სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ" - რუსი დეპუტატი
"მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ" - რუსი დეპუტატი

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტის, უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რის, მი­ხა­ილ შე­რე­მე­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა, რუ­სეთ­ზე თავ­დას­ხმე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად უკ­რა­ი­ნის­თვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბით, მსოფ­ლიო, რე­ა­ლუ­რად, მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის პი­რას მი­იყ­ვა­ნეს.

"და­სავ­ლუ­რი მო­დე­ლის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბის, უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­თა და რა­კე­ტე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმე­ბის, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თავ­დას­ხმა­ში უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ მსოფ­ლიო მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის ზღვარ­ზეა, ომის, რომ­ლის და­წყე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს ეკის­რე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნა რუს­მა დე­პუ­ტატ­მა.

მისი თქმით, ნატო-ს ქვეყ­ნებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სეთ­ზე თავ­დას­ხმის უფ­ლე­ბა გას­ცეს და მა­რი­ო­ნე­ტუ­ლი კი­ე­ვის რე­ჟი­მის უკან იმა­ლე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა 6 აგ­ვის­ტოს კურსკის ოლ­ქში შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია და­ი­წყო. ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­რე­ნევ­სკის, სუ­ჯანსკი­სა და ბე­ლოვ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში. კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა 12 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მის რე­გი­ონ­ში 28 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის, ალექ­სან­დრ სირსკის თქმით კი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ში 35 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ში შე­ვიდ­ნენ და კურსკის ოლ­ქში უკვე 82 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ" - რუსი დეპუტატი

"მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ" - რუსი დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, უშიშროების კომიტეტის წევრის, მიხაილ შერემეტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა, რუსეთზე თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, მსოფლიო, რეალურად, მესამე მსოფლიო ომის პირას მიიყვანეს.

"დასავლური მოდელის სამხედრო ტექნიკის არსებობის, უცხოური წარმოების საბრძოლო მასალითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების, რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმაში უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობის უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ომის, რომლის დაწყებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნებმა, ფაქტობრივად, რუსეთზე თავდასხმის უფლება გასცეს და მარიონეტული კიევის რეჟიმის უკან იმალებიან.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 6 აგვისტოს კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაცია დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით კი უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიაში 35 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და კურსკის ოლქში უკვე 82 დასახლებას აკონტროლებენ.