გორც ჩანს, ამ ორმა ადა­მი­ან­მა, ერ­თმა ოჯახ­მა მათ იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი გა­მო­ა­ცა­ლეს და სა­ერ­თოდ ბრინ­ჯი­ვით და­იბ­ნე­ვი­ან”, - აღ­ნიშ­ნა ბექა ოდი­შა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

“0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან“ - ბექა ოდიშარია ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებაზე

“0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან“ - ბექა ოდიშარია ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებაზე

“ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებას, არცერთს არ ჰქონდა ცალ-ცალკე შანსი და რომ გაერთიანდებიან რა შანსი ექნებათ? - არითმეტიკაში 0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძეს თაღლითს და ყაჩაღ მევახშე ბიზნესმენს პირდაპირ ეძახდა.

“თუ ვიგულისხმებთ ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ხაზარაძის გაერთიანებას, არცერთს არ ჰქონდა ცალ-ცალკე შანსი და რომ გაერთიანდებიან რა შანსი ექნებათ? არითმეტიკაში 0+0+0 ისევ 0-ია და არაფერი გამოდის ამ საქმიდან. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კიდევ მეოთხე, ძალიან აქტიური, “გამთეთრებელი“, არჩევნების გაყალბების ყველანაირად ხელშემწყობი და სხვადასხვა პლატფორმიდან ზურგის გამმაგრებელი კაცი დაიმატეს. ისინი საზოგადოებაში რა ნდობას მოიპოვებს, როდესაც ელისაშვილი [მამუკა ხაზარაძეს] პირდაპირ ეძახდა თაღლითს და ყაჩაღ მევახშე ბიზნესმენს. ანა დოლიძე საერთოდ იდეოლოგიას ებრძოდა ბანკებისგან დაზარალებული ადამიანებისა. უცებ “ჰოპლა“ და აღმოჩნდნენ ერთ კალათაში. თუ თვითონ აღმოჩნდნენ - უპრინციპოები არიან. სხვებმა თუ უკარნახეს მაშინ მშიშრები არიან. აირჩიონ ახლა რომლები არიან - ამ ხალხმა რა უნდა მოიპოვოს. ისევე როგორც “ევროპული საქართველო” დედაპარტიასთან - “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რვაჯერ აგებდა არჩევნებს “ქართულ ოცნებასთან”. “ევროპული საქართველო” გახდნენ და საერთოდ ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი. ახლა ამ პარტიას, მათი მთავარსარდლობა ერთი ოჯახის სახით გამოეყო. ცალკე ეს ადამიანები ან ის დარჩენილი ხალხის რისი გამკეთებლები არიან ძალიან გამიჭირდება [თქმა]. როგორც ჩანს, ამ ორმა ადამიანმა, ერთმა ოჯახმა მათ იდეოლოგიური საფუძველი გამოაცალეს და საერთოდ ბრინჯივით დაიბნევიან”, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.