ავტორი:

ზურა ბერიკაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს - მსახიობს დახმარება ესაჭიროება

ზურა ბერიკაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს - მსახიობს დახმარება ესაჭიროება

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს:

“ძვირფასო ხალხო, ჩემ საყვარელ ბიძას ისევ ესაჭიროება სისხლი.

თუ ვინმე შეძლებთ დახმარებას, შეგიძლიათ მიხვიდეთ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ჩააბაროთ ნებისმიერი ჯგუფის სისხლი და ამის სანაცვლოდ ზურასთვის მოგვცემენ შესაბამისი ჯგუფის სისხლს.

უდიდესი მადლობა ყველას, ვინც შეძლებთ დახმარებას“, - წერს მსახიობის დის შვილი, ანანო მაისურაძე.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ, მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

მოგვიანებით ქალბატონმა მანანამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ambebi.ge-სთან ისაუბრა.