მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია
ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია

გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ბა­თუმ­ში და­გეგ­მი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა. ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ამას­თან, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნია "ტერ­მი­ნალ 1-ის" დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რომ­ლის წი­ნას­წა­რი შე­დე­გი­თაც მათ და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა - მო­წყო­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში.

"კუნ­ძუ­ლის გან­სა­ხილ­ვე­ლი საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია ფა­რავს შპს "ტერ­მი­ნალ 1-ის“ ნავ­მი­სად­გომ­ზე მი­მა­ვა­ლი სა­ზღვაო ნავ­თო­ბტან­კე­რე­ბის შე­მოს­ვლა-მა­ნევ­რის და დგო­მის არე­ალს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სრუ­ლად იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო 2022 წელს, რო­დე­საც იხი­ლე­ბო­და "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დის­თვის“ ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის პი­რო­ბე­ბი. აქვე თქვენს ყუ­რა­დღე­ბას გა­ვა­მახ­ვი­ლებთ იმ ფაქ­ტზე, რომ "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ მხრივ ინ­ტენ­სი­უ­რად და ქა­ო­სუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლე­ბის ჩაყ­რა. შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის ნავ­მი­სად­გო­მის და ხო­მალ­დე­ბის შე­მოს­ვლის მარ­შრუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ად­გილ­დე­ბა მძი­მე ტექ­ნი­კა, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, უახ­ლოვ­დე­ბი­ან გა­დატ­ვირ­თვის ად­გილს, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნის უბ­რა­ლოდ შე­ტა­ნაც კი ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია, რომ აღარ ვი­სა­უბ­როთ ღია ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­ბო­ტა­ჟის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის დი­რექ­ტო­რის წე­რილ­ში, რომ­ლი­თაც მან გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თა და რო­მელ­საც რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან მო­ა­წო­დეს და რო­მე­ლიც 2 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა, სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, ვა­სილ გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი "ამ­ბა­სა­დორ ბა­თუ­მი აი­ლენ­დს“ წე­რი­ლით მი­მარ­თავს, რომ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის/დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის (მათ შო­რის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ) წარ­მოდ­გე­ნამ­დე სა­ა­გენ­ტო მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას იმ­სჯე­ლოს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის ეტაპ­ზე, შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის მიერ 2024 წლის 22 ივ­ლისს წარ­მოდ­გე­ნი­ლია N7434 წე­რი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვით "შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ს არ გა­აჩ­ნია ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბა შპს "ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენდთან“.

ამას­თან, შპს "ტერ­მი­ნალ1“-ს არ შე­უ­ტა­ნია ცვლი­ლე­ბა და­გეგ­მილ პრო­ექ­ტში“. წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "შპს "ტერ­მი­ნალ 1“ უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს კუნ­ძუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა/მო­წყო­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის მიერ და­მა­ტე­ბით იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2024 წლის 31 ივ­ლი­სის N22764 წე­რი­ლი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს კომ­პა­ნია "ან­კორ ინ­ჟი­ნე­რინ­გის“ წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბა, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია "ამ­ბა­სა­დო­რი ბა­თუ­მი აი­ლენ­დის“ კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შპს "ტერ­მი­ნალ 1“-ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი და რის­კე­ბი“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წე­რილ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია

ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძული აღარ აშენდება? - მშენებლობის ნებართვის გაცემა შეჩერებულია

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

ამასთან, რადიო "თავისუფლების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანია "ტერმინალ 1-ის" დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის წინასწარი შედეგითაც მათ დაუშვებლად მიაჩნიათ კუნძულის მშენებლობა - მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

"კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია ფარავს შპს "ტერმინალ 1-ის“ ნავმისადგომზე მიმავალი საზღვაო ნავთობტანკერების შემოსვლა-მანევრის და დგომის არეალს. აღნიშნულის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო 2022 წელს, როდესაც იხილებოდა "ამბასადორ ბათუმი აილენდისთვის“ ქონების გადაცემის პირობები. აქვე თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ "ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მხრივ ინტენსიურად და ქაოსურად მიმდინარეობს ინერტული მასალების ჩაყრა. შპს "ტერმინალ 1“-ის ნავმისადგომის და ხომალდების შემოსვლის მარშრუტის მიმართულებით, გადაადგილდება მძიმე ტექნიკა, გადაადგილდებიან ადამიანები, უახლოვდებიან გადატვირთვის ადგილს, სადაც ტელეფონის უბრალოდ შეტანაც კი ფეთქებადსაშიშია, რომ აღარ ვისაუბროთ ღია ტერიტორიიდან საბოტაჟის შესაძლებლობაზე“,- აღნიშნულია შპს "ტერმინალ 1“-ის დირექტორის წერილში, რომლითაც მან გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა და რომელსაც რადიო "თავისუფლება“ ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალურ წერილში, რომელიც "ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს და რომელიც 2 აგვისტოთი თარიღდება, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვასილ გედევანიშვილი "ამბასადორ ბათუმი აილენდს“ წერილით მიმართავს, რომ დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის შესაბამის უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების შესახებ) წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე.

"ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შპს "ტერმინალ 1“-ის მიერ 2024 წლის 22 ივლისს წარმოდგენილია N7434 წერილი, რომლის მიხედვით "შპს "ტერმინალ 1“-ს არ გააჩნია ურთიერთშეთანხმება შპს "ამბასადორი ბათუმი აილენდთან“.

ამასთან, შპს "ტერმინალ1“-ს არ შეუტანია ცვლილება დაგეგმილ პროექტში“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ "შპს "ტერმინალ 1“ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნევს კუნძულის მშენებლობა/მოწყობას წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში. ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "შპს "ტერმინალ 1“-ის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი 2024 წლის 31 ივლისის N22764 წერილი, რომელსაც თან ახლავს კომპანია "ანკორ ინჟინერინგის“ წინასწარი შეფასება, სადაც მოცემულია "ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კომპლექსის მშენებლობის შემთხვევაში შპს "ტერმინალ 1“-ის ფუნქციონირების სირთულეები და რისკები“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში.

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"