"ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ "კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ეს სახლში უბრუნდება. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო ნაწილების რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკსი შეჭრის შეფასებისას.
რუსული ატომური წყალქვეშა ნავი "კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.