სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნის გარდაცვალების დღეს - ახალი დეტალები და აღდგენილი ქრონოლოგია: "ეს იყო კომბინირებული დაავადებების შედეგი"
რა მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნის გარდაცვალების დღეს - ახალი დეტალები და აღდგენილი ქრონოლოგია: "ეს იყო კომბინირებული დაავადებების შედეგი"

რუ­სეთ­ში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში და­ღუ­პუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ქვრივ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლი­თაც ნა­ვალ­ნის სიკ­ვდილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გახ­სნა­ზე უარს აცხა­დე­ბენ.

  • დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა გარ­კვე­უ­ლი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და არით­მი­ის გამო. ნა­ვალ­ნა­ია თვლის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ცრუ­ობს.

დას­კვნას ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ნა­ვალ­ნის ექი­მიც.

"ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლი არ ატა­რებს კრი­მი­ნა­ლურ ხა­სი­ათს, ეს იყო კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გი“,- ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ხელს ია­მა­ლო-ნე­ნე­ცის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოკ­რუ­გის ICR დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ვა­რა­პა­ე­ვი აწერს.

ნა­ვალ­ნა­ი­ას თქმით, მან დო­კუ­მენ­ტი გა­სულ კვი­რას მი­ი­ღო და 26 ივ­ლი­სით თა­რიღ­დე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სი ექ­ვსი თვის წინ - 16 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მისი ცხე­და­რი ცი­ხე­ში ინა­ხე­ბო­და.

  • რა და­ად­გი­ნა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა?

გა­მო­ძი­ე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დე­გი ქრო­ნო­ლო­გია: ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 12:10 სა­ა­თი­დან მას ერთი სა­ა­თის გა­სე­ირ­ნე­ბა უნდა ჰქო­ნო­და. სა­ვარ­ჯი­შო ეზო­ში პო­ლი­ტი­კოს­მა "ჯან­მრთე­ლო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა" იგ­რძნო და ამის შე­სა­ხებ მო­რი­გეს გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც დად­გე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით იგი სა­კან­ში და­აბ­რუ­ნა.

  • "გარ­და ამი­სა, მსჯავ­რდე­ბუ­ლი ნა­ვალ­ნი ა.ა. -ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­შინ­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო ნა­წი­ლის უფ­როსს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კო­სის სა­მე­დი­ცი­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა. სას­წრა­ფოს ექი­მე­ბის მოს­ვლამ­დე ცი­ხის ექი­მებ­მა, “გა­ა­ტა­რეს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: გულ­მკერ­დის შე­კუმ­შვა და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა. ამან მას ვერ უშ­ვე­ლა".

14:17 სა­ათ­ზე, ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მე­ბის ქმე­დე­ბებ­მა, "ასე­ვე არ მო­ი­ტა­ნა და­დე­ბი­თი ეფექ­ტი". დას­კვნის მი­ხედ­ვით, სე­ირ­ნო­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის შემ­დეგ ნა­ვალ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ვი­ნა­ი­დან პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი ან ძა­ლა­დო­ბა არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, ხოლო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იყო “სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის შე­დე­გი“, მა­ი­ორ­მა ვა­რა­პა­ევ­მა გა­და­წყვი­ტა უარი ეთ­ქვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა­ზე.

  • "ამას მხო­ლოდ ერთი ახ­სნა აქვს..." - იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ია

"უაზ­რო დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ჩვენ არ გვაძ­ლე­ვენ ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გებს, მათ შო­რის გაკ­ვე­თის დას­კვნას. არ გვაჩ­ვე­ნე­ბენ კა­მე­რი­დან ამო­ღე­ბულ კად­რებს. არ გვაძ­ლე­ვენ ალექ­სის პი­რად ნივ­თებს. ამას მხო­ლოდ ერთი ახ­სნა აქვს. ალექ­სი მოკ­ლეს, ახლა კი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ კვა­ლის და­ფარ­ვას. თუ პუ­ტი­ნი და მისი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ჩვენ ახლა მხრებს ავი­ჩე­ჩავთ და ვი­ტყვით: “კარ­გი, არა, არა“,- ისი­ნი ღრმად ცდე­ბი­ან.

პა­სუხს ვი­თხოვ: რა და­ე­მარ­თა ჩემს ქმარს? მე გა­ვაგ­რძე­ლებ ძი­ე­ბას, სა­ნამ პა­სუხს არ მი­ვი­ღებ. შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი დას­ჭირ­დეს, მაგ­რამ სი­მარ­თლეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვარ­კვევთ“, - წერს პო­ლი­ტი­კო­სის ქვრი­ვი ინ­სტაგ­რამ­ზე.

  • უე­ცა­რი არით­მია

რო­გორც ნა­ვალ­ნა­ია წერს, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მისი ქმა­რი გარ­და­იც­ვა­ლა გარ­კვე­უ­ლი "კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის" გამო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა "ათე­უ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის­გან - ქო­ლე­ცის­ტი­ტი­დან მალ­თა­შუა თი­ა­ქა­რამ­დე და Staphylococcus aureus-მდე". გარ­და ამი­სა, სიკ­ვდი­ლი იყო “არით­მო­გე­ნუ­რი ბუ­ნე­ბით, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გუ­ლის რიტ­მი­სა და გამ­ტა­რო­ბის დარ­ღვე­ვით“.

"მი­თხა­რით, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ეს არით­მია გაკ­ვე­თის დროს? გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვე­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მაგ­რამ ალექ­სის სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა" - წერს ნა­ვალ­ნა­ია.

მან ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტის, მათ შო­რის ქმრის ცხედ­რის გაკ­ვე­თის დას­კვნის გა­და­ცე­მა და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა მო­ი­თხო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ვალ­ნის ყო­ფილ ექიმს, მისი თქმით, დო­კუ­მენ­ტში მოხ­სე­ნი­ე­ბულ არ­ცერთ და­ა­ვა­დე­ბას არ შე­ეძ­ლო სიკ­ვდი­ლის გა­მოწ­ვე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ია­მა­ლო-ნე­ნე­ცის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის კო­ლო­ნი­ა­ში 16 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მტკი­ცე­ბით, ნა­ვალ­ნიმ თავი ცუ­დად იგ­რძნო და გო­ნე­ბა და­კარ­გა, რის შემ­დე­გაც მე­დი­კო­სებ­მა მის გა­და­სარ­ჩე­ნად რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი დე­დას 24 თე­ბერ­ვალს გა­დას­ცეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნის გარდაცვალების დღეს - ახალი დეტალები და აღდგენილი ქრონოლოგია: "ეს იყო კომბინირებული დაავადებების შედეგი"

რა მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ნავალნის გარდაცვალების დღეს - ახალი დეტალები და აღდგენილი ქრონოლოგია: "ეს იყო კომბინირებული დაავადებების შედეგი"

რუსეთში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში დაღუპული რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივმა საგამოძიებო კომიტეტის დადგენილება გამოაქვეყნა, რომლითაც ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გახსნაზე უარს აცხადებენ.

  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა გარკვეული კომბინირებული დაავადებებისა და არითმიის გამო. ნავალნაია თვლის, რომ გამოძიება ცრუობს.

დასკვნას ეჭვის ქვეშ აყენებს ნავალნის ექიმიც.

"ნავალნის სიკვდილი არ ატარებს კრიმინალურ ხასიათს, ეს იყო კომბინირებული დაავადებების შედეგი“,- ნათქვამია რეზოლუციაში, რომელსაც ხელს იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის ICR დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვარაპაევი აწერს.

ნავალნაიას თქმით, მან დოკუმენტი გასულ კვირას მიიღო და 26 ივლისით თარიღდება. პოლიტიკოსი ექვსი თვის წინ - 16 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მისი ცხედარი ციხეში ინახებოდა.

  • რა დაადგინა საგამოძიებო სამსახურმა?

გამოძიებამ წარმოადგინა ნავალნის გარდაცვალების დღეს მომხდარი მოვლენების შემდეგი ქრონოლოგია: ადგილობრივი დროით 12:10 საათიდან მას ერთი საათის გასეირნება უნდა ჰქონოდა. სავარჯიშო ეზოში პოლიტიკოსმა "ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება" იგრძნო და ამის შესახებ მორიგეს განუცხადა, რომელმაც დადგენილების მიხედვით იგი საკანში დააბრუნა.

  • "გარდა ამისა, მსჯავრდებული ნავალნი ა.ა. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც, სავარაუდოდ, მაშინვე შეატყობინეს სამედიცინო ნაწილის უფროსს, რომელმაც გადაწყვიტა პოლიტიკოსის სამედიცინო განყოფილებაში გადაყვანა და სასწრაფოს გამოძახება. სასწრაფოს ექიმების მოსვლამდე ციხის ექიმებმა, “გაატარეს რეანიმაციული ღონისძიებები: გულმკერდის შეკუმშვა და ხელოვნური სუნთქვა. ამან მას ვერ უშველა".

14:17 საათზე, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმების ქმედებებმა, "ასევე არ მოიტანა დადებითი ეფექტი". დასკვნის მიხედვით, სეირნობის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნავალნი გარდაიცვალა.

ვინაიდან პოლიტიკოსის მიმართ უკანონო ქმედებები ან ძალადობა არ გამოუყენებიათ, ხოლო სხეულის დაზიანებები იყო “სამედიცინო მანიპულაციების შედეგი“, მაიორმა ვარაპაევმა გადაწყვიტა უარი ეთქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

  • "ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს..." - იულია ნავალნაია

"უაზრო დიაგნოზი დაუსვეს. ჩვენ არ გვაძლევენ ექსპერტიზის შედეგებს, მათ შორის გაკვეთის დასკვნას. არ გვაჩვენებენ კამერიდან ამოღებულ კადრებს. არ გვაძლევენ ალექსის პირად ნივთებს. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ალექსი მოკლეს, ახლა კი მაქსიმალურად ცდილობენ კვალის დაფარვას. თუ პუტინი და მისი გამომძიებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ ახლა მხრებს ავიჩეჩავთ და ვიტყვით: “კარგი, არა, არა“,- ისინი ღრმად ცდებიან.

პასუხს ვითხოვ: რა დაემართა ჩემს ქმარს? მე გავაგრძელებ ძიებას, სანამ პასუხს არ მივიღებ. შეიძლება წლები დასჭირდეს, მაგრამ სიმართლეს აუცილებლად გავარკვევთ“, - წერს პოლიტიკოსის ქვრივი ინსტაგრამზე.

  • უეცარი არითმია

როგორც ნავალნაია წერს, დადგენილებაში ნათქვამია, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა გარკვეული "კომბინირებული დაავადებების" გამო, რომელიც შედგება "ათეული განსხვავებული დაავადებისგან - ქოლეცისტიტიდან მალთაშუა თიაქარამდე და Staphylococcus aureus-მდე". გარდა ამისა, სიკვდილი იყო “არითმოგენური ბუნებით, რომელიც გამოიხატებოდა გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევით“.

"მითხარით, როგორ აღმოაჩინეთ ეს არითმია გაკვეთის დროს? გულის რითმის დარღვევების დადგენა შეუძლებელია სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ალექსის სიცოცხლის განმავლობაში არ ჰქონია გულის დაავადება" - წერს ნავალნაია.

მან ყველა სამედიცინო დოკუმენტის, მათ შორის ქმრის ცხედრის გაკვეთის დასკვნის გადაცემა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. რაც შეეხება ნავალნის ყოფილ ექიმს, მისი თქმით, დოკუმენტში მოხსენიებულ არცერთ დაავადებას არ შეეძლო სიკვდილის გამოწვევა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

წყარო

იხილეთ ასევე: