მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?
ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?

ახალ­გაზ­რდა კო­რე­ე­ლი იუ­თუ­ბე­რი უზარ­მა­ზარ თეფ­შზე და­დე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ხის საკ­ვებს მი­ირ­თმევს, ეს იმ­დე­ნად ბევ­რი საჭ­მე­ლია, რომ პა­ტა­რა ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავ­და, მაგ­რამ ინფლუ­ენ­სე­რი ამ კერ­ძე­ბის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას არ აპი­რებს.

გამ­ხდა­რი ქალი ბოკი თა­ვის არხზე, Eat With Boki ატ­ვირ­თულ ვი­დე­ო­ში, უზარ­მა­ზარ ჭიქა კოკა-კო­ლას სვამს და შემ­დეგ ატ­რი­ის ჭა­მას იწყებს.

ათი უწყვე­ტი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოკი პირ­ში ლუკ­მებს იყ­რის, საჭ­მელს ხმა­უ­რი­ა­ნად ხვრეპს, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოს­დის, რომ წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი თით­ქმის არ და­ეს­ვა­როს.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც თეფ­ში იც­ლე­ბა, კა­მე­რას უყუ­რებს და თა­ვი­სი ათი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის აცხა­დებს: "ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­თავ­რე! კარ­გად ვჭა­მე. ნახ­ვამ­დის."

კო­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის "ჭამა" (meokneun) და "ტრანსლა­ცია" (bangsong) კომ­ბი­ნა­ცი­ით, "მუ­კბან­გი" ინფლუ­ენ­სე­რებს გუ­ლის­ხმობს, რომ­ლე­ბიც კა­მე­რის წინ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს მი­ირ­თმე­ვენ და გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ისი­ნი ამას იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ ეს მომ­გე­ბი­ა­ნია, ათა­სო­ბით "მუ­კბან­გე­რი" YouTube-სა და TikTok-ზე მე­ტო­ქე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებს იზი­დავს. ზო­გი­ერ­თი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ლი­ო­ნე­რია.

მაგ­რამ ამ ობ­სე­სი­ას ბნე­ლი მხა­რეც აქვს. გა­სულ თვე­ში ჩი­ნე­ლი “მუ­კბან­გე­რი” პან სი­ა­ო­ტინ­გი 22 ფუნ­ტი (10 კგ) საკ­ვე­ბის ჭა­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. 24 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კუ­ჭის "გა­ხე­ვის" გამო და­ი­ღუ­პა.

სი­ა­ო­ტინ­გი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­კე­ცა, იმ დრო როცა შო­კო­ლა­დის ტორ­ტს, ქათ­მის ნა­გეთ­სებს და ზღვის პრო­დუქ­ტებს მი­ირ­თმევ­და.

  • ჩი­ნეთ­მა ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი უკვე აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტა­რულ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­საც კი არ შე­უძ­ლია, შე­ა­ჩე­როს სი­ა­ო­ტინ­გი და სხვე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლის­გან (ნაც­ვლად იმი­სა, რომ ვი­დე­ო­ე­ბი ჩა­წე­რონ და შემ­დგომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ).

“მუ­კბან­გი” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩი­ნე­თი­სა და აზი­ის მიღ­მაც, ის აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთ­შიც ვრცელ­დე­ბა - ახლა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ამ ფე­ნო­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მებს იღებს.

ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ლექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ენ­დრიუ ჰა­რის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა: "მუ­კბან­გის ვი­დე­ო­ე­ბი მოხ­მა­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად, ჭარ­ბი ჭა­მის ან საკ­ვებ­თან არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ციკლს აძ­ლი­ე­რებს".

ტენ­დენ­ცია პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ერ­თობ­ლი­ვი კვე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. მარ­ტო მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა კო­რე­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა "ვირ­ტუ­ა­ლურ" სა­დი­ლის კომ­პა­ნი­ო­ნებ­ზე.

გარ­და ამი­სა, 20-30 წლის შუ­ა­ლედ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბის მე­ო­თხედს დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო აქვს და “მუ­კბან­გის” ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­და.

მა­ყუ­რებ­ლე­ბის მო­ხიბ­ვლა არ არის მხო­ლოდ იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ ჭამთ, არა­მედ იმა­ზეც, თუ რას ჭამთ. მა­გა­ლი­თად, ჯე­ონ­გე კიმი ამ­ტკი­ცებს, რომ მის 2,9 მი­ლი­ონ გა­მომ­წერს მოს­წონს იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ ნა­დი­მობს ის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით ან ცხა­რე საკ­ვე­ბით.

YouTube-ზე პო­პუ­ლა­რო­ბამ­დე, ის პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და ვი­დე­ო­ებს დი­ლის 3 სა­ათ­ზე იღებ­და, რათა ფო­ნუ­რი ხმა­უ­რი არ შე­მო­სუ­ლი­ყო. “მუ­კბან­გის” წყა­ლო­ბით, ახლა დიდ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს.

  • რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ეს "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მჭა­მე­ლე­ბი"?

იუ­თუ­ბე­რებს, რომ­ლებ­საც მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავთ, პო­ტენ­ცი­უ­რად შე­უძ­ლი­ათ, წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 62 000 ფუნ­ტი გა­მო­ი­მუ­შა­ონ, ხოლო ტოპ შემ­ქმნე­ლებს - მათ, ვი­საც ათ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავთ - შე­უძ­ლი­ათ, თვე­ში 310 000 ფუნ­ტამ­დე მი­ი­ღონ. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ “მუ­კბან­გი” აზი­ის ფარ­გლებს გას­ცდა.

ტრი­შა პე­ი­ტა­სი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მცხოვ­რე­ბი იუ­თუ­ბე­რია, რო­მე­ლიც იღებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ხუთი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის ყვე­ლა­ფერს ჭამს, ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხე­ბი­დან შემ­წვა­რი ქათ­მის ვედ­რო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. "ერთი ვი­დეო გა­ვა­კე­თე, სა­დაც ხუთ სხვა­დას­ხვა პი­ცას ვჭამ", - უთხრა პე­ი­ტას­მა ABC News-ს, - "და მგო­ნი, ამან 50 000 დო­ლა­რი მო­მი­ტა­ნა".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ფულს აგ­რო­ვებს, ამას თა­ვი­სი ფასი ჰქონ­და. ორი შვი­ლის დე­დას დეპ­რე­სი­ი­სა და კვე­ბის აშ­ლი­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ონ­ლა­ინ ბუ­ლინ­გმა კი მისი კომ­პლექ­სე­ბი გა­ა­უ­ა­რე­სა.

"ყვე­ლას საყ­ვა­რე­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბია "ქალ­ბა­ტო­ნი ღორი", "მსუ­ქა­ნი ხარ" და "გა­ნაგ­რძე საკ­ვე­ბის პირ­ში ჩა­ტენ­ვა". რაც უფრო მეტი იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რი, მით უფრო მე­ტად იზ­რდე­ბო­და ჩემი წო­ნაც".

წო­ნას­თან ბრძო­ლამ 2017 წელს ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბის­კენ უბიძ­გა, მაგ­რამ შემ­დეგ კვლავ მო­ი­მა­ტა - ჭამა ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი სა­მუ­შა­ოა.

32 წლის ნი­კო­კა­დო ავო­კა­დო, ან, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ნი­კო­ლას პერი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტია, თით­ქმის ყო­ველ­თვი­უ­რად, პირ­და­პირ ეთერ­ში ერთ ვი­დე­ო­ში 10 000-ზე მეტ კა­ლო­რი­ას იღებს.

მას ზედ­მე­ტი წო­ნი­სა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ძი­ლის აპ­ნო­ეს გამო ხში­რად ვი­დე­ო­ებ­ში ნიღ­ბით ჩნდე­ბა.

ფა­ნებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­აფრ­თხი­ლეს პან სი­ა­ო­ტინ­გი იმ ზი­ა­ნის შე­სა­ხებ, რა­საც ის თა­ვის სხე­ულს აყე­ნებ­და, მაგ­რამ მისი პორ­ცი­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და.

“მუ­კბან­გის” მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის კი­დევ ერთი ელე­მენ­ტი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, “სხვის ნაც­ვლად ჭა­მონ". მა­ყუ­რებ­ლე­ბი სხვე­ბის ჭა­მის სი­ა­მოვ­ნე­ბით ტკბე­ბი­ან, ხოლო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მათ­ზე არ ისა­ხე­ბა.

მკვლევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც “მუ­კბან­გის” მა­ყუ­რებ­ლე­ბის ტვი­ნის ტალ­ღე­ბის აქ­ტი­ვო­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ nucleus accumbens - ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე აგებს პა­სუხს - სხვე­ბის მიერ მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე უფრო მე­ტად რე­ა­გი­რებ­და.

  • ვი­დეო ბლო­გერს, სა­ხე­ლად ლი­დის, რო­მე­ლიც 2016 წელს პირ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი “მუ­კბან­გის” ინფლუ­ენ­სე­რი გახ­და, სჯე­რა, რომ მისი YouTube არხი მათ ეხ­მა­რე­ბო­და, ვი­საც კვე­ბის აშ­ლი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ.

მის ვი­დე­ოს, სა­დაც McDonald's-ის ბურ­გე­რებს, კარ­ტო­ფილ ფრი­სა და ქათ­მის ნა­გეტ­სებს მი­ირ­თმევ­და, 100 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა.

მაგ­რამ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ “მუ­კბან­გი­სად­მი” მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­თვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

2018 წელს, რო­დე­საც ზრდას­რულ­თა სიმ­სუქ­ნე 40%-ს მი­უ­ახ­ლოვ­და, სამ­ხრეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბამ ანტი-სიმ­სუქ­ნის გეგ­მა წა­მო­ი­წყო, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბი იყო "ზი­ა­ნი, გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­მა­ძღრო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­დი­ით, რო­გო­რი­ცაა “მუ­კბან­გი" და ამ­ბობ­და, რომ ასე­თი ონ­ლა­ინ კონ­ტენ­ტის გარ­შე­მო მო­ნი­ტო­რინ­გი არა­საკ­მა­რი­სი იყო.

ამა­სო­ბა­ში, ჩი­ნეთ­მა 2020 წელს “მუ­კბან­გის” 13 000 ან­გა­რი­ში და­ხუ­რა. იმ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 395 000 ვი­დეო არ­სე­ბობ­და, რომ­ლებ­საც თით­ქმის 30 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და.

გა­სულ თვე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ კონ­ტენ­ტის აკ­რძალ­ვას ფი­ლი­პი­ნე­ბის მთავ­რო­ბაც გა­ნი­ხი­ლავს, მას შემ­დეგ, რაც კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რი დონგზ აპა­ტა­ნი შემ­წვა­რი ქათ­მის ჭა­მის შემ­დეგ ინ­სულ­ტით და­ი­ღუ­პა.

მაგ­რამ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც კავ­ში­რე­ბი სულ უფრო მე­ტად ხდე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტი­ლი, “მუ­კბან­გის” ვი­დე­ო­ე­ბის მადა - და სიმ­დიდ­რე, რო­მე­ლიც მათ შემ­ქმნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­აგ­რო­ვონ - სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ შემ­ცირ­დე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?

ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა - "მუკბანგის" ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?

ახალგაზრდა კორეელი იუთუბერი უზარმაზარ თეფშზე დადებულ სხვადასხვა სახის საკვებს მიირთმევს, ეს იმდენად ბევრი საჭმელია, რომ პატარა ოჯახს გამოკვებავდა, მაგრამ ინფლუენსერი ამ კერძების სხვისთვის გაზიარებას არ აპირებს.

გამხდარი ქალი ბოკი თავის არხზე, Eat With Boki ატვირთულ ვიდეოში, უზარმაზარ ჭიქა კოკა-კოლას სვამს და შემდეგ ატრიის ჭამას იწყებს.

ათი უწყვეტი წუთის განმავლობაში, ბოკი პირში ლუკმებს იყრის, საჭმელს ხმაურიანად ხვრეპს, მაგრამ რაღაცნაირად გამოსდის, რომ წითელი ტუჩსაცხი თითქმის არ დაესვაროს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეფში იცლება, კამერას უყურებს და თავისი ათი მილიონი გამომწერისთვის აცხადებს: "ყველაფერი დავამთავრე! კარგად ვჭამე. ნახვამდის."

კორეული სიტყვების "ჭამა" (meokneun) და "ტრანსლაცია" (bangsong) კომბინაციით, "მუკბანგი" ინფლუენსერებს გულისხმობს, რომლებიც კამერის წინ უზარმაზარი რაოდენობით საკვებს მიირთმევენ და გამომწერებისთვის ამის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებენ.

ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს მომგებიანია, ათასობით "მუკბანგერი" YouTube-სა და TikTok-ზე მეტოქეებს კონკურენციას უწევს და სარეკლამო შემოსავლებს იზიდავს. ზოგიერთი, როგორც ამბობენ, მილიონერია.

მაგრამ ამ ობსესიას ბნელი მხარეც აქვს. გასულ თვეში ჩინელი “მუკბანგერი” პან სიაოტინგი 22 ფუნტი (10 კგ) საკვების ჭამის დროს გარდაიცვალა. 24 წლის გოგონა სავარაუდოდ, კუჭის "გახევის" გამო დაიღუპა.

სიაოტინგი პირდაპირ ეთერში ჩაიკეცა, იმ დრო როცა შოკოლადის ტორტს, ქათმის ნაგეთსებს და ზღვის პროდუქტებს მიირთმევდა.

  • ჩინეთმა ასეთი ვიდეოები უკვე აკრძალა, მაგრამ ავტორიტარულ კომუნისტურ პარტიასაც კი არ შეუძლია, შეაჩეროს სიაოტინგი და სხვები პირდაპირ ეთერში გასვლისგან (ნაცვლად იმისა, რომ ვიდეოები ჩაწერონ და შემდგომ გამოაქვეყნონ).

“მუკბანგი” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთისა და აზიის მიღმაც, ის აშშ-სა და ბრიტანეთშიც ვრცელდება - ახლა რამდენიმე ქვეყანა ამ ფენომენის წინააღმდეგ ზომებს იღებს.

ნოტინგემის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლექტორმა, დოქტორმა ენდრიუ ჰარისმა საზოგადოება გააფრთხილა: "მუკბანგის ვიდეოები მოხმარებასა და სიამოვნებაზეა კონცენტრირებული, რაც პოტენციურად, ჭარბი ჭამის ან საკვებთან არაჯანსაღი დამოკიდებულების ციკლს აძლიერებს".

ტენდენცია პირველად სამხრეთ კორეაში გამოჩნდა, სადაც ერთობლივი კვება კულტურული მნიშვნელობისაა. მარტო მცხოვრები ახალგაზრდა კორეელების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა "ვირტუალურ" სადილის კომპანიონებზე.

გარდა ამისა, 20-30 წლის შუალედში სამხრეთ კორეელების მეოთხედს დროებითი სამუშაო აქვს და “მუკბანგის” ვიდეოების გადაღება დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება გახდა.

მაყურებლების მოხიბვლა არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ ჭამთ, არამედ იმაზეც, თუ რას ჭამთ. მაგალითად, ჯეონგე კიმი ამტკიცებს, რომ მის 2,9 მილიონ გამომწერს მოსწონს იმის ყურება, თუ როგორ ნადიმობს ის ზღვის პროდუქტებით ან ცხარე საკვებით.

YouTube-ზე პოპულარობამდე, ის პატარა ბინაში ცხოვრობდა და ვიდეოებს დილის 3 საათზე იღებდა, რათა ფონური ხმაური არ შემოსულიყო. “მუკბანგის” წყალობით, ახლა დიდ ბინაში ცხოვრობს.

  • რამდენს გამოიმუშავებენ ეს "პროფესიონალი მჭამელები"?

იუთუბერებს, რომლებსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ, პოტენციურად შეუძლიათ, წელიწადში დაახლოებით 62 000 ფუნტი გამოიმუშაონ, ხოლო ტოპ შემქმნელებს - მათ, ვისაც ათ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ - შეუძლიათ, თვეში 310 000 ფუნტამდე მიიღონ. გასაკვირი არ არის, რომ “მუკბანგი” აზიის ფარგლებს გასცდა.

ტრიშა პეიტასი ლოს-ანჯელესში მცხოვრები იუთუბერია, რომელიც იღებს ვიდეოებს, სადაც ხუთი მილიონი გამომწერისთვის ყველაფერს ჭამს, ათქვეფილი კვერცხებიდან შემწვარი ქათმის ვედროებით დამთავრებული. "ერთი ვიდეო გავაკეთე, სადაც ხუთ სხვადასხვა პიცას ვჭამ", - უთხრა პეიტასმა ABC News-ს, - "და მგონი, ამან 50 000 დოლარი მომიტანა".

მიუხედავად იმისა, რომ ის ფულს აგროვებს, ამას თავისი ფასი ჰქონდა. ორი შვილის დედას დეპრესიისა და კვების აშლილობის პრობლემები შეექმნა, ონლაინ ბულინგმა კი მისი კომპლექსები გააუარესა.

"ყველას საყვარელი შეურაცხმყოფელი კომენტარებია "ქალბატონი ღორი", "მსუქანი ხარ" და "განაგრძე საკვების პირში ჩატენვა". რაც უფრო მეტი იყო ასეთი კომენტარი, მით უფრო მეტად იზრდებოდა ჩემი წონაც".

წონასთან ბრძოლამ 2017 წელს ლიპოსაქციის გაკეთებისკენ უბიძგა, მაგრამ შემდეგ კვლავ მოიმატა - ჭამა ხომ ფაქტობრივად, მისი სამუშაოა.

32 წლის ნიკოკადო ავოკადო, ან, რეალურ ცხოვრებაში ნიკოლას პერი, რომლის ქონებაც დაახლოებით 3 მილიონი ფუნტია, თითქმის ყოველთვიურად, პირდაპირ ეთერში ერთ ვიდეოში 10 000-ზე მეტ კალორიას იღებს.

მას ზედმეტი წონისა და სუნთქვის პრობლემები აქვს და ძილის აპნოეს გამო ხშირად ვიდეოებში ნიღბით ჩნდება.

ფანებმა სავარაუდოდ გააფრთხილეს პან სიაოტინგი იმ ზიანის შესახებ, რასაც ის თავის სხეულს აყენებდა, მაგრამ მისი პორციები პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა.

“მუკბანგის” მიმზიდველობის კიდევ ერთი ელემენტი ისაა, რომ ადამიანებს შეუძლიათ, “სხვის ნაცვლად ჭამონ". მაყურებლები სხვების ჭამის სიამოვნებით ტკბებიან, ხოლო ნეგატიური შედეგები მათზე არ ისახება.

მკვლევრებმა, რომლებმაც “მუკბანგის” მაყურებლების ტვინის ტალღების აქტივობას აკვირდებოდნენ, აღმოაჩინეს, რომ nucleus accumbens - ტვინის სტრუქტურა, რომელიც უპირველესად სიამოვნებასა და დამოკიდებულებაზე აგებს პასუხს - სხვების მიერ მაღალკალორიული საკვების მოხმარებაზე უფრო მეტად რეაგირებდა.

  • ვიდეო ბლოგერს, სახელად ლიდის, რომელიც 2016 წელს პირველი ბრიტანელი “მუკბანგის” ინფლუენსერი გახდა, სჯერა, რომ მისი YouTube არხი მათ ეხმარებოდა, ვისაც კვების აშლილობები ჰქონდათ.

მის ვიდეოს, სადაც McDonald's-ის ბურგერებს, კარტოფილ ფრისა და ქათმის ნაგეტსებს მიირთმევდა, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა.

მაგრამ მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის ოფიციალური პირები ახლა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ “მუკბანგისადმი” მზარდი ინტერესი ინფლუენსერებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

2018 წელს, როდესაც ზრდასრულთა სიმსუქნე 40%-ს მიუახლოვდა, სამხრეთ კორეის მთავრობამ ანტი-სიმსუქნის გეგმა წამოიწყო, რომელშიც ნახსენები იყო "ზიანი, გამოწვეული გაუმაძღრობის წამახალისებელი მედიით, როგორიცაა “მუკბანგი" და ამბობდა, რომ ასეთი ონლაინ კონტენტის გარშემო მონიტორინგი არასაკმარისი იყო.

ამასობაში, ჩინეთმა 2020 წელს “მუკბანგის” 13 000 ანგარიში დახურა. იმ დროისთვის დაახლოებით 395 000 ვიდეო არსებობდა, რომლებსაც თითქმის 30 მილიონი ნახვა ჰქონდა.

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კონტენტის აკრძალვას ფილიპინების მთავრობაც განიხილავს, მას შემდეგ, რაც კონტენტ-კრეატორი დონგზ აპატანი შემწვარი ქათმის ჭამის შემდეგ ინსულტით დაიღუპა.

მაგრამ სამყაროში, რომელშიც კავშირები სულ უფრო მეტად ხდება ვირტუალური, თუმცა რეალობისგან მოწყვეტილი, “მუკბანგის” ვიდეოების მადა - და სიმდიდრე, რომელიც მათ შემქმნელებს შეუძლიათ დააგროვონ - სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ შემცირდება.

წყარო