ავტორი:

რატომ "იჭედება" ბათუმი? - "ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს"

რატომ "იჭედება" ბათუმი? - "ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს"

"ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს" - ასე ეხმაურება "ბიზნესპრესნიუსთან" ბათუმში არსებულ საცობებს "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა.

  • როგორც კვაშილავა აღნიშნავს, ბათუმში არსებული საცობები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ქუჩებსა და ქალაქის შესასვლელში, განპირობებულია ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნითა და მობილობით.

"ბათუმს თავისი მობილობის გეგმა ჰქონდა და არ ვიცი თუ დაამტკიცა. ზოგადად, ურბანული მობილობის დროს (ვიცით რომ ზაფხულში მეტი გადაადგილება და მოთხოვნაა) რაღაც გეგმა უნდა არსებობდეს.

მსგავსი მობილობის დროს, რაღაცები უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საცობები ჩვეულებრივ რეჟიმში არ ხდება. უნდა მოხდეს ამის სწორად დაგეგმარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უკეთესად დაგეგმილი, პარკინგის საკითხი უნდა იყოს მოგვარებული და ა.შ“, - ამბობს გელა კვაშილავ...წაიკითხეთ ასევე