მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხა­ზე­თის ომის და­წყე­ბი­დან 32 წელი გა­ვი­და. 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მელ­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, აფხა­ზეთ­ში რკი­ნიგ­ზა­ზე წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი შე­იყ­ვა­ნეს. როცა ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი აფხა­ზეთ­ში შე­ვიდ­ნენ, აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას მიერ უკა­ნო­ნოდ შექ­მნილ­მა ე.წ. აფხა­ზურ­მა გვარ­დი­ამ ქარ­თულ შე­ნა­ერ­თს ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოხუ­რე­ი­ში მდე­ბა­რე საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნა.

აფხა­ზეთ­ში 14 აგ­ვის­ტოს და­წყე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგ­რძელ­და და 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბერს სო­ხუ­მის და­ცე­მით დას­რულ­და. სო­ხუ­მის აღე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში აფხა­ზუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის გარ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, ისე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ზა­კე­ბი და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი.

ომის შე­დე­გად აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა 300 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს, უმე­ტე­სად ქარ­თუ­ლი ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებს მო­უ­წი­ათ. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხით 10 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.