პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინი შობის გასატარებლად ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში, “სოციალისტურ ოაზისში“ ეპატიჟება - ქვეყანა ხუთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, საზღვარს ხსნის
კიმ ჩენ ინი შობის გასატარებლად ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში, “სოციალისტურ ოაზისში“ ეპატიჟება - ქვეყანა ხუთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, საზღვარს ხსნის

პირ­ვე­ლად პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შმე­დეგ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა დე­კემ­ბერ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ზღვრე­ბის გახ­სნას გეგ­მავს.

ჩი­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა ტუ­რო­პე­რა­ტორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლე­ბი, ვინც ვი­ზი­ტო­რებს ამ წლის ბო­ლოს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვარს გა­და­აკ­ვე­თი­ნებს და ქვე­ყა­ნა­ში შე­იყ­ვანს.

“ჩვენ მი­ვი­ღეთ და­დას­ტუ­რე­ბა ჩვე­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი პარტნი­ო­რის­გან, რომ ტუ­რიზ­მი სან­გი­ონ­გში და და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნახ­ლდე­ბა 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში“ - წერს Koryo Tours თა­ვის ვებ­სა­იტ­ზე.

  • “იდუ­მა­ლი“ სა­ხელ­მწი­ფო იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც 2020 წლის და­სა­წყის­ში, Covid-19-ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ხე სა­ზღვა­რი და­ხუ­რა.

რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნებ­მა ნელ-ნელა და­ი­წყეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბის მი­ღე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­გან იღებ­და დე­ლე­გა­ცი­ებს. რო­გორც წესი, იყ­ვნენ მოგ­ზა­უ­რი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ან ტუ­რის­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი რუ­სე­თი­დან.

რუსი ტუ­რის­ტე­ბი ჩრდ. კო­რე­ა­ში - 2024 წლის 9 თე­ბერ­ვა­ლი

კი­დევ ერ­თმა ტუ­რო­პე­რა­ტორ­მა სა­ხე­ლად KTG Tours, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჩი­ნე­თის შე­ნი­ან­გში, და­ა­დას­ტუ­რა, რომ ტუ­რის­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ ეწ­ვი­ონ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ სან­გი­ონგს ამ ზამ­თარს.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ქა­ლა­ქი ჩი­ნეთ­თან სა­ზღვრი­დან სულ რა­ღაც ათი მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

“სან­გი­ონ­გი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის სახ­მე­ლე­თო გა­და­სას­ვლე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით,“- იტყო­ბი­ნე­ბა Koryo Tours-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ქა­ლა­ქის ხე­ლა­ხა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც კიმ ჩენ ინმა წა­მო­ი­წყო. ცოტა ხნის წინ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი თა­ვად ეწ­ვია მთი­ან ტე­რი­ტო­რი­ას და და­ათ­ვა­ლი­ე­რა ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც 4000 ოჯახს მი­ი­ღებს.

კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, კიმ­მა ქა­ლა­ქი აღ­წე­რა, რო­გორც “ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და მსოფ­ლი­ოს ოა­ზი­სი [რო­მე­ლიც] ტუ­რიზმს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად აქ­ცევს“. მან ასე­ვე ის "სო­ცი­ა­ლის­ტურ უტო­პი­ად" მი­იჩ­ნია.

ქა­ლა­ქი ახ­ლოს არის ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღალ პა­ე­კტუს მთას­თან, რო­მელ­საც აქვს უზარ­მა­ზა­რი კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ, ასე­ვე სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბის­თვის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კიმ ჩენ ინი შობის გასატარებლად ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში, “სოციალისტურ ოაზისში“ ეპატიჟება - ქვეყანა ხუთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, საზღვარს ხსნის

კიმ ჩენ ინი შობის გასატარებლად ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში, “სოციალისტურ ოაზისში“ ეპატიჟება - ქვეყანა ხუთწლიანი ჩაკეტვის შემდეგ, საზღვარს ხსნის

პირველად პანდემიის დასრულების შმედეგ, ჩრდილოეთ კორეა დეკემბერში, საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას გეგმავს.

ჩინეთში დაფუძნებულმა ტუროპერატორმა დაადასტურა, რომ ისინი იქნებიან პირველები, ვინც ვიზიტორებს ამ წლის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის საზღვარს გადააკვეთინებს და ქვეყანაში შეიყვანს.

“ჩვენ მივიღეთ დადასტურება ჩვენი ადგილობრივი პარტნიორისგან, რომ ტურიზმი სანგიონგში და დანარჩენ ქვეყანაში ოფიციალურად განახლდება 2024 წლის დეკემბერში“ - წერს Koryo Tours თავის ვებსაიტზე.

  • “იდუმალი“ სახელმწიფო იყო მსოფლიოში პირველი, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში, Covid-19-ის გავრცელებისთანახე საზღვარი დახურა.

როდესაც სხვა ქვეყნებმა ნელ-ნელა დაიწყეს საერთაშორისო ვიზიტორების მიღება, ჩრდილოეთ კორეა მხოლოდ ერთეული სახელმწიფოსგან იღებდა დელეგაციებს. როგორც წესი, იყვნენ მოგზაური დიპლომატები ან ტურისტული ჯგუფები რუსეთიდან.

რუსი ტურისტები ჩრდ. კორეაში - 2024 წლის 9 თებერვალი

კიდევ ერთმა ტუროპერატორმა სახელად KTG Tours, რომელიც დაფუძნებულია ჩინეთის შენიანგში, დაადასტურა, რომ ტურისტებს შეეძლებათ ეწვიონ ულამაზეს ქალაქ სანგიონგს ამ ზამთარს.

ჩრდილოეთ კორეის ქალაქი ჩინეთთან საზღვრიდან სულ რაღაც ათი მილის დაშორებით მდებარეობს.

“სანგიონგი ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ტურისტებისთვის სახმელეთო გადასასვლელის საშუალებით,“- იტყობინება Koryo Tours-ის წარმომადგენელი.

ქალაქის ხელახალი განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ინიციატივაა, რომელიც კიმ ჩენ ინმა წამოიწყო. ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი თავად ეწვია მთიან ტერიტორიას და დაათვალიერა ახლად აშენებული აპარტამენტები, სასტუმროები და სათხილამურო კურორტი, რომელიც 4000 ოჯახს მიიღებს.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმმა ქალაქი აღწერა, როგორც “ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ოაზისი [რომელიც] ტურიზმს რეგიონული განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად აქცევს“. მან ასევე ის "სოციალისტურ უტოპიად" მიიჩნია.

ქალაქი ახლოს არის ქვეყნის ყველაზე მაღალ პაეკტუს მთასთან, რომელსაც აქვს უზარმაზარი კულტურული მნიშვნელობა როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ კორეელებისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: