პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჰაერო თავდასხმისას ლიზა და მისი ქალიშვილი ავტოსადგომში იმალებიან" - იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა: რას წერს უკრაინული მედია?
"საჰაერო თავდასხმისას ლიზა და მისი ქალიშვილი ავტოსადგომში იმალებიან" - იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა: რას წერს უკრაინული მედია?

უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც კი­ე­ვის ის­ტო­რი­ულ ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და წმინ­და სო­ფი­ას სა­კა­თედ­რო ტა­ძარს გა­დაჰ­ყუ­რებს.

  • უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ზუს­ტად გა­არ­კვია, სად მდე­ბა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­სა და რა­დას დე­პუ­ტატს გა­დას­ცა.

იას­კოს ბინა ია­როს­ლა­ვო­ვის გრა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ უბან­ში ბულ­ვარ­ნო-კუდ­რი­ავ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ადრე იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ლე­გენ­და­რუ­ლი სე­ნა­ი­ას ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც 2005 წელს და­ან­გრი­ეს. ახლა კი ხუთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი დგას, 5-დან 19 სარ­თუ­ლამ­დე.

"სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გო­მი აქვს, რო­მელ­საც ომის პე­რი­ოდ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი თავ­შე­საფ­რად იყე­ნე­ბენ. სწო­რედ იქ იმა­ლე­ბა ხოლ­მე ლიზა იას­კო ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს. ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა. ”ბავ­შვის ეტ­ლით ვი­ყა­ვი ღა­მით პარ­კინგზე, კი­ევ­ზე და სხვა ქა­ლა­ქებ­ზე თავ­დას­ხმის გამო,” - წერ­და ლიზა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მან არა მარ­ტო ბინა მი­ი­ღო

რო­გორც ადრე უკ­რა­უ­ნუ­ლი მე­დია წერ­და, იას­კო და სა­ა­კაშ­ვი­ლის ორი წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი 2023 წლის აპ­რილ­ში 97,2 მ2 ფარ­თო­ბის ბი­ნის მფლო­ბე­ლი გახ­დნენ. ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იას­კოს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით 5 მი­ლი­ონ 613 ათა­სი გრივ­ნაა (366 ათა­სი ლარი). ქო­ნე­ბა დედა-შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­დას­ცა - შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2021 წლის შე­მოდ­გო­მი­დან იხ­დის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ში.

"ლიზა იას­კო და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე სარ­გებ­ლო­ბენ კი­ე­ვის რე­გი­ო­ნის სო­ფელ ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სახ­ლით, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას ეკუთ­ვნის. მაგ­რამ იქა­ურ ქო­ნე­ბას იას­კო გან­კარ­გავს", - წერს მე­დია. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, იას­კომ გა­ლავ­ნი­დან აიღო უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის დიდი დრო­შე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილ­მა იქ ცხოვ­რე­ბი­სას და­ა­მაგ­რა. მან ასე­ვე და­ას­რუ­ლა ად­გილ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში და­ი­წყო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"საჰაერო თავდასხმისას ლიზა და მისი ქალიშვილი ავტოსადგომში იმალებიან" - იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა: რას წერს უკრაინული მედია?

"საჰაერო თავდასხმისას ლიზა და მისი ქალიშვილი ავტოსადგომში იმალებიან" - იასკო სააკაშვილის ნაჩუქარ 6 მილიონიან სახლში გადავიდა: რას წერს უკრაინული მედია?

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარ ბინაში გადავიდა, რომელიც კიევის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარს გადაჰყურებს.

  • უკრაინული მედია წერს, რომ ზუსტად გაარკვია, სად მდებარეობს საცხოვრებელი, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსმა თავის პატარა ქალიშვილსა და რადას დეპუტატს გადასცა.

იასკოს ბინა იაროსლავოვის გრადის საცხოვრებელ უბანში ბულვარნო-კუდრიავსკაიას ქუჩაზე მდებარეობს. ადრე იქ განთავსებული იყო ლეგენდარული სენაიას ბაზარი, რომელიც 2005 წელს დაანგრიეს. ახლა კი ხუთი საცხოვრებელი კომპლექსი დგას, 5-დან 19 სართულამდე.

"საცხოვრებელ კომპლექსს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი აქვს, რომელსაც ომის პერიოდში მაცხოვრებლები თავშესაფრად იყენებენ. სწორედ იქ იმალება ხოლმე ლიზა იასკო ქალიშვილთან ერთად საჰაერო თავდასხმის დროს. ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ”ბავშვის ეტლით ვიყავი ღამით პარკინგზე, კიევზე და სხვა ქალაქებზე თავდასხმის გამო,” - წერდა ლიზა.

სააკაშვილისგან მან არა მარტო ბინა მიიღო

როგორც ადრე უკრაუნული მედია წერდა, იასკო და სააკაშვილის ორი წლის ქალიშვილი ჟასმინი 2023 წლის აპრილში 97,2 მ2 ფართობის ბინის მფლობელი გახდნენ. ქონების ღირებულება იასკოს დეკლარაციის მიხედვით 5 მილიონ 613 ათასი გრივნაა (366 ათასი ლარი). ქონება დედა-შვილს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გადასცა - შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 2021 წლის შემოდგომიდან იხდის სასჯელს საქართველოს ციხეში.

"ლიზა იასკო და მისი ქალიშვილი ასევე სარგებლობენ კიევის რეგიონის სოფელ ლესნიკში მდებარე სახლით, რომელიც სააკაშვილის დედას ეკუთვნის. მაგრამ იქაურ ქონებას იასკო განკარგავს", - წერს მედია. ადგილობრივი მედიის ცნობით, იასკომ გალავნიდან აიღო უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დიდი დროშები, რომლებიც სააკაშვილმა იქ ცხოვრებისას დაამაგრა. მან ასევე დაასრულა ადგილზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც აპრილში დაიწყო.

წაიკითხეთ ასევე: