საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - "ქართული ოცნება" თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ" - ვაშაძე
"თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - "ქართული ოცნება" თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ" - ვაშაძე

თუ რუ­სეთ­ში გინ­დათ წას­ვლა, წა­დით და ამ ქვე­ყა­ნას და­ა­ნე­ბეთ თავი! - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვი­სი ტროლ-ბო­ტე­ბით წარ­სულს უნდა ჩა­ვა­ბა­როთ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ერ­თი­ა­ნო­ბა- ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე Meta-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, კომ­პა­ნი­ის პლატ­ფორ­მე­ბი­დან სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მოქ­მე­დი რუ­სუ­ლი ქსე­ლე­ბის წაშ­ლას.

მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მა­გივ­რად, რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

„წარ­მო­უდ­გე­ნელ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, მთავ­რო­ბა რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბა­ზე, ფა­სე­ბის და­წე­ვა­ზე, ემიგ­რა­ცი­ი­სა და შო­ბა­დო­ბის უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს, თურ­მე რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გუ­შინ 76 „ფე­ის­ბუქ“ ან­გა­რი­ში, 30 „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დი და 11 „ინ­სტაგ­რამ“ ან­გა­რი­ში წა­ი­შა­ლა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან იმარ­თე­ბო­და, „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ მხარ­და­სა­ჭე­რად. ანუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დის მხარ­და­სა­ჭე­რად რუ­სეთ­ში შექ­მნი­ლია მთე­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ეხ­მა­რე­ბი­ან ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სავ­რცე­ლებ­ლად. 77 ათა­სი დო­ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი ამ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რუ­სე­თი­დან იმის­თვის, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სი­ყალ­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ. იმ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი ხომ აღარ გყოფ­ნით რა­საც აქ აკე­თებთ, ტრო­ლე­ბი­სა და ბო­ტე­ბის ქარ­ხა­ნა გაქვთ აწყო­ბი­ლი და ყალბ რე­ა­ლო­ბას ქმნით სა­ქარ­თვე­ლო­ში. ესეც არ გყოფ­ნით და ახლა მხარ­და­სა­ჭე­რად რუ­სე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეთ, რომ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოთ ხალ­ხს? ეს არის თქვე­ნი სახე? ეს არის ხალ­ხზე ზრუნ­ვა? რა­ტომ არ გა­დი­ხართ ქუ­ჩა­ში, რომ ადა­მი­ა­ნებს ჰკი­თხოთ თუ სად არის რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მა?

რამ­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა უნდა ავი­ღოთ, თქვე­ნი რუ­სეთ­თან კავ­ში­რე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. პირ­და­პირ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს იღებთ რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან. მტრად აცხა­დებთ ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას, შე­ა­ჩე­რეთ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, მძი­მე დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას და აქეთ თურ­მე ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბი გაქვთ რუ­სეთ­ში და იქი­დან ხარ­ჯავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფულს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოთ და რე­ა­ლო­ბა გა­ა­ყალ­ბოთ. ვფიქ­რობ, რომ 26 ოქ­ტომ­ბე­რი ამ სი­ყალ­ბის დას­რუ­ლე­ბის დღეა და სა­ქარ­თვე­ლომ უნდა და­ი­წყოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ გან­ვი­თა­რე­ბა, ამის­თვის წინსვლა და ერ­თი­ა­ნო­ბა გვჭირ­დე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, ის 14 მი­ლი­არ­დი ევრო რა­საც ევ­რო­პე­ლე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ უნდა მო­ვი­ტა­ნოთ, რომ წა­ვი­დეთ წინ. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ თა­ვი­სი ტროლ-ბო­ტე­ბით წარ­სულს უნდა ჩა­ვა­ბა­როთ! თუ რუ­სეთ­ში გინ­დათ წას­ვლა წა­დით და ამ ქვე­ყა­ნას და­ა­ნე­ბეთ თავი!“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - "ქართული ოცნება" თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ" - ვაშაძე

"თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - "ქართული ოცნება" თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ" - ვაშაძე

თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! - „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე Meta-ს გადაწყვეტილებას, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელების წაშლას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რეალური პრობლემების მოგვარების მაგივრად, რუსეთის მხარდაჭერით საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, მთავრობა რომელიც დასაქმებაზე, ფასების დაწევაზე, ემიგრაციისა და შობადობის უმძიმეს პრობლემაზე უნდა ზრუნავდეს, თურმე რით არის დაკავებული. გუშინ 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში წაიშალა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად. ანუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხარდასაჭერად რუსეთში შექმნილია მთელი სისტემები, რომლებიც მათ ეხმარებიან ყალბი ინფორმაციის საქართველოში გასავრცელებლად. 77 ათასი დოლარია დახარჯული ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რუსეთიდან იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სიყალბის გავრცელებაში დაეხმარონ. იმ სიცრუის ტირაჟი ხომ აღარ გყოფნით რასაც აქ აკეთებთ, ტროლებისა და ბოტების ქარხანა გაქვთ აწყობილი და ყალბ რეალობას ქმნით საქართველოში. ესეც არ გყოფნით და ახლა მხარდასაჭერად რუსები გამოიძახეთ, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს? ეს არის თქვენი სახე? ეს არის ხალხზე ზრუნვა? რატომ არ გადიხართ ქუჩაში, რომ ადამიანებს ჰკითხოთ თუ სად არის რეალურად პრობლემა?

რამდენი მტკიცებულება უნდა ავიღოთ, თქვენი რუსეთთან კავშირების დასამტკიცებლად. პირდაპირ სახელმძღვანელოებს იღებთ რუსეთის სამსახურებისგან. მტრად აცხადებთ ევროპასა და ამერიკას, შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მძიმე დარტყმა მიაყენეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აქეთ თურმე ყალბი ანგარიშები გაქვთ რუსეთში და იქიდან ხარჯავთ საქართველოში ფულს, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ და რეალობა გააყალბოთ. ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი ამ სიყალბის დასრულების დღეა და საქართველომ უნდა დაიწყოს ევროკავშირისკენ განვითარება, ამისთვის წინსვლა და ერთიანობა გვჭირდება, ინვესტიციების მოზიდვა, ის 14 მილიარდი ევრო რასაც ევროპელები გვთავაზობენ უნდა მოვიტანოთ, რომ წავიდეთ წინ. „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ! თუ რუსეთში გინდათ წასვლა წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.