სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
200 000-ზე მეტი ევაკუირებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და გამქრალი რუსული დროშები - ფოტოები ქალაქებიდან, რომლის ნაწილს უკვე უკრაინა აკონტროლებს
200 000-ზე მეტი ევაკუირებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და გამქრალი რუსული დროშები - ფოტოები ქალაქებიდან, რომლის ნაწილს უკვე უკრაინა აკონტროლებს

რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას­თან სა­სა­ზღვრო რე­გი­ო­ნე­ბი­დან კი­დევ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. რო­გორც reuters წერს, რუ­სუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი სწრა­ფად ცა­რი­ელ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც 6 აგ­ვის­ტოს, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის და­სავ­ლე­თის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს.

“უკ­რა­ი­ნის მი­ზა­ნია მოს­კო­ვი აიძ­ლოს შე­ა­ნე­ლოს წინსვლა ფრონ­ტის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

  • კურსკის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გლუშ­კო­ვის რა­ი­ონ­ში, სა­დაც 20 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რუ­სე­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ამ დრო­ის­თვის სულ მცი­რე 200 000 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

სმირ­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ი­ო­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბის პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცია და კურსკის პატ­რი­ოტ­თა ცენ­ტრის წევ­რე­ბი.

“ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბო, გთხოვთ, გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და შე­ას­რუ­ლოთ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია“, - წერს გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი “ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

  • რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქშიც.

ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ოლქს ყო­ველ­დღე ბომ­ბა­ვენ, რის შე­დე­გა­დაც, რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და­ინ­გრა, ხოლო ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოლ­ქის ნა­წი­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გან­ხორ­ცი­ელ­და.

დი­ლის სა­ა­თებ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რუ­სე­თის კურსკის, ვო­რო­ნე­ჟი­სა და ორი­ო­ლის ოლ­ქებ­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა­საც ერ­თე­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბის დაც­ლა მოჰ­ყვა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ძა­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით და­წი­ნა­ურ­დნენ და სამ­ხედ­რო ტყვე­თა “გაც­ვლის ფონ­დის“ შევ­სე­ბის მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია.

“უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ქა­ლაქ შე­ბე­კი­ნოს დრო­ნე­ბით შე­უ­ტი­ეს, არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი “ტე­ლეგ­რამ“ არხზე წერს. “და­შა­ვე­ბუ­ლია ოთხი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ორი მუ­შა­კი“, - წერს გლად­კო­ვი.

ქა­ლა­ქი შე­ბე­კი­ნო უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ოთხ კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. რუ­სე­თის კურსკის, ბელ­გო­რო­დი­სა და ბრი­ანსკის ოლ­ქებ­ში კი კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს.

  • ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სუ­ჯა­ში, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა აკონ­ტრო­ლებს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თით­ქმის დაც­ლი­ლია. ქუ­ჩებ­ში კი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არ არი­ან. სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბებ­ზე რუ­სუ­ლი დრო­შე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

200 000-ზე მეტი ევაკუირებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და გამქრალი რუსული დროშები - ფოტოები ქალაქებიდან, რომლის ნაწილს უკვე უკრაინა აკონტროლებს

200 000-ზე მეტი ევაკუირებული, განადგურებული ინფრასტრუქტურა და გამქრალი რუსული დროშები - ფოტოები ქალაქებიდან, რომლის ნაწილს უკვე უკრაინა აკონტროლებს

რუსეთმა უკრაინასთან სასაზღვრო რეგიონებიდან კიდევ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. როგორც reuters წერს, რუსული ქალაქები სწრაფად ცარიელდება მას შემდეგ, რაც 6 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დასავლეთის საზღვარი გადაკვეთეს.

“უკრაინის მიზანია მოსკოვი აიძლოს შეანელოს წინსვლა ფრონტის დანარჩენ ნაწილში,“ - წერს გამოცემა.

  • კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ გლუშკოვის რაიონში, სადაც 20 000 ადამიანი ცხოვრობს, ევაკუაცია მიმდინარეობს.

რუსეთის მონაცემებით, საზღვრისპირა რეგიონებიდან ამ დროისთვის სულ მცირე 200 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სმირნოვის ინფორმაციით, რაიონიდან გამგზავრების პროცესს კოორდინაციას უწევენ სამართალდამცავი უწყებები, სამხედრო პერსონალი, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის პატრიოტთა ცენტრის წევრები.

“ძვირფასო თანამემამულეებო, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას და შეასრულოთ უსაფრთხოების ძალების და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა რეკომენდაცია“, - წერს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი “ტელეგრამ“ არხზე.

  • რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ბელგოროდის ოლქშიც.

ოლქის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან.

აღსანიშნავია, რომ ოლქის ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა.

დილის საათებში გახდა ცნობილი, რომ რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც ერთეული დასახლებების დაცლა მოჰყვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ძალები რამდენიმე კილომეტრით დაწინაურდნენ და სამხედრო ტყვეთა “გაცვლის ფონდის“ შევსების მიზანი მიღწეულია.

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები“, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი “ტელეგრამ“ არხზე წერს. “დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სასწრაფო დახმარების ორი მუშაკი“, - წერს გლადკოვი.

ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში კი კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.

  • ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

მედიის ინფორმაციით, ქალაქი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია. ქუჩებში კი რუსი სამხედროები არ არიან. სამთავრობო შენობებზე რუსული დროშები უკრაინულით ჩაანაცვლეს.

იხილეთ ასევე: