პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის მიერ განადგურებული რუსეთის 4 აეროდრომი, ბუნკერებში გახიზნული ადგილობრივები და დაცარიელებული ქალაქები: რა შეიცვალა ღამის განმავლობაში?
უკრაინის მიერ განადგურებული რუსეთის 4 აეროდრომი, ბუნკერებში გახიზნული ადგილობრივები და დაცარიელებული ქალაქები: რა შეიცვალა ღამის განმავლობაში?

უკვე მე­ცხრე დღეა, რაც რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ონ­ში და მიმ­დე­ბა­რედ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა.

6 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 22-ე მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის და­ნა­ყო­ფებ­მა, გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბით, ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­თა და მო­ბი­ლუ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბით, სა­კუ­თა­რი არ­ტი­ლე­რი­ი­სა და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სუ­ჯას­თან გა­და­ლა­ხეს და ამ დრომ­დე წარ­მა­ტე­ბით მი­ი­წე­ვენ წინ.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ო­ნის 74 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს აკონ­ტრო­ლებს, ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა.

15 აგ­ვის­ტო - ბოლო ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლი წერ­ტი­ლი­დან:

  • უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი რუ­სე­თის ოთხ აე­როდ­რომ­ზე თავ­დას­ხმას ადას­ტუ­რებს

“უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი­სა და მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა 14 აგ­ვის­ტოს ღა­მით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვო­რო­ნე­ჟის, კურსკის და ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოთხ აე­როდ­რომს შე­უ­ტი­ეს“, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გენშტა­ბის ცნო­ბით, დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე : “ხა­ლი­ნო“, “სა­ვას­ლე­ი­კა“, “ბო­რი­სოგ­ლებსკი“ და “ბალ­ტი­მო­რი“.

“აღ­ნიშ­ნულ აე­როდ­რო­მებ­ზე ბა­ზი­რე­ბუ­ლია არ­მი­ის ავი­ა­ცია, “სუ-34“ ტი­პის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ბომბდამ­შე­ნი, “სუ-35“ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი და მტრის სხვა სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბი“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

მათი გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე იყო საწ­ვა­ვის და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის სა­წყო­ბე­ბი და სა­ა­ვი­ა­ციო ია­რა­ღი. თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბი ზუს­ტდე­ბა.

ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს­თან ერ­თად.

  • ღა­მით უკ­რა­ი­ნას 3 რა­კე­ტით და 29 თვითმფრი­ნა­ვით შე­უ­ტი­ეს - ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­მით უკ­რა­ი­ნას 3 რა­კე­ტით და 29 თვითმფრი­ნა­ვით შე­უ­ტი­ეს - ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი.

  • სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და ელექტრო­ნუ­ლი ომის სის­ტე­მებ­მა თვითმფრი­ნა­ვი ნი­კო­ლა­ე­ვის, ჩერ­კა­სის, კი­რო­ვოგ­რა­დის, ხერ­სო­ნის, ზა­პო­რო­ჟი­ეს, სუ­მის, ჩერ­ნი­გო­ვი­სა და კი­ე­ვის რე­გი­ო­ნებ­ში ჩა­მო­აგ­დეს.
  • რუ­სეთ­ში კურსკის ოლ­ქის გლუშ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს

რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა უკ­რა­ი­ნის მო­სა­ზღვრე გლუშ­კოვ­სკის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­თა ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. რა­ი­ო­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბის პრო­ცესს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწე­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, სამ­ხედ­რო პერ­სო­ნა­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცია და კურსკის პატ­რი­ოტ­თა ცენ­ტრის წევ­რე­ბი.

  • ქა­ლა­ქი სუჯა

TSN-ის კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა ცხელ წერ­ტილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სუ­ჯას მკვიდრთა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­და­ი­ღეს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ნა­გორ­ნა­ია იტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლა­ქი თით­ქმის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბუ­ლია.

ფო­ტო­ებ­ზე ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი, სა­ნამ მათი ევა­კუ­ა­ცია მოხ­დებ­დო­და.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვის ფონ­ზე კურსკი­სა და ბელ­გო­რო­დის ოლ­ქე­ბის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებს ტო­ვე­ბენ. მა­ნამ­დე ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და კურსკის ოლ­ქის ბოლ­შე­სოლ­დაც­კის, კო­რე­ნევ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში. გარ­და ამი­სა, მე­ზო­ბე­ლი ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის კრას­ნო­ი­ა­რუჟს­კის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლებ­მა თით­ქმის მთლი­ა­ნად და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია.

კურსკის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა 12 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, რომ ოლ­ქში 120 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

  • უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა კურსკში ბუ­ფე­რუ­ლი ზონა შექ­მნეს

უკ­რა­ი­ნის ომ­ბუდსმე­ნის, დმიტ­რო ლუ­ბი­ნე­ცის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით კურსკის რე­გი­ონ­ში ბუ­ფე­რუ­ლი ზონა შექ­მნეს.

“შე­ვუ­ერ­თდი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სხდო­მას, რო­მელ­ზეც კურსკის ოლ­ქში სას­ტა­ბი­ლი­ზა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. თავ­დაც­ვის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში, გა­ე­როს ქარ­ტი­ის 51-ე მუხლთან შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნას უფ­ლე­ბა აქვს არა მხო­ლოდ თავს იცავ­დეს, არა­მედ უნდა იცავ­დეს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თლის მო­თხოვ­ნებს…

ამი­ტომ ჩვენ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით კურსკის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე “ბუ­ფე­რუ­ლი (სა­ნი­ტა­რუ­ლი) ზონა” შექ­მნეს… “ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში” სურ­სა­თის, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა სხვა სა­ჭი­რო საგ­ნე­ბის მი­წო­დე­ბა უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი”, - წერს ლუ­ბი­ნე­ცი.

გუ­შინ, 14 აგ­ვის­ტოს კი ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, “კურსკის რე­გი­ონ­ში კარ­გი წინსვლაა და უკ­რა­ი­ნა სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს აღ­წევს“.

“კარ­გი წინსვლაა დღეს კურსკის რე­გი­ონ­ში - ვაღ­წევთ ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ვავ­სეთ, ასე­ვე, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს გაც­ვლი­თი ფონ­დი [რუსი ტყვე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა]. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა წე­სე­ბის დაც­ვით ომობს და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს, უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვი­თი ოპე­რა­ცია კურსკის ოლ­ქში 6 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კო­რე­ნევ­სკის, სუ­ჯანსკი­სა და ბე­ლოვ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში. კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა 12 აგ­ვის­ტოს გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მის რე­გი­ონ­ში 28 და­სახ­ლე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, მათ 74 და­სახ­ლე­ბა აი­ღეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

უკრაინის მიერ განადგურებული რუსეთის 4 აეროდრომი, ბუნკერებში გახიზნული ადგილობრივები და დაცარიელებული ქალაქები: რა შეიცვალა ღამის განმავლობაში?

უკრაინის მიერ განადგურებული რუსეთის 4 აეროდრომი, ბუნკერებში გახიზნული ადგილობრივები და დაცარიელებული ქალაქები: რა შეიცვალა ღამის განმავლობაში?

უკვე მეცხრე დღეა, რაც რუსეთის კურსკის რეგიონში და მიმდებარედ საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს და ამ დრომდე წარმატებით მიიწევენ წინ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, ვითარება ყოველდღიურად იცვლება.

15 აგვისტო - ბოლო ინფორმაცია ცხელი წერტილიდან:

  • უკრაინის გენშტაბი რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმას ადასტურებს

“უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფებმა 14 აგვისტოს ღამით რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის, კურსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ოთხ აეროდრომს შეუტიეს“, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამხედრო აეროდრომებზე : “ხალინო“, “სავასლეიკა“, “ბორისოგლებსკი“ და “ბალტიმორი“.

“აღნიშნულ აეროდრომებზე ბაზირებულია არმიის ავიაცია, “სუ-34“ ტიპის გამანადგურებელი ბომბდამშენი, “სუ-35“ გამანადგურებელი და მტრის სხვა სამხედრო თვითმფრინავები“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათი განმარტებით, მთავარი სამიზნე იყო საწვავის და საპოხი მასალების საწყობები და საავიაციო იარაღი. თავდასხმის შედეგები ზუსტდება.

ოპერაციებში მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად.

  • ღამით უკრაინას 3 რაკეტით და 29 თვითმფრინავით შეუტიეს - ჩამოგდებულია ყველა უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით უკრაინას 3 რაკეტით და 29 თვითმფრინავით შეუტიეს - ჩამოგდებულია ყველა უპილოტო საფრენი აპარატი.

  • საჰაერო თავდაცვის ძალებმა და ელექტრონული ომის სისტემებმა თვითმფრინავი ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში ჩამოაგდეს.
  • რუსეთში კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უკრაინის მოსაზღვრე გლუშკოვსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. რაიონიდან გამგზავრების პროცესს კოორდინაციას უწევენ სამართალდამცავი უწყებები, სამხედრო პერსონალი, ადგილობრივი ადმინისტრაცია და კურსკის პატრიოტთა ცენტრის წევრები.

  • ქალაქი სუჯა

TSN-ის კორესპონდენტებმა ცხელ წერტილში მდებარე ქალაქ სუჯას მკვიდრთა მდგომარეობა გადაიღეს. როგორც ჟურნალისტი ნატალია ნაგორნაია იტყობინება, ქალაქი თითქმის გაუკაცრიელებულია.

ფოტოებზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დატოვებული წარწერები, სანამ მათი ევაკუაცია მოხდებდოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფონზე კურსკისა და ბელგოროდის ოლქების სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლები თავიანთ სახლებს ტოვებენ. მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის, კორენევსკის რაიონებში. გარდა ამისა, მეზობელი ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებლებმა თითქმის მთლიანად დატოვეს ტერიტორია.

კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ოლქში 120 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

  • უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს.

“შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, უკრაინას უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს…

ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე “ბუფერული (სანიტარული) ზონა” შექმნეს… “ბუფერულ ზონაში” სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, - წერს ლუბინეცი.

გუშინ, 14 აგვისტოს კი ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა. მისი თქმით, “კურსკის რეგიონში კარგი წინსვლაა და უკრაინა სტრატეგიულ მიზანს აღწევს“.

“კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა]. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა წესების დაცვით ომობს და ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე არსებობს, უნდა დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯანსკისა და ბელოვსკის რაიონებში. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მის რეგიონში 28 დასახლებას აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, მათ 74 დასახლება აიღეს.

იხილეთ ასევე: