Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით "ევა" - დნმ-ის შემგროვებელი რობოტი თევზი, რომელიც მსოფლიო ოკეანის შესასწავლად შექმნეს
გაიცანით "ევა" - დნმ-ის შემგროვებელი რობოტი თევზი, რომელიც მსოფლიო ოკეანის შესასწავლად შექმნეს

ზღვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 400 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რი­ხის ინ­ჟი­ნე­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი უახ­ლე­სი რო­ბო­ტე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ინო­ვა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა, მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შეც­ვა­ლოს.

რო­ბო­ტი თევ­ზი "ევა" თა­ვი­სი სი­ლი­კო­ნის კუ­დის ქნე­ვით ცუ­რავს, რო­მე­ლიც შიგ­ნით და­მა­ლუ­ლი ტუმ­ბო­ე­ბით მუ­შა­ობს. ცი­უ­რი­ხის ტბის ცივ წყალ­ში “ევა” თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და მის მუ­შა­ო­ბას ჯგუ­ფი - SURF-eDNA ტეს­ტავს. სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შექ­მნილ­მა ჯგუფ­მა ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რბი­ლი რო­ბო­ტი თევ­ზე­ბი შექ­მნა, მათ შო­რის “ევა” უახ­ლე­სია.

"ევას­თვის” თევ­ზის სა­ხის მი­ცე­მით, შეგ­ვიძ­ლია, შე­ვაღ­წი­ოთ ეკო­სის­ტე­მა­ში, რო­მელ­საც ვიკ­ვლევთ", - გა­ნუ­ცხა­და CNN-ს მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტმა, დე­ნის ბა­უ­მან­მა და დას­ძი­ნა, რომ ბი­ო­მი­მე­ტუ­რი დი­ზა­ი­ნი უნდა და­ეხ­მა­როს სხვა თევ­ზებს, მისი არ­სე­ბო­ბით არ შე­შინ­დნენ, - ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვე­რი­ოთ და შე­ვე­წყოთ ეკო­სის­ტე­მას”.

“ევას” მსგავ­სე­ბა თევზთან მისი ერ­თა­დერ­თი სარ­გე­ბე­ლი არ არის. ავ­ტო­ნო­მი­უ­რი წყალ­ქვე­შა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა (AUV) ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია კა­მე­რით წყალ­ქვე­შა გა­და­ღე­ბის­თვის და ექო­ლო­კა­ტო­რით, რო­მე­ლიც ალ­გო­რითმთან ერ­თად, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას, თა­ვი­დან აი­ცი­ლოს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი.

ცურ­ვის დროს AUV-ს ასე­ვე შე­უძ­ლია, გა­რე­მო­დან დნმ-ის შე­საგ­რო­ვებ­ლად ფილტრი გა­მო­ი­ყე­ნოს, რო­მე­ლიც eDNA-ს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. გა­შიფვ­რის­თვის eDNA-ს ნა­წი­ლა­კე­ბი შე­იძ­ლე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნოს, რათა გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი ცხოვ­რო­ბენ წყალ­სა­ტევ­ში.

"ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­რე­მო­შია, თა­ვის დნმ-ს ტო­ვებს, ასე რომ, გარ­შე­მო არ­სე­ბობს არა­ერ­თი დნმ, რომ­ლის მო­პო­ვე­ბაც შეგ­ვიძ­ლია”, - აღ­ნიშ­ნა CNN-თან ცი­უ­რი­ხის პოსტდოქ­ტო­რან­ტუ­რის მკვლე­ვარ­მა, მარ­ტი­ნა ლუ­თიმ.

სტუ­დენ­ტებს იმე­დი აქვთ, რომ "ევა" შეძ­ლებს, მეც­ნი­ე­რებს ოკე­ა­ნე­ე­ბი­სა და მათი ბი­ნად­რე­ბის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რი სუ­რა­თი მის­ცეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჩვე­ნი პლა­ნე­ტის 70%-ზე მეტს ფა­რავს, ბევ­რი რამ, რაც ზე­და­პი­რის ქვე­შაა, კვლავ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

AUV-ისა და დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მსგავ­სი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი სულ უფრო ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ოკე­ა­ნის შე­სას­წავ­ლად და წყალ­ქვე­შა გა­რე­მოს შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. მა­გა­ლი­თად, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­არ­სე­ბულ­მა სტარ­ტაპ­მა, Aquaai-მ გა­მო­ი­გო­ნა დრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კლო­უნ­თევ­ზებს ჰგვა­ნან და შე­უძ­ლი­ათ, შე­აგ­რო­ვონ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გო­რი­ცაა ჟანგბა­დის, მა­რი­ლი­ა­ნო­ბი­სა და pH დო­ნე­ე­ბის გან­სა­ზღვრა წყალ­სა­ტე­ვებ­ში; გა­სულ წელს, რო­ვერ­მა 8,300 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ყვე­ლა­ზე ღრმად მო­ცუ­რა­ვე თევ­ზიც გა­და­ი­ღო.

უფრო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­მოს უფრო დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, შე­იძ­ლე­ბა, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის იყოს ოკე­ა­ნე­ე­ბის უკეთ და­სა­ცა­ვად, იმ დროს, რო­დე­საც სი­ცო­ცხლე ოკე­ა­ნე­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო საფრ­თხის წი­ნა­შე დგას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თევ­ზჭე­რი­სა და სხვა სა­ხის ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო.

"გვინ­და, შევ­ქმნათ სან­დო ინ­სტრუ­მენ­ტი ბი­ო­ლო­გე­ბის­თვის... იქ­ნებ, შევ­ძლოთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის გა­და­შე­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბა­უ­მან­მა. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გაიცანით "ევა" - დნმ-ის შემგროვებელი რობოტი თევზი, რომელიც მსოფლიო ოკეანის შესასწავლად შექმნეს

გაიცანით "ევა" - დნმ-ის შემგროვებელი რობოტი თევზი, რომელიც მსოფლიო ოკეანის შესასწავლად შექმნეს

ზღვიდან დაახლოებით 400 კილომეტრის დაშორებით, შვეიცარიაში, ციურიხის ინჟინერიის სტუდენტები უახლესი რობოტების შექმნაზე მუშაობენ. ინოვაციამ შეიძლება, მსოფლიო ოკეანის შესწავლის საშუალებები შეცვალოს.

რობოტი თევზი "ევა" თავისი სილიკონის კუდის ქნევით ცურავს, რომელიც შიგნით დამალული ტუმბოებით მუშაობს. ციურიხის ტბის ცივ წყალში “ევა” თავისუფლად გადაადგილდება და მის მუშაობას ჯგუფი - SURF-eDNA ტესტავს. სტუდენტების ხელმძღვანელობით შექმნილმა ჯგუფმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რბილი რობოტი თევზები შექმნა, მათ შორის “ევა” უახლესია.

"ევასთვის” თევზის სახის მიცემით, შეგვიძლია, შევაღწიოთ ეკოსისტემაში, რომელსაც ვიკვლევთ", - განუცხადა CNN-ს მაგისტრატურის სტუდენტმა, დენის ბაუმანმა და დასძინა, რომ ბიომიმეტური დიზაინი უნდა დაეხმაროს სხვა თევზებს, მისი არსებობით არ შეშინდნენ, - ჩვენ შეგვიძლია შევერიოთ და შევეწყოთ ეკოსისტემას”.

“ევას” მსგავსება თევზთან მისი ერთადერთი სარგებელი არ არის. ავტონომიური წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალება (AUV) ასევე აღჭურვილია კამერით წყალქვეშა გადაღებისთვის და ექოლოკატორით, რომელიც ალგორითმთან ერთად, საშუალებას აძლევს მას, თავიდან აიცილოს დაბრკოლებები.

ცურვის დროს AUV-ს ასევე შეუძლია, გარემოდან დნმ-ის შესაგროვებლად ფილტრი გამოიყენოს, რომელიც eDNA-ს სახელითაა ცნობილი. გაშიფვრისთვის eDNA-ს ნაწილაკები შეიძლება ლაბორატორიაში გაიგზავნოს, რათა განისაზღვროს, რომელი სახეობები ცხოვრობენ წყალსატევში.

"ყველა ცხოველი, რომელიც გარემოშია, თავის დნმ-ს ტოვებს, ასე რომ, გარშემო არსებობს არაერთი დნმ, რომლის მოპოვებაც შეგვიძლია”, - აღნიშნა CNN-თან ციურიხის პოსტდოქტორანტურის მკვლევარმა, მარტინა ლუთიმ.

სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ "ევა" შეძლებს, მეცნიერებს ოკეანეებისა და მათი ბინადრების შესახებ უფრო დეტალური სურათი მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტს ფარავს, ბევრი რამ, რაც ზედაპირის ქვეშაა, კვლავ საიდუმლოდ რჩება.

AUV-ისა და დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალებების მსგავსი ინსტრუმენტები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ოკეანის შესასწავლად და წყალქვეშა გარემოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. მაგალითად, კალიფორნიაში დაარსებულმა სტარტაპმა, Aquaai-მ გამოიგონა დრონები, რომლებიც კლოუნთევზებს ჰგვანან და შეუძლიათ, შეაგროვონ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ჟანგბადის, მარილიანობისა და pH დონეების განსაზღვრა წყალსატევებში; გასულ წელს, როვერმა 8,300 მეტრის სიღრმეზე ყველაზე ღრმად მოცურავე თევზიც გადაიღო.

უფრო განვითარებული ინსტრუმენტები, რომლებიც გარემოს უფრო დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა, შეიძლება, არსებითი მნიშვნელობის იყოს ოკეანეების უკეთ დასაცავად, იმ დროს, როდესაც სიცოცხლე ოკეანეში უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას კლიმატის ცვლილების, გადაჭარბებული თევზჭერისა და სხვა სახის ზემოქმედების გამო.

"გვინდა, შევქმნათ სანდო ინსტრუმენტი ბიოლოგებისთვის... იქნებ, შევძლოთ სხვადასხვა სახეობის გადაშენების თავიდან აცილება", - აღნიშნა ბაუმანმა. წყარო

იხილეთ ასევე: