პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება: უკრაინის მასირებული შეტევა 2 სტრატეგიულ აეროდრომზე და საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდში - წუხანდელი ღამის ქრონიკა
ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება: უკრაინის მასირებული შეტევა 2 სტრატეგიულ აეროდრომზე და საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდში - წუხანდელი ღამის ქრონიკა

ომი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გრძელ­დე­ბა - დღეს Wall Street Journal-მა, ამე­რი­კელ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ავ­რცე­ლა გან­ცახ­დე­ბა, რომ რუ­სეთს კურსკის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბის შე­ტე­ვის სა­პა­სუ­ხოდ, უკ­რა­ი­ნი­დან ჯა­რე­ბის ნა­წი­ლი გაჰ­ყავს.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ეს ქმე­დე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ კურსკის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვამ რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი გა­დაჯ­გუ­ფე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­მო­ცე­მის წყა­რო­ე­ბის თქმით, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჯერ კი­დევ ცდი­ლობს და­ად­გი­ნოს რუ­სე­თის ამ ნა­ბი­ჯის მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუმ­ცა ისი­ნი არ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რამ­დე­ნი სამ­ხედ­რო გა­დაჰ­ყავს რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის ფრონ­ტი­დან კურსკში.

გუ­შინ ასე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ო­ნის 74 და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს აკონ­ტრო­ლებს. - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა, ალექ­სან­დრ სირსკიმ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

ამავდრო­უ­ლად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ კურსკის ოლ­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი და­კარ­გულ ახ­ლობ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც სა­სა­ზღვრო და­სახ­ლე­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, კავ­შირს ვერ ამ­ყა­რე­ბენ. სა­ზღვარ­ზე მომ­სა­ხუ­რე წვე­ვამ­დე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბიც აცახ­დე­ბენ, რომ დღე­ე­ბია მათ­ზე არა­ფე­რი იცი­ან. რე­გი­ო­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ 28 და­სახ­ლე­ბა­ში ორი ათას ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი არ არის - ეს არ მო­ი­ცავს წვე­ვამ­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე უკ­რა­ი­ნის შე­ტე­ვის დროს.

დღე­ვან­დე­ლი ცნო­ბით, კურსკის შემ­დეგ, უკვე ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, ინ­ფორ­მა­ცია ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ავ­რცე­ლა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ოლქს ყო­ველ­დღე ბომ­ბა­ვენ, რის შე­დე­გა­დაც, რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და­ინ­გრა, ხოლო ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბი.

“ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, დღე­ი­დან, ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვა­ცხა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა. მი­სი­ვე თქმით, ოლ­ქში სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია და გეგ­მავს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის მიზ­ნით რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო კო­მი­სი­ას მი­მარ­თოს.

  • გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნე­ბით შე­ტე­ვა ქა­ლაქ შე­ბე­კი­ნო­ზეც გან­ხორ­ცი­ელ­და.

“სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­წარ­მოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე FPV თვითმფრი­ნა­ვი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნას და­ეს­ხა თავს. და­შავ­და მძღო­ლი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა ნაღმ-ასა­ფეთ­ქე­ბე­ლით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით და მარ­ცხე­ნა მუხ­ლის სახ­სრის ჭრი­ლო­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი ბელ­გო­რო­დის მე-2 სა­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა“, - წერს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი ტე­ლეგ­რა­მარხზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ბე­კი­ნო უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე­ობს და ქა­ლა­ქი რე­გუ­ლა­რუ­ლად სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის ქვეშ არის.

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ ღა­მით და დი­ლის სა­ა­თებ­ში კა­მი­კა­ძე დრო­ნე­ბით მა­სი­რე­ბუ­ლი იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მებ­ზე - “ბო­რი­სოგ­ლებსკა“ და “ბალ­ტი­მორ­ზე“. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ უკა­ნას­კნელ­ზე ბა­ზი­რე­ბუ­ლია რუ­სე­ბის ტაქ­ტი­კუ­რი ავი­ა­ცია - Su-34-ის ტი­პის საფ­რონ­ტო ბომბდამ­შე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ავი­ა­რე­ი­დებს ხარ­კო­ვის ოლ­ქში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი ღა­მით თავს და­ესხნენ რო­გორც ორო­ლის, ასე­ვე როს­ტო­ვის რა­ი­ო­ნებს - გუ­ბერ­ნა­ტო­რებ­მა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი დი­ლით გა­ავ­რცე­ლეს.

გარ­და ამი­სა, გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თქმით, კურსკის ოლ­ქის თავ­ზე, სა­დაც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ღა­მით ოთხი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ასზე მეტი დრო­ნი და 4 უკ­რა­ი­ნუ­ლი “ტო­ჩკა-უს“ ტი­პის რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს.

“რო­დე­საც კი­ე­ვის რე­ჟი­მი ცდი­ლობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის და “ტო­ჩკა-უ“-ს რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა ოთხი ტაქ­ტი­კუ­რი რა­კე­ტა და 117 თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 37 დრო­ნი და ოთხი რა­კე­ტა კურსკის ოლ­ქის თავ­ზე ჩა­მო­აგ­დეს, ამ­დე­ნი­ვე - ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის თავ­ზე. ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში 17 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი გა­ა­ნად­გუ­რეს, 11 - ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში, 9 ვოლ­გოგ­რად­ში, 3 ბრი­ანსკის ოლ­ქში, 2 ორი­ო­ლის ოლ­ქში და ერთი როს­ტოვ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს, სამ­ხედ­რო ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, ღა­მით რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას შა­ჰე­დის ტი­პის 23 თავ­დას­ხმის თვითმფრი­ნა­ვით შე­უ­ტია.

“უკ­რა­ი­ნამ 100-ით ნაკ­ლე­ბი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დო, ვიდ­რე რუ­სეთ­მა. ოთხშა­ბათს ღა­მით რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას შა­ჰე­დის ტი­პის 23 თავ­დას­ხმის თვითმფრი­ნა­ვით, ასე­ვე ორი მარ­თვა­დი რა­კე­ტით შე­უ­ტია“, - იტყო­ბი­ნე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი ნი­კო­ლაი ოლეშ­ჩუ­კი.

მისი თქმით, მათ უკ­რა­ი­ნის რვა რე­გი­ონ­ში 17 კა­მი­კა­ძე დრო­ნის ჩა­მოგ­დე­ბა მო­ა­ხერ­ხეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება: უკრაინის მასირებული შეტევა 2 სტრატეგიულ აეროდრომზე და საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდში - წუხანდელი ღამის ქრონიკა

ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება: უკრაინის მასირებული შეტევა 2 სტრატეგიულ აეროდრომზე და საგანგებო მდგომარეობა ბელგოროდში - წუხანდელი ღამის ქრონიკა

ომი რუსეთის ტერიტორიაზე გრძელდება - დღეს Wall Street Journal-მა, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა განცახდება, რომ რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ, უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს.

გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.

გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.

გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაციები, რომ კურსკის ოლქის მცხოვრებლები დაკარგულ ახლობლებთან, რომლებიც სასაზღვრო დასახლებებში ცხოვრობენ, კავშირს ვერ ამყარებენ. საზღვარზე მომსახურე წვევამდელების ოჯახებიც აცახდებენ, რომ დღეებია მათზე არაფერი იციან. რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, რომ 28 დასახლებაში ორი ათას ადამიანთან კონტაქტი არ არის - ეს არ მოიცავს წვევამდელებს, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინის საზღვარზე უკრაინის შეტევის დროს.

დღევანდელი ცნობით, კურსკის შემდეგ, უკვე ბელგოროდის ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე, ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის არიან დაშავებულები და დაღუპულები.

“ამიტომ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, - განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით რუსეთის სამთავრობო კომისიას მიმართოს.

  • გუბერნატორის ინფორმაციით, დრონებით შეტევა ქალაქ შებეკინოზეც განხორციელდა.

“სოფლის მეურნეობის საწარმოს ტერიტორიაზე FPV თვითმფრინავი სატვირთო მანქანას დაესხა თავს. დაშავდა მძღოლი. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ნაღმ-ასაფეთქებელით მიყენებული ჭრილობით და მარცხენა მუხლის სახსრის ჭრილობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ბელგოროდის მე-2 საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანა“, - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამარხზე.

აღსანიშნავია, რომ შებეკინო უკრაინის საზღვართან მდებარეობს და ქალაქი რეგულარულად საომარი მოქმედებების ქვეშ არის.

რუსული წყაროების ცნობით, უკრაინის არმიამ ღამით და დილის საათებში კამიკაძე დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს ვორონეჟის ოლქში არსებულ სამხედრო აეროდრომებზე - “ბორისოგლებსკა“ და “ბალტიმორზე“. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელზე ბაზირებულია რუსების ტაქტიკური ავიაცია - Su-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენები, რომლებიც ხშირად ახორციელებენ ავიარეიდებს ხარკოვის ოლქში.

უკრაინული დრონები ღამით თავს დაესხნენ როგორც ოროლის, ასევე როსტოვის რაიონებს - გუბერნატორებმა ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ განცხადებები დილით გაავრცელეს.

გარდა ამისა, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, კურსკის ოლქის თავზე, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია მიმდინარეობს, ღამით ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამის განმავლობაში ასზე მეტი დრონი და 4 უკრაინული “ტოჩკა-უს“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.

“როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების და “ტოჩკა-უ“-ს რაკეტების გამოყენებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი ტაქტიკური რაკეტა და 117 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უწყების განმარტებით, 37 დრონი და ოთხი რაკეტა კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, ამდენივე - ვორონეჟის ოლქის თავზე. ბელგოროდის ოლქში 17 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, 11 - ნიჟნი ნოვგოროდში, 9 ვოლგოგრადში, 3 ბრიანსკის ოლქში, 2 ორიოლის ოლქში და ერთი როსტოვში.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, სამხედრო ანგარიშების თანახმად, ღამით რუსეთმა უკრაინას შაჰედის ტიპის 23 თავდასხმის თვითმფრინავით შეუტია.

“უკრაინამ 100-ით ნაკლები დრონი ჩამოაგდო, ვიდრე რუსეთმა. ოთხშაბათს ღამით რუსეთმა უკრაინას შაჰედის ტიპის 23 თავდასხმის თვითმფრინავით, ასევე ორი მართვადი რაკეტით შეუტია“, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი.

მისი თქმით, მათ უკრაინის რვა რეგიონში 17 კამიკაძე დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

წყარო

იხილეთ ასევე: