დეტექტიური რომანი თუ ფსიქოლოგიური თრილერი? - კომისარ მეგრეს კიდევ ერთი გამოძიება „ბერჟერაკელი მანიაკი“ ქართულ ენაზე

დეტექტიური რომანი თუ ფსიქოლოგიური თრილერი? - კომისარ მეგრეს კიდევ ერთი გამოძიება „ბერჟერაკელი მანიაკი“ ქართულ ენაზე

მგზავრი ღამის მატარებლიდან ხტება და ტყეში უჩინარდება. ასე იწყება კომისარ მეგრეს კიდევ ერთი გამოძიება, რომელში ჩართულიც ის სრულიად მოულოდნელად, საკუთარი დამსახურებული შვებულებისკენ მიმავალი აღმოჩნდება. წყნარი ქალაქი ბერჟერაკი კი თავისი მოკირწყლული ქუჩებითა და ცხოვრების ნელი ტემპით დანაშაულისთვის მომხიბვლელ ადგილად იქცევა.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს დეტექტიური ჟანრის კლასიკოსის ჟორჟ სიმენონის გამორჩეული რომანის „ბერჟერაკელი მანიაკის“ შესახებ:

  • ამბის დასაწყისი განსხვავებული და გამორჩეულია. სხვა რომანებისგან განსხვავებით, ინსპექტორი მეგრე გამოძიებას საავადმყოფოს საწოლიდან იწყებს, რადგან ის დაშავებულია;
  • ამ რომანში კომისარე მეგრე სულ სხვაგვარად არის წარმოდგენილი, კარგად ჩანს მისი დაუცველობა და ამავდროულად, გამძლეობა, როდესაც ფიზიკურ შეზღუდვების პარალელურად რთულ საქმეებს ეჭიდება;
  • მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები კლასიფიცირებულია როგორც დეტექტიური რომანი, ის დიდწილად ფსიქოლოგიური თრილერია. „ბერჟერაკელ მანიაკში“ ავტორი ღრმად იკვლევს პერსონაჟების ფსიქოლოგიას, მათ აკვიატებებსა და სხვა სახასიათო თვისებებს;
  • რომანი მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ფრანგული საზოგადოების ცხოვრებას, მის სირთულეებსა და გამოწვევებს ასახავს. პერსონაჟები, შეძლებული ბურჟუაზიიდან დაწყებული მუშათა კლასამდე, აღბეჭდილია საოცარი სიზუსტით, მათი ნაკლოვანებები და სისუსტეები კარგად არის გადმოცემული.

კომისარი მეგრე ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერლის, ჟორჟ სიმენონის მიერ შექმნილი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია, რომლის შესახებაც მან 75 რომანი და 28 მოთხრობა დაწერა. კომისარ მეგრეს დეტექტივები უამრავ ენაზეა ნათარგმნი და ზოგი მათგანი, ფილმადაცაა გადაღებული.

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა, სიმენონის დეტექტივები ქართულ ენაზე თარგმნა ფრანგულიდან და ათტომეულად გამოსცა, რომელთაგან ორი ტომი უკვე გაყიდვაშია, „ბერჟერაკელი შეშლილი“ კი სერიის მესამე ტომია. 19 აგვისტოდან 1 კვირის განმავლობაში მისი შეძენა სპეციალურ ფასად, 8 ლარად იქნება შესაძლებელი.

სერიის ფარგლებში კიდევ გამოვა:

  • მეგრეს ჩანაწერები;
  • მეგრე და ზარმაცი ქურდი;
  • მეგრე ქალაქ ვიშიში;
  • მეგრეს მრისხანება;
  • მეგრე და მარტოხელა კაცი;
  • მეგრე და ბატონი შარლი.

ჟორჟ სიმენონმა უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი ნამუშევრები დღესაც გამოიცემა და მწერლის წვლილი ლიტერატურაში მთელმა მსოფლიომ აღიარა. კომისარი მეგრე კი დეტექტიური ჟანრის სიმბოლოდ იქცა.

R