მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია - გზა უცხო ქვეყანაში და სამშობლოს ნოსტალგია: ინტერვიუ არქივიდან
გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია - გზა უცხო ქვეყანაში და სამშობლოს ნოსტალგია: ინტერვიუ არქივიდან

გარ­და­იც­ვა­ლა აშშ-ში მცხოვ­რე­ბი მუ­სი­კო­სი ლე­ვან შენ­გე­ლია. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლე­ბენ.

"რა­ნა­ი­რად ჩუ­მად წახ­ვე­დი, არ გე­კად­რე­ბო­და ასე ჩუ­მად და უხ­მა­უ­როდ გა­პარ­ვა ჩე­მებ­თან... შერ­მი­კოს უყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან! შენ ჩემი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მაე იქ­ნე­ბი ყო­ველ­თვის! ძაან მატ­კი­ნე გული, არ ვი­ყა­ვი ამის ღირ­სი შენ­გან, ხო მი­თხა­რი კარ­გად ვარო… ძაან მო­მე­ნატ­რე­ბი იცო­დე, მო­მი­კი­თხე ჩე­მე­ბი და იქ აცი­ნე ბევ­რი ჩვენ ის­ტო­რი­ებ­ზე… ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო გენ­კა მგო­ბა­რო, ღმერ­თო, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ამას შენ­ზე ვწერ…. ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია სამ­ყა­რო უშე­ნოდ", - წერს მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი.

ის წლე­ბის წინ წა­ვი­და უცხო­ეთ­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­და.

"მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლის დროს, 1991 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ამე­რი­კე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, მათ შო­რის იყო ჯუ­ლი­ან ლე­ნო­ნი (ჯონ ლე­ნო­ნის შვი­ლი). ენა არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მუ­სი­კამ "თა­ვი­სი ქნა" და მე იქვე, თარ­ჯიმ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მთხო­ვეს, ჩემი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ამე­რი­კა­ში გა­მეგ­ზავ­ნა. სულ მალე, ზუს­ტად 14 მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღე. ავირ­ჩიე ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რე.

სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ი­ა­მი­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც გე­ნი­ა­ლურ კუ­ბელ მუ­სი­კო­სებ­თან მოვ­ხვდი. სრუ­ლი სი­გი­ჟე იყო, მათ გვერ­დით მუ­შა­ო­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და. ლა­თი­ნუ­რი მუ­სი­კა კარ­გად შე­ვის­წავ­ლე, მერე და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­მო­ვი­ა­რე", - ჰყვე­ბო­და მუ­სი­კო­სი ჟურ­ნალ "გზას­თან" 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში.

  • გა­თა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- არ მიყ­ვარს ხალ­ხმრავ­ლო­ბა, ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბა. ვით­რგუ­ნე­ბი, როცა ზედ­მე­ტად მა­ქე­ბენ. ცხა­დია, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოც არის, მაგ­რამ მე­რი­დე­ბა. ვინ­მე რომ მე­ტყვის, მა­გა­რი მუ­სი­კო­სი ხარო, ავი­წუ­რე­ბი ხოლ­მე. არას­დროს ვარ ჩემი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი და არას­დროს ვუს­მენ სა­კუ­თარ მუ­სი­კას. როცა უნდა გა­და­ვა­მოწ­მო რა­ღაც, იმ თვალ­საზ­რი­სით თუ მო­ვუს­მენ და მერე - შან­სი არ არის.

3-4 თვის წინ უც­ნა­უ­რად ვიგ­რძე­ნი თავი და ექიმ­თან მი­ვე­დი. მა­ნამ­დე დი­ე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, თან რა­ღაც სა­მა­ჯუ­რი მომ­ცეს, - წო­ნის კლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბაო... მოკ­ლედ, ექი­მებ­მა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­მი­ჩი­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პირ­ვე­ლი სტა­დია იყო. აი, ამის შემ­დეგ ნამ­დვი­ლად მივ­ხვდი, ხალ­ხს თურ­მე რო­გორ ვყვა­რე­ბი­ვარ. მა­ნამ­დეც არ მაკ­ლდა სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ როცა ჩემი ავად­მყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი გამ­ჟღავ­ნდა, ნამ­დვი­ლი შე­მო­ტე­ვა მა­შინ და­ი­წყო, თან ისე­თი, რომ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მე­ტი­რე­ბა ხოლ­მე. სა­ოც­რე­ბებს სჩა­დი­ან ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი და ალ­ბათ, ეს ავად­მყო­ფო­ბა უნდა გა­და­მე­ტა­ნა, მათი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი რომ მეგ­რძნო... იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გავ­დი­ო­დი, ვე­რი­დე­ბო­დი გა­რეთ გას­ვლას, რომ რა­ი­მე ვირუ­სი არ ამ­კი­დე­ბო­და. ჰოდა, არა მარ­ტო ახ­ლობ­ლე­ბი თუ ნაც­ნო­ბე­ბი, უც­ნო­ბე­ბიც მი­რე­კავ­დნენ. ფი­ნან­სებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მაქვს, აქ სას­წა­უ­ლე­ბი მოხ­და. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში დგო­მა ვი­ცით, მაგ­რამ... არ ვიცი, რო­გორ გად­მოგ­ცეთ ის სი­გი­ჟე, რაც აქ ხდე­ბო­და. აი, მა­გა­ლი­თად, ალას­კა­დან ლი­მონს მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ფლო­რი­დი­დან - თაფლს და პუ­ერ­ტო-რი­კო­დან - გარ­გარს, ყვე­ლა­ფე­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი უნდა მი­ი­ღოო. აი, ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი.

- მკურ­ნა­ლო­ბის ეტა­პი დას­რულ­და და ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის?

- მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი დამ­რჩა გა­სავ­ლე­ლი, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად, პრობ­ლე­მა დაძ­ლე­უ­ლია... ისე, მოდი, ამ მო­კი­თხვე­ბის მე­ო­რე მხა­რე­ზეც ვი­ტყვი: უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც რომ და­ი­ნა­ხეს, გავ­ხდი, მო­წე­რა და­ი­წყეს: მას­წავ­ლე შენი დი­ე­ტაო. კი­დევ, მი­რე­კავ­და, მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნი და მეც­ნო­ბო­და, რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ან დოქ­ტო­რი და ა.შ. მირ­ჩევ­დნენ, - აი, ამის ფო­თო­ლი და­ღე­ჭეთ, კურ­კუ­მა ჭა­მეთ, ყვავს შე­ხე­დე­თო. მოკ­ლედ, "ნატ­ვრის ხის" პერ­სო­ნა­ჟი მე­გო­ნა თავი და ლა­მის გა­და­ვი­რიე, - ხალ­ხო, თავი და­მა­ნე­ბეთ-მეთ­ქი (იცი­ნის).

უა­რე­სიც და­მე­მარ­თა. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, რომ ამ­ბო­ბენ, გა­ჭირ­ვე­ბულ კაცს ქვა აღ­მარ­თში მი­ე­წე­ვაო?! ჰოდა, სას­წა­უ­ლი შე­მემ­თხვა. მოკ­ლედ, როცა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა და­მიდ­გი­ნეს, კლი­ნი­კი­დან გა­მო­სუ­ლი მე­გობ­რის ელექტრო­მან­ქა­ნას­თან ჩა­ვი­ცუცქე. პატ­რონ­მა არ იცო­და, იქ რომ ვი­ყა­ვი, დაძ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფეხ­ზე გა­და­მი­ა­რა. იმის მერე და­მი­ბუჟ­და ფეხი. ცხა­დია, ისევ ექიმ­თან დამ­ჭირ­და მის­ვლა, რო­მელ­მაც და­მამ­შვი­და: ნუ გე­ში­ნია, არა­ფე­რი გჭირს, და­ბუ­ჟე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სით გა­ივ­ლი­სო. მაგ­რამ 3 თვე ასე ფე­ხებ­და­ბუ­ჟე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი...

  • ორი სამ­შობ­ლო... და არ­ჩე­ვა­ნი

- უკვე დიდი ხა­ნია, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მაქვს - სა­ქარ­თვე­ლო­სი და ამე­რი­კის. ხან­და­ხან მე­კი­თხე­ბი­ან, ამე­რი­კა­ზე რას ფიქ­რობ­თო? - რა უნდა ვი­ფიქ­რო? ამ ქვე­ყა­ნა­ზე ისე­ვე მე­ფიქ­რე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რად­გან ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ გა­ვა­ტა­რე. ქარ­თვე­ლი რომ ვარ, ეს კოდი ცხა­დია, ვე­რა­ვინ "ამო­მიგ­დო", სულ სამ­შობ­ლოს­კენ მი­მი­წევს გული, მაგ­რამ როცა იქ ვარ, აქა­უ­რო­ბაც მე­ნატ­რე­ბა.

ორი აზრი არ არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ბო­ლო­ოდ სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი და და­ვი­წყე კი­დეც უკვე ამა­ზე ზრუნ­ვა, პა­ტა­რა ქო­ხის აშე­ნე­ბა მინ­და. აქ ხალ­ხი პენ­სი­ა­ში რომ გა­დის, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მერე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და მეც ეს მაქვს გეგ­მა­ში. მანდ რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, მხო­ლოდ "ერთ გზას" ვყი­დუ­ლობ, რად­გან თუ წი­ნას­წარ ვიცი, რო­დის უნდა წა­მო­ვი­დე ამე­რი­კა­ში, ამ დღის მო­ახ­ლო­ე­ბა მა­ნერ­ვი­უ­ლებს...

ვდარ­დობ ჩემს ხალ­ხზე. რაც თავი მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას უჭირს თა­ვის გა­ტა­ნა და ეს რა­ი­ო­ნებ­ში უფრო თვალ­სა­ჩი­ნოა. ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სამ­ტრე­დი­ა­ში ხში­რად ვხვდე­ბო­დი მში­ერ ადა­მი­ა­ნებს და ვი­საც მა­შინ არ ჰქონ­და, დღე­საც არა­ფე­რი აბა­დია. არ არის კარ­გი სი­ტუ­ა­ცია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიმ­ძიმს და იმის მე­ში­ნია, სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლის გა­რე­შე არ დარ­ჩეს...

გვერ­დზე რომ გა­ი­ხე­დავ და მე­ზო­ბელს ვერ იპო­ვი, უეჭ­ვე­ლი ამე­რი­კა­ში იქ­ნე­ბა წა­მო­სუ­ლი ან სად­მე სხვა­გან. ჰოდა, ვინ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?.. ცუ­დია, რომ ხალ­ხს არა აქვს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და ეს რა­ტო­მაც ხდე­ბა, ყვე­ლამ ვი­ცით...

მინ­და ჩემი ხალ­ხი კარ­გად იყოს. გული დარ­დით მევ­სე­ბა, როცა ვუ­ყუ­რებ და­ბე­ჩა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, აქე­დან 4 ჩე­მო­და­ნი ტა­ნი­სა­მო­სი და ფეხ­საც­მე­ლი თუ მი­მაქვს, იქი­დან ცალ-ცალი კა­ლო­შით ჩა­მოვ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს მანდ ვტო­ვებ. თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მას რას უშ­ვე­ლის და რა სა­ლა­პა­რა­კოა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია - გზა უცხო ქვეყანაში და სამშობლოს ნოსტალგია: ინტერვიუ არქივიდან

გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია - გზა უცხო ქვეყანაში და სამშობლოს ნოსტალგია: ინტერვიუ არქივიდან

გარდაიცვალა აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი ლევან შენგელია. ამის თაობაზე ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"რანაირად ჩუმად წახვედი, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან... შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძაან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხო მითხარი კარგად ვარო… ძაან მომენატრები იცოდე, მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენ ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე, ჩემო გენკა მგობარო, ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ…. ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ", - წერს მომღერალი ნინი შერმადინი.

ის წლების წინ წავიდა უცხოეთში, სადაც წარმატებით მოღვაწეობდა.

"მესამე კურსზე სწავლის დროს, 1991 წელს თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკელი კომპოზიტორები, მათ შორის იყო ჯულიან ლენონი (ჯონ ლენონის შვილი). ენა არ ვიცოდი, მაგრამ მუსიკამ "თავისი ქნა" და მე იქვე, თარჯიმნის საშუალებით მთხოვეს, ჩემი აუდიოჩანაწერები ამერიკაში გამეგზავნა. სულ მალე, ზუსტად 14 მოწვევა მივიღე. ავირჩიე ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტი და ამერიკაში გავემგზავრე.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ მაიამიში გადავედი, სადაც გენიალურ კუბელ მუსიკოსებთან მოვხვდი. სრული სიგიჟე იყო, მათ გვერდით მუშაობა მსიამოვნებდა. ლათინური მუსიკა კარგად შევისწავლე, მერე დავიწყე მოგზაურობა და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანა შემოვიარე", - ჰყვებოდა მუსიკოსი ჟურნალ "გზასთან" 2023 წლის დეკემბერში.

  • გათავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- არ მიყვარს ხალხმრავლობა, ზედმეტი ყურადღება. ვითრგუნები, როცა ზედმეტად მაქებენ. ცხადია, ეს სასიამოვნოც არის, მაგრამ მერიდება. ვინმე რომ მეტყვის, მაგარი მუსიკოსი ხარო, ავიწურები ხოლმე. არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი და არასდროს ვუსმენ საკუთარ მუსიკას. როცა უნდა გადავამოწმო რაღაც, იმ თვალსაზრისით თუ მოვუსმენ და მერე - შანსი არ არის.

3-4 თვის წინ უცნაურად ვიგრძენი თავი და ექიმთან მივედი. მანამდე დიეტაზე ვიყავი, თან რაღაც სამაჯური მომცეს, - წონის კლებაში დაგეხმარებაო... მოკლედ, ექიმებმა ონკოლოგიური დაავადება აღმომიჩინეს. საბედნიეროდ, პირველი სტადია იყო. აი, ამის შემდეგ ნამდვილად მივხვდი, ხალხს თურმე როგორ ვყვარებივარ. მანამდეც არ მაკლდა სითბო და ყურადღება, მაგრამ როცა ჩემი ავადმყოფობის ამბავი გამჟღავნდა, ნამდვილი შემოტევა მაშინ დაიწყო, თან ისეთი, რომ დილიდან საღამომდე მეტირება ხოლმე. საოცრებებს სჩადიან ჩემი ქართველები და ალბათ, ეს ავადმყოფობა უნდა გადამეტანა, მათი ასეთი სიყვარული რომ მეგრძნო... იმ პერიოდში, როცა მკურნალობის კურსს გავდიოდი, ვერიდებოდი გარეთ გასვლას, რომ რაიმე ვირუსი არ ამკიდებოდა. ჰოდა, არა მარტო ახლობლები თუ ნაცნობები, უცნობებიც მირეკავდნენ. ფინანსებზე საუბარი არ მაქვს, აქ სასწაულები მოხდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ქართველებმა ერთმანეთის მხარში დგომა ვიცით, მაგრამ... არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ის სიგიჟე, რაც აქ ხდებოდა. აი, მაგალითად, ალასკადან ლიმონს მიგზავნიდნენ, ფლორიდიდან - თაფლს და პუერტო-რიკოდან - გარგარს, ყველაფერი ნატურალური უნდა მიიღოო. აი, ეს არის სიყვარული.

- მკურნალობის ეტაპი დასრულდა და ახლა ყველაფერი კარგად არის?

- მკურნალობის კურსი დამრჩა გასავლელი, მაგრამ ფაქტობრივად, პრობლემა დაძლეულია... ისე, მოდი, ამ მოკითხვების მეორე მხარეზეც ვიტყვი: უცნაური ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც რომ დაინახეს, გავხდი, მოწერა დაიწყეს: მასწავლე შენი დიეტაო. კიდევ, მირეკავდა, მაგალითად, ადამიანი და მეცნობოდა, როგორც ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ან დოქტორი და ა.შ. მირჩევდნენ, - აი, ამის ფოთოლი დაღეჭეთ, კურკუმა ჭამეთ, ყვავს შეხედეთო. მოკლედ, "ნატვრის ხის" პერსონაჟი მეგონა თავი და ლამის გადავირიე, - ხალხო, თავი დამანებეთ-მეთქი (იცინის).

უარესიც დამემართა. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო?! ჰოდა, სასწაული შემემთხვა. მოკლედ, როცა ონკოლოგიური პრობლემა დამიდგინეს, კლინიკიდან გამოსული მეგობრის ელექტრომანქანასთან ჩავიცუცქე. პატრონმა არ იცოდა, იქ რომ ვიყავი, დაძრა ავტომობილი და ფეხზე გადამიარა. იმის მერე დამიბუჟდა ფეხი. ცხადია, ისევ ექიმთან დამჭირდა მისვლა, რომელმაც დამამშვიდა: ნუ გეშინია, არაფერი გჭირს, დაბუჟება დროთა განმავლობაში თავისით გაივლისო. მაგრამ 3 თვე ასე ფეხებდაბუჟებული დავდიოდი...

  • ორი სამშობლო... და არჩევანი

- უკვე დიდი ხანია, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - საქართველოსი და ამერიკის. ხანდახან მეკითხებიან, ამერიკაზე რას ფიქრობთო? - რა უნდა ვიფიქრო? ამ ქვეყანაზე ისევე მეფიქრება, როგორც საქართველოზე, რადგან ლამის მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ქართველი რომ ვარ, ეს კოდი ცხადია, ვერავინ "ამომიგდო", სულ სამშობლოსკენ მიმიწევს გული, მაგრამ როცა იქ ვარ, აქაურობაც მენატრება.

ორი აზრი არ არსებობს, მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოოდ სამშობლოში დავბრუნდები და დავიწყე კიდეც უკვე ამაზე ზრუნვა, პატარა ქოხის აშენება მინდა. აქ ხალხი პენსიაში რომ გადის, ეს იმას ნიშნავს, რომ მერე სამშობლოში დაბრუნდება და მეც ეს მაქვს გეგმაში. მანდ რომ ჩამოვდივარ, მხოლოდ "ერთ გზას" ვყიდულობ, რადგან თუ წინასწარ ვიცი, როდის უნდა წამოვიდე ამერიკაში, ამ დღის მოახლოება მანერვიულებს...

ვდარდობ ჩემს ხალხზე. რაც თავი მახსოვს, საქართველოში ადამიანთა უმეტესობას უჭირს თავის გატანა და ეს რაიონებში უფრო თვალსაჩინოა. ჩემს ბავშვობაში სამტრედიაში ხშირად ვხვდებოდი მშიერ ადამიანებს და ვისაც მაშინ არ ჰქონდა, დღესაც არაფერი აბადია. არ არის კარგი სიტუაცია. ყველაზე მეტად ის მიმძიმს და იმის მეშინია, საქართველო ქართველის გარეშე არ დარჩეს...

გვერდზე რომ გაიხედავ და მეზობელს ვერ იპოვი, უეჭველი ამერიკაში იქნება წამოსული ან სადმე სხვაგან. ჰოდა, ვინ რჩება საქართველოში?.. ცუდია, რომ ხალხს არა აქვს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის სურვილი და ეს რატომაც ხდება, ყველამ ვიცით...

მინდა ჩემი ხალხი კარგად იყოს. გული დარდით მევსება, როცა ვუყურებ დაბეჩავებულ ადამიანებს და ალბათ ამიტომაც, აქედან 4 ჩემოდანი ტანისამოსი და ფეხსაცმელი თუ მიმაქვს, იქიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვდივარ, ყველაფერს მანდ ვტოვებ. თუმცა, ეს პრობლემას რას უშველის და რა სალაპარაკოა... წაიკითხეთ სრულად