სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შეიძლება, ამის გამო “ნაცმოძრაობაში” ვინმემ თანამდებობა დატოვოს“ - სანდრო რაქვიაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება
“შეიძლება, ამის გამო “ნაცმოძრაობაში” ვინმემ თანამდებობა დატოვოს“ - სანდრო რაქვიაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება

“ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტყუ­ი­ლი თქვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც მის ინ­ფორ­მი­რე­ბას აკე­თებს", - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” წევ­რმა, სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ შეხ­ვედ­რა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გენ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვერ ეტყვის, რომ იმ მო­მენ­ტში მისი სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იყო.

“ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტყუ­ი­ლი თქვა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც ინ­ფორ­მი­რე­ბას აკე­თებს. იმი­ტომ, რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ კონ­გრეს­მე­ნე­ბი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რე­ბიც იყ­ვნენ იმ შეხ­ვედ­რა­ზე და უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბო­და, არ ეთ­ქვათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რომ მისი სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” წარ­მო­ად­გენ­და ამ შეხ­ვედ­რა­ზე, ვერ ეტყვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, რომ მისი სა­კი­თხი არ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი იმ მო­მენ­ტში. არც იყო ეს ფორ­მა­ტი, ჩვენც ხომ იქ ვი­ყა­ვით. მგო­ნი, უბ­რა­ლოდ, არას­წო­რი ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის. ზო­გა­დად, რაც ემარ­თე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, ნათ­ლად ჩანს, რომ ლი­დერ­სა და და­ნარ­ჩენ პარ­ტი­ას შო­რის დარ­ღვე­უ­ლი აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია ამ ფაქ­ტის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, რაქ­ვი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში” ამის გამო შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს.

“შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს “ნა­ცებ­ში” ან ვინ­მეს გა­უბ­რაზ­დეს, არ ვიცი. თვი­თონ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” საქ­მეა და სა­ბო­ლო­ოდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტო­მაც არის “ნი­უ­სი” ჩემი აზ­რით, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი მკვდა­რია ამ ქვე­ყა­ნა­ში”,- გა­ნა­ცხა­და რაქ­ვი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო გან­მარ­ტავს, რომ სე­ნა­ტო­რი შა­ჰი­ნი­სა და კონ­გრეს­მე­ნი ტერ­ნე­რის “ბოლო ვი­ზი­ტის დროს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ხილ­ვის თემა არ ყო­ფი­ლა“.

“გან­ხილ­ვის თემა იყო ის, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს სურს სა­ქარ­თვე­ლოს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან უნდა იყოს. მათ წი­ნა­და­დე­ბას ვე­ლით”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“შეიძლება, ამის გამო “ნაცმოძრაობაში” ვინმემ თანამდებობა დატოვოს“ - სანდრო რაქვიაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება

“შეიძლება, ამის გამო “ნაცმოძრაობაში” ვინმემ თანამდებობა დატოვოს“ - სანდრო რაქვიაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება

“ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც მის ინფორმირებას აკეთებს", - ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, სავარაუდოდ, ის ხალხი, რომელიც ამ შეხვედრაზე “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა, მიხეილ სააკაშვილს ვერ ეტყვის, რომ იმ მომენტში მისი საკითხი აქტუალური არ იყო.

“ეჭვი მეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტყუილი თქვა, ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს, რომ ასე უთხრეს მათ, ვინც ინფორმირებას აკეთებს. იმიტომ, რომ ჩამოვიდნენ კონგრესმენები, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იყვნენ იმ შეხვედრაზე და უცნაური იქნებოდა, არ ეთქვათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მისი საკითხი არ განიხილებოდა. სავარაუდოდ, ის ხალხი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა ამ შეხვედრაზე, ვერ ეტყვის მიხეილ სააკაშვილს, რომ მისი საკითხი არ იყო აქტუალური იმ მომენტში. არც იყო ეს ფორმატი, ჩვენც ხომ იქ ვიყავით. მგონი, უბრალოდ, არასწორი ინფორმირება მოხდა მიხეილ სააკაშვილის. ზოგადად, რაც ემართება “ნაციონალურ მოძრაობას”, ნათლად ჩანს, რომ ლიდერსა და დანარჩენ პარტიას შორის დარღვეული აქვთ კომუნიკაცია, რაც ცუდად აისახება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებებზე”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის საპასუხო რეაქცია ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ, რაქვიაშვილმა აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ამის გამო შეიძლება, ვინმემ თანამდებობა დატოვოს.

“შეიძლება ვიღაცამ თანამდებობა დატოვოს “ნაცებში” ან ვინმეს გაუბრაზდეს, არ ვიცი. თვითონ “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა და საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმიტომაც არის “ნიუსი” ჩემი აზრით, რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია ამ ქვეყანაში”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განმარტავს, რომ სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის “ბოლო ვიზიტის დროს პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა“.

“განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით”, - ნათქვამია განცხადებაში.