სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა - საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა
პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა - საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა

„თე­გე­ტა აკა­დე­მი­ამ“ გერ­მა­ნუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის, MAN-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინგს უმას­პინ­ძლა. გერ­მა­ნი­ი­დან და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან მოწ­ვე­ულ­მა ტრე­ნე­რებ­მა დამ­სწრე­ებს MAN-ის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­აც­ნეს.

ორ­დღი­ა­ნი კომ­პლექ­სუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც, თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­საც მო­ი­ცავ­და, გა­ყიდ­ვე­ბის ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინგ-სე­მი­ნარს, Tegeta Truck&Bus-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან და სომ­ხე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. კომ­ბი­ნი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 მსმე­ნე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი.

ოთარ სი­ხა­რუ­ლი­ძე, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ MAN-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ ჩვენს სივ­რცე­ში, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ გა­ი­მარ­თა. ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ მსოფ­ლიო ბრენდთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სე­მი­ნა­რებს ინ­ტენ­სი­უ­რად ეს­წრე­ბი­ან. ამ­ჯე­რად კი შეხ­ვედ­რე­ბი უკვე ჩვენს ბა­ზა­ზე გავ­მარ­თეთ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ და­ვი­წყეთ და გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა.

"თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ ბა­ზა­ზე მო­წყო­ბი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გი იყო პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იმ მას­შტა­ბუ­რი მიზ­ნის­კენ, რაც გვინ­და, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, რე­გი­ო­ნუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბით დას­რულ­დეს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს: MAN-ის მხრი­დან ჩვე­ნი ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ სას­წავ­ლო პრო­ცესს თბი­ლის­ში გა­უ­ძღვე­ბი­ან და ასე­ვე ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის გა­მარ­თა­ვენ. ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბის მთა­ვა­რი ცენ­ტრი კი „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ იქ­ნე­ბა“.

სე­მი­ნა­რი, სა­ხელ­წო­დე­ბით: „MAN-ის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა და გა­ყიდ­ვე­ბის მე­თო­დო­ლო­გია“, რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავ­და. MAN-ის ტრე­ნე­რებ­მა მო­ნა­წი­ლე­ებს გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა, წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად თე­ო­რი­უ­ლად გა­აც­ნეს. უშუ­ა­ლოდ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან წა­რი­მარ­თა მომ­დევ­ნო ეტა­პი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებ­საც მო­ი­ცავ­და. პრო­ცე­სი MAN-ის თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნად­გა­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ სერ­ვის­ცენ­ტრში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც „თე­გე­ტას“ ცენ­ტრა­ლურ ფი­ლი­ალ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ბექა ბე­რი­ძე, Tegeta Truck & Bus-ის დი­რექ­ტო­რი: „MAN TRUCK AND BUS-ის გლო­ბა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­თავს ტრე­ნინ­გებს პარტნი­ო­რე­ბი­სა და დი­ლე­რე­ბის­თვის, რათა გა­აც­ნოს მათ ბრენ­დის ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ე­ბი თუ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მიმ­დი­ნა­რე წელი ყო­ფი­ლა და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ას­თან“ ერ­თად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რებს ვუ­მას­პინ­ძლეთ. „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლე­ბიც MAN-ის ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის შემ­დგო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ სრუ­ლად გაც­ნო­ბოდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ბრენ­დის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის და სა­მო­მა­ვა­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ. მსგავ­სი ტრე­ნინ­გე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ია, რად­გან ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას და ბრენ­დის ყვე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბის სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.“რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თან ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ამ ნა­წილს „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ ლექ­ტო­რე­ბი უძღვე­ბოდ­ნენ. ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი­სა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ტრე­ნინგცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი და ტექ­ნი­კე­ბი გა­აც­ნეს.

ეკა ბოლ­ქვა­ძე, „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ ბიზ­ნესტრე­ნინ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: „სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გის მსმე­ნე­ლებს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა შევ­თა­ვა­ზეთ: თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­თან ერ­თად სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვებ­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც მსმე­ნე­ლე­ბი მი­ღე­ბულ ცოდ­ნას ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სას ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ვფიქ­რობთ, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა სწო­რედ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ გა­მარ­თუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ“.

ორ­დღი­ა­ნი ტრე­ნინგ-სე­მი­ნა­რე­ბი MAN-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. კომ­პა­ნი­ა­ში ახლა მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბი­ან. მჭიდ­რო და ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გერ­მა­ნულ ბრენდთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ გა­წე­რილ გეგ­მას მიჰ­ყვე­ბა და მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე 30 ტრე­ნინ­გის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის.

თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ფო­თი­სა და ბა­თუ­მის სას­წავ­ლო სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბაც, სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 14 ახა­ლი პროგ­რა­მა ჩა­ეშ­ვე­ბა. ბა­თუ­მის სატ­რე­ნინ­გო ცენ­ტრი „თე­გე­ტას“ სა­ჭი­რო­ე­ბებს სრუ­ლად და­ფა­რავს მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო, სპე­ცტექ­ნი­კი­სა და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფოთ­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­მუ­ლა­ტო­რის დახ­მა­რე­ბით მსურ­ვე­ლე­ბი სა­პორ­ტო ტექ­ნი­კის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით გა­დამ­ზად­დე­ბი­ან.

ექ­ვსი ახა­ლი პროგ­რა­მის და­ნერგვაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში. ამას­თა­ნა­ვე, უკვე გა­წე­რი­ლია სას­წავ­ლო ვი­ზი­ტე­ბი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, სა­დაც „თე­გე­ტას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

"თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ არის ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კო­ლე­ჯი და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ტრე­ნინგცენ­ტრი, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას ტექ­ნი­კუ­რი და ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

"თე­გე­ტა აკა­დე­მია“ კომ­პა­ნი­ებს ეხ­მა­რე­ბა, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სერ­ვი­სე­ბი, ხელი შე­უ­წყონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­მუ­შაო ძა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და გა­უ­ზი­ა­რონ ახა­ლი ცოდ­ნა და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა - საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა

პირველად თბილისში MAN-ის ტრენინგები გაიმართა - საერთაშორისო შეხვედრებს „თეგეტა აკადემიამ“ უმასპინძლა

„თეგეტა აკადემიამ“ გერმანული საავტომობილო ბრენდის, MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. გერმანიიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მოწვეულმა ტრენერებმა დამსწრეებს MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები დეტალურად გააცნეს.

ორდღიანი კომპლექსური შეხვედრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, გაყიდვების ჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. საერთაშორისო ტრენინგ-სემინარს, Tegeta Truck&Bus-ის თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული გაყიდვების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. კომბინირებულ სწავლებაში, საერთო ჯამში, 15 მსმენელი იყო ჩართული.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს სივრცეში, „თეგეტა აკადემიაში“ გაიმართა. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობით ჩვენი წარმომადგენლები სემინარებს ინტენსიურად ესწრებიან. ამჯერად კი შეხვედრები უკვე ჩვენს ბაზაზე გავმართეთ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ და გვეამაყება, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებით შედგა.

"თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე მოწყობილი საერთაშორისო ტრენინგი იყო პირველი ნაბიჯი იმ მასშტაბური მიზნისკენ, რაც გვინდა, რომ, საბოლოოდ, რეგიონული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღებით დასრულდეს. მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: MAN-ის მხრიდან ჩვენი ტრენერების გადამზადება, რომლებიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ სასწავლო პროცესს თბილისში გაუძღვებიან და ასევე ლექცია-სემინარები, რომლებსაც უშუალოდ გერმანული ბრენდის წარმომადგენლები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის გამართავენ. ცოდნის გაზიარების მთავარი ცენტრი კი „თეგეტა აკადემია“ იქნება“.

სემინარი, სახელწოდებით: „MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობა და გაყიდვების მეთოდოლოგია“, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. MAN-ის ტრენერებმა მონაწილეებს გერმანული ბრენდის სატვირთო ავტომობილების აგებულება, წარმოების სპეციფიკა და კონკურენტული უპირატესობები თავდაპირველად თეორიულად გააცნეს. უშუალოდ სატვირთო ავტომანქანასთან წარიმართა მომდევნო ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა. პროცესი MAN-ის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სერვისცენტრში მიმდინარეობდა, რომელიც „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „MAN TRUCK AND BUS-ის გლობალური წარმომადგენლობა ყოველწლიურად მართავს ტრენინგებს პარტნიორებისა და დილერებისთვის, რათა გააცნოს მათ ბრენდის ტექნოლოგიურ სიახლეები თუ სამომავლო გეგმები. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა და მოხარული ვართ, რომ „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ თანამშრომლებს, რომლებიც MAN-ის ბრენდის განვითარების, გაყიდვებისა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების სერვისებში არიან ჩართული, შესაძლებლობა ჰქონდათ სრულად გაცნობოდნენ ინფორმაციას, ბრენდის ტექნიკური შესაძლებლობების, სიახლეების და სამომავალო გეგმების შესახებ. მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვაია, რადგან ის მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევას და ბრენდის ყველა უპირატესობის სრულად ათვისებას უზრუნველყოფს.“რაც შეეხება მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას, ამ ნაწილს „თეგეტა აკადემიის“ ლექტორები უძღვებოდნენ. ავტორიზებული კოლეჯისა და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს თანამედროვე მიდგომები და ტექნიკები გააცნეს.

ეკა ბოლქვაძე, „თეგეტა აკადემიის“ ბიზნესტრენინგების განვითარების სამსახურის კოორდინატორი: „საერთაშორისო ტრენინგის მსმენელებს კომბინირებული სასწავლო გეგმა შევთავაზეთ: თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზეც ვისაუბრეთ, რომელთა დახმარებითაც მსმენელები მიღებულ ცოდნას ყოველდღიური საქმიანობისას ეფექტიანად გამოიყენებენ. ვფიქრობთ, სასურველი შედეგის მიღწევა სწორედ ამ კომპონენტების კომბინაციით არის შესაძლებელი. ვიმედოვნებთ, რომ „თეგეტა აკადემიაში“ გამართული კომპლექსური შეხვედრების მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებენ“.

ორდღიანი ტრენინგ-სემინარები MAN-ის წარმომადგენლების ჩართულობით „თეგეტა აკადემიაში“ უკვე დასრულებულია. კომპანიაში ახლა მომდევნო შეხვედრებისათვის ემზადებიან. მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.

გერმანულ ბრენდთან მოლაპარაკებების დასრულებამდე „თეგეტა აკადემია“ გაწერილ გეგმას მიჰყვება და მიმდინარე წლის ბოლომდე 30 ტრენინგის ჩასატარებლად მზად არის.

თითქმის დასრულებულია ფოთისა და ბათუმის სასწავლო სივრცეების მოწყობაც, სადაც უახლოეს მომავალში, საერთო ჯამში, 14 ახალი პროგრამა ჩაეშვება. ბათუმის სატრენინგო ცენტრი „თეგეტას“ საჭიროებებს სრულად დაფარავს მსუბუქი, სატვირთო, სპეცტექნიკისა და ელექტრომობილების მიმართულებით. ფოთში კი სპეციალური სიმულატორის დახმარებით მსურველები საპორტო ტექნიკის სპეციალიზაციით გადამზადდებიან.

ექვსი ახალი პროგრამის დანერგვაა გათვალისწინებული დედაქალაქში. ამასთანავე, უკვე გაწერილია სასწავლო ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც „თეგეტას“ თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრებიან.

"თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

"თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

NS