სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ითქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით?
რა ითქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით?

გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მე-16 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რით, გა­მოვ­ლინ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა მისი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სად­მი.

მათ მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო.

"2024 წლის 14 აგ­ვის­ტოს, გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ, და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის მე-16 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა.

სხდო­მის ფარ­გლებ­ში, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წი­ნა­შე მოხ­სე­ნე­ბით წარ­სდგა გა­ე­როს­თან მალ­ტის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ფრან­ჩეს­კა გატი, რო­მელ­მაც საბ­ჭოს წევ­რებს ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­დი­ას­თან ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის - აშშ-ის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, საფ­რან­გე­თის, ია­პო­ნი­ის, მალ­ტა­სა და სლო­ვე­ნი­ის, ასე­ვე საბ­ჭოს მო­მა­ვა­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის - და­ნი­ი­სა და სა­ბერ­ძნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში მათ აღ­ნიშ­ნეს, რომ 16 წელი გა­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო შეჭ­რის შემ­დეგ. 2008 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რით, გა­მოვ­ლინ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა მისი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა და ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სად­მი.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო. მათ დაგ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფელ აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სას­ტი­კი შეჭ­რა და განგძრო­ბა­დი უკა­ნო­ნო გან­ლა­გე­ბა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ე­რო-ს ქარ­ტი­ას, რუ­სე­თის ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი, და ამ რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ორი­ვე რე­გი­ო­ნის რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კურ, სამ­ხედ­რო, იუს­ტი­ცი­ის, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში ინ­კორ­პო­რი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, მათ შო­რის, ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რა, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბის - ბიჭ­ვინ­თის კუ­რორ­ტის, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­სა და ოჩამ­ჩი­რის პორ­ტის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მა, უკა­ნო­ნო ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

აშშ-ის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, საფ­რან­გე­თის, ია­პო­ნი­ის, მალ­ტას, სლო­ვე­ნი­ის, და­ნი­ი­სა და სა­ბერ­ძნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დეს რუ­სეთს, სრუ­ლად შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით ხელ­მო­წე­რი­ლი 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა ითქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით?

რა ითქვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით?

გაერო-ს უშიშროების საბჭომ, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

  • უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებით, 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.

მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო.

"2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო. მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების - ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

წაიკითხეთ ასევე: