პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1988 წელს, დედამ, 10 შვილთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გატაცება სცადა - ტრაგედიის დეტალები, რომელმაც მუსიკოსები ტერორისტებად აქცია
1988 წელს, დედამ, 10 შვილთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გატაცება სცადა - ტრაგედიის დეტალები, რომელმაც მუსიკოსები ტერორისტებად აქცია

1983 წელს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ოვე­ჩკი­ნე­ბის დიდ­მა ოჯახ­მა, ჯაზ-ბენ­დი "Семь Симеонов" შექ­მნა, რო­მელ­შიც 7 ძმა შე­დი­ო­და. მან მა­ლე­ვე მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას, გა­ი­მარ­ჯვეს სსრკ-ს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­მარ­თულ მრა­ვალ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე: ოვე­ჩკი­ნებ­ზე იწე­რე­ბო­და პრე­სა­ში, გა­და­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი. ოჯა­ხი ირ­კუტსკში ცხოვ­რობ­და...

მათ გა­და­წყვი­ტეს უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის­თვის ბედი სა­ზღვარ­გა­რეთ ეძი­ათ. ტრა­გე­დი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა, რად­გან მათ მიერ გა­ტა­ცე­ბულ თვითმფრი­ნავ­ში, რო­მე­ლიც ირ­კუტსკი­დან კურ­გა­ნის გავ­ლით ლე­ნინ­გრად­ში მიფ­რი­ნავ­და, ოვე­ჩკი­ნე­ბის ოჯა­ხის ხუთი წევ­რი, სამი მგზავ­რი და ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო 15 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ტე­რაქ­ტის შემ­დეგ ოჯა­ხის შვი­დი წევ­რი გა­დარ­ჩა, მათ შო­რის უფ­რო­სი შვი­ლი ლუდ­მი­ლა, რო­მელ­მაც არა­ფე­რი იცო­და, რომ მისი ოჯა­ხი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბას აპი­რებ­და.

  • რო­გორ იქ­ცნენ მუ­სი­კო­სე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბად?

რო­გორც უკვე ვთქვით, ოვე­ჩკი­ნე­ბის ჯაზ-ბენ­დი, ირ­კუტსკში შე­იქ­მნა და საკ­მა­ოდ დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ნი­ნე­ლი ოვე­ჩკი­ნას, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ტე­რო­რის­ტე­ბის დე­დო­ფა­ლი" უწო­დეს, 11 შვი­ლი ჰყავ­და.

თა­ვად ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. ის ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და. შვი­ლე­ბის შე­ძე­ნი­დან მა­ლე­ვე, მე­უღ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა და მარ­ტოს მო­უ­წია მათი გაზ­რდა. ის ოჯა­ხის ლი­დე­რად იქცა, ოჯა­ხუ­რი ან­სამ­ბლი კი - ქა­ლა­ქის სი­ა­მა­ყედ. ოვე­ჩკი­ნე­ბის ოჯახს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ორი ბინა გა­დას­ცეს, ან­სამ­ბლის წევ­რებს კი ხელ­ფა­სი და­უ­ნიშ­ნეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი კი გნე­სი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და.

ოვე­ჩკი­ნე­ბის ან­სამ­ბლი

მას შემ­დეგ, რაც ძმე­ბი გას­ტროლ­ზე ია­პო­ნი­ას ეწ­ვივ­ნენ, ოჯახ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტა სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. იდეა ერთ-ერთ ვაჟს გა­უჩ­ნდა, დე­დამ, ნი­ნელ ოვე­ჩკი­ნამ კი მხა­რი და­უ­ჭი­რა. ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ლე­გა­ლუ­რად გამ­გზავ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ოვე­ჩკი­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა და ია­რა­ღის მუ­ქა­რი თვითმფრი­ნა­ვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დას­მა. გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მზა­დე­ბა ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. უმ­ცროს­მა შვი­ლებ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ფე­რი იცოდ­ნენ, არა­ფე­რი იცო­და ერთ-ერ­თმა ქა­ლიშ­ვილ­მა ლუდ­მი­ლა­მაც, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ იყო ოჯა­ხის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ.

გამ­გზავ­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ნი­ნელ ოვე­ჩკი­ნამ თქვა: ”ან ყვე­ლა გავფრინ­დე­ბით, ან ყვე­ლა მოვ­კვდე­ბით!”

1988 წლის 8 მარტს, მთე­ლი ოჯა­ხი, ლუდ­მი­ლას გარ­და, თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­და, ისი­ნი ვი­თომ­და, ლე­ნინ­გრად­ში ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, არა­და, მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში ია­რა­ღი იყო და­მა­ლუ­ლი.

თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბი დროს ნი­ნე­ლი ოვე­ჩკი­ნა 51 წლის იყო, ლუდ­მი­ლა 32 - ის, ოლგა 28 - ის, ვა­სი­ლი 26-ის, დი­მიტ­რი 24 -ის, ოლე­გი 21 - ის, ალექ­სან­დრე 19 - ის, იგო­რი 17 - ის, ტა­ტი­ა­ნა 14- ის, მი­ხა­ი­ლი 13 - ის, ული­ა­ნა 10 - ის და სერ­გეი 9 წლის.

  • რა მოხ­და თვითმფრი­ნავ­ში

თვითმფრი­ნა­ვი Ту-154 კურ­გან­ში და­ეშ­ვა, საწ­ვა­ვი შე­ივ­სო და ლე­ნინ­გრა­დის­კენ აიღო კურ­სი. სწო­რედ ამ დროს და­ი­წყეს მოქ­მე­დე­ბა ოვე­ჩკი­ნებ­მა.

თა­ვი­დან მათ ბორტგამ­ცი­ლე­ბელს პი­ლოტ­თან წე­რი­ლი გა­ა­ტა­ნეს, რომ­ლითც ითხოვ­დნენ თვითმფრი­ნავს მარ­შრუ­ტი შე­ეც­ვა­ლა და ლონ­დონ­ში გაფ­რე­ნი­ლი­ყო. სხვა შემ­თხვე­ვა­ში თვითმფრი­ნა­ვის აფეთ­ქე­ბით იმუქ­რე­ბოდ­ნენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად პი­ლო­ტებს წე­რი­ლი მუ­სი­კო­სე­ბის ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, მაგ­რამ რო­დე­საც ოვე­ჩკი­ნებ­მა ია­რა­ღი ამო­ი­ღეს და მგზავ­რე­ბის მოკ­ვლით და­ი­მუქრნენ, ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ ისი­ნი აღარ ხუმ­რობ­დნენ.

პო­ლო­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს თა­ვად გა­ე­წი­ათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის, თუმ­ცა ვერ გა­რის­კეს და მი­თი­თე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან და­ე­ლოდ­ნენ.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა სუკ-მა თა­ვის თავ­ზე აიღო. თა­ვი­დან მთთან მო­ლა­პა­რა­კე­ბა სცა­დეს, ისი­ნი ნი­ნე­ლი ოვე­ჩკი­ნას არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ საწ­ვა­ვი ლონ­დო­ნამ­დე არ ეყო­ფო­დათ, ამი­ტომ სხვა უფრო ახ­ლოს მყო­ფი ქვე­ყა­ნა უნდა აერ­ჩი­ათ. სი­ნამ­დვი­ლე­ში საწ­ვა­ვი საკ­მა­რი­სი იყო, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი კი შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდნენ და გა­და­წყვი­ტეს კურ­სი ფი­ნე­თის­კენ აე­ღოთ.

ოვე­ჩკი­ნე­ბი

გამ­ტა­ცებ­ლებ­თან ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი თამა­რა ჟარ­კა­ია გა­ვი­და და უთხრათ, რომ თვითმფრი­ნა­ვი მალე პა­ტა­რა ფი­ნურ ქა­ლაქ კოტ­კა­ში დაჯ­დე­ბო­და.

რე­ა­ლუ­რად კი თვითმფრი­ნა­ვი ლე­ნინ­გრა­დის მახ­ლობ­ლად, ვე­შე­ვო­ში, სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ზე ჯდე­ბო­და. ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ მუ­სი­კო­სე­ბი ვერ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რომ ისევ საბ­ჭო­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გილ­ზე უკვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­რაზ­მი.

16:05 წუთ­ზე თვითმფრი­ნა­ვი ვე­შე­ვო­ში და­ეშ­ვა. რო­დე­საც თვითმფრი­ნავს საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­მა ალყა შე­მო­არ­ტყეს, ტე­რო­რის­ტე­ბი მიხ­ვდნენ, რომ მო­ა­ტყუ­ეს. 24 წლის დი­მიტ­რი ოვე­ჩკინ­მა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი თა­მა­რა ჟარ­კა­ია მოკ­ლა, დე­დამ კი შვი­ლებს უბ­რძა­ნა შტურ­მით აე­ღოთ პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა.

ძმე­ბი იმუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მგზავ­რებს და­ხო­ცავ­დნენ, მათ უარი თქვეს ბავ­შვე­ბი­სა და ქა­ლე­ბის გაშ­ვე­ბა­ზე.

ამა­სო­ბა­ში თვითმფრი­ნავს საწ­ვა­ვის მან­ქა­ნა მი­უ­ახ­ლოვ­და, ტე­რო­რის­ტებ­მა ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი გა­რეთ გა­უშ­ვეს, რომ ავზი გა­ეხ­სნა, მაგ­რამ ესეც სპექ­ტაკ­ლის ნა­წი­ლი იყო. სპეც­რაზ­მი პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში შე­ვი­და და შტურ­მის­თვის მო­ემ­ზა­და.

და­ი­წყო სპე­ცო­პე­რა­ცია და სა­პა­სუ­ხო სრო­ლი­სას ოვეჩ­ნი­კებ­მა რამ­დე­ნი­მე სპეც­რაზ­მე­ლი დაჭ­რეს. ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­დე­გად 3 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა.

ნი­ნელ ოვე­ჩკინ­მა შვი­ლე­ბი გარ­შე­მო შე­მო­იკ­რი­ბა და თვით­ნა­კე­თი ბომ­ბი აა­ფეთ­ქა, თუმ­ცა აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მხო­ლოდ ალექ­სან­დრე და­ი­ღუ­პა. ამის შემ­დეგ ქალ­მა უფ­როს ვაჟს, ვა­სი­ლის უბ­რძა­ნა მის­თვის ეს­რო­ლა, შვილ­მა შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა. 17 წლის იგორს არ უნ­დო­და სიკ­ვდი­ლი და ამი­ტომ ტუ­ა­ლეტ­ში და­ი­მა­ლა, ვა­სი­ლის მისი ძებ­ნის დრო აღარ ჰქონ­და, ჯერ ოლე­გი მოკ­ლა, შემ­დეგ კი ტყვია თავ­ში და­ი­ხა­ლა. ამ დროს თვითმფრი­ნა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და პა­ნი­კა და­ი­წყო. ამა­სო­ბა­ში ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა სა­ა­ვა­რიო კარი გახ­სნა და მგზავ­რებ­მა თვითმფრი­ნა­ვის და­ტო­ვე­ბა ქა­ო­სუ­რად და­ი­წყეს.

სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რულ­და. და­ი­ღუ­პა 9 ადა­მი­ა­ნი, 3 მგზავ­რი, ბორტგამ­ცი­ლე­ბე­ლი და ოვე­ჩკი­ნე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი.15-მა ადა­მი­ან­მა მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო.

ამ დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე სულ ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი...

  • დან­გრე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა

გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და და საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოლგა და იგორ ოვე­ჩკი­ნე­ბი 1988 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­დნენ. ოლ­გამ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, თუმ­ცა ამ­ტკი­ცებ­და, რომ ტე­რაქ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გიც კი იყო. ოვე­ჩკი­ნას თქმით, მას სურ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დარ­ჩე­ნა, რად­გან რო­მა­ნი ჰქონ­და კავ­კა­სი­უ­რი ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რდას­თან. მას უფ­როს­მა ძმებ­მა აუკ­რძა­ლეს შეყ­ვა­რე­ბულ­თან შეხ­ვედ­რა იმის გამო, რომ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დროს ისი­ნი კავ­კა­სი­ე­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის მსხვერ­პლი გახ­დნენ. იგორ­მა ვერ უპა­სუ­ხა მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ მო­იკ­ლა თავი უფ­როს ოვე­ჩკი­ნებ­თან ერ­თად.

ოლ­გას ექ­ვსი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, იგორს - რვა წლით. ოლ­გას, ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას, შე­ე­ძი­ნა ქა­ლიშ­ვი­ლი ლა­რი­სა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის­მა დამ, ლუდ­მი­ლამ გა­ზარ­და. იგო­რი არას­რულ­წლო­ვან­თა კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მუ­სი­კა­ლუ­რი გუნ­დი შეკ­რი­ბა, ხოლო მოზ­რდილ­თა კო­ლო­ნი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ კი ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ან­სამ­ბლი შექ­მნა.

ოლგა ოვე­ჩკი­ნა

ოვე­ჩკი­ნებ­მა ოთხწე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მო­ი­ხა­დეს და ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც კი მათი ცხოვ­რე­ბა უიღ­ბლოდ წა­რი­მარ­თა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ოლგა ირ­კუტსკში დაბ­რუნ­და და ბა­ზარ­ში თევ­ზის გამ­ყიდ­ვე­ლად მუ­შა­ობ­და. თა­ვი­დან ქა­ლიშ­ვი­ლიც თან წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მალე ლა­რი­სა დე­ი­დას­თან დაბ­რუნ­და, რად­გან დე­და­მი­სი ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ო­და, ხოლო 2004 წელს იგი სა­კუ­თარ­მა პარტნი­ორ­მა მოკ­ლა. ლუდ­მი­ლამ ასე­ვე გა­ზარ­და ოლ­გას ვაჟი ვა­სი­ლი, რო­მე­ლიც დე­დის სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე და­ი­ბა­და.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ იგო­რი მუ­შა­ობ­და მუ­სი­კო­სად კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ცხოვ­რობ­და პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ქორ­წინ­და. ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრობ­ლე­მებ­მა ის ცუდ წრე­ში მო­ახ­ვედ­რა და ისევ და­ა­პა­ტიმ­რეს. მას ბრა­ლად ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ედე­ბო­და, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე და­ი­ღუ­პა.

იგორ ოვე­ჩკი­ნი

სერ­გეი ოვე­ჩკი­ნი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის დროს 9 წლის იყო. ტე­რაქ­ტის დროს ის ფეხ­ში და­იჭ­რა. რო­დე­საც ბიჭი გა­ი­ზარ­და, მან საქ­სო­ფონ­ზე დაკ­ვრა ის­წავ­ლა და იგორ­თან ერ­თად რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და. ბიჭს უარი უთხრეს ირ­კუტსკის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში მი­ღე­ბა­ზე, სკან­და­ლუ­რი ოჯა­ხი გამო. რო­გორ გან­ვი­თარ­და მისი ცხოვ­რე­ბა იგო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უც­ნო­ბია.

მი­ხე­ი­ლი 13 წლის იყო, როცა ტრა­გე­დია მოხ­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა პე­ტერ­ბურ­გის კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში, მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში, 2002 წელს კი მუდ­მივ სა­ცხოვ­რებ­ლად ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ქუ­ჩა­ში უკ­რავ­და. 2012 წელს ინ­სულ­ტის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ ის ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა და ახლა მუდ­მი­ვად ჰოს­პის­ში ცხოვ­რობს.

ული­ა­ნა ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის დროს 10 წლის იყო, მან 16 წლის ასაკ­ში გა­ა­ჩი­ნა შვი­ლი, იყო ალ­კოჰო­ლი­კი და ჰქონ­და სუ­ი­ცი­დის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თვით­მკვლე­ლო­ბის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა და ახლა ირ­კუტსკში ცხოვ­რობს.

ტა­ტი­ა­ნა 14 წლის იყო, რო­დე­საც ტრა­გე­დი­ის დროს. წარ­მა­ტე­ბით იქორ­წი­ნა, ჩე­რემ­ხო­ვო­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. ერთ დღეს ის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა­ში, რომ­ლის ერთ-ერთი ეპი­ზო­დი 1988 წლის მოვ­ლე­ნებს მი­ე­ძღვნა.

ოვე­ჩკი­ნის ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნი­ლი წევ­რე­ბი­დან მე­დი­ას­თან არა­ვინ თა­ნამ­შრომ­ლობს, არ სურთ გა­იხ­სე­ნონ ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც მათი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ნად­გუ­რა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

1988 წელს, დედამ, 10 შვილთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გატაცება სცადა - ტრაგედიის დეტალები, რომელმაც მუსიკოსები ტერორისტებად აქცია

1988 წელს, დედამ, 10 შვილთან ერთად, საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად თვითმფრინავი გატაცება სცადა - ტრაგედიის დეტალები, რომელმაც მუსიკოსები ტერორისტებად აქცია

1983 წელს, რუსეთში მცხოვრებმა ოვეჩკინების დიდმა ოჯახმა, ჯაზ-ბენდი "Семь Симеонов" შექმნა, რომელშიც 7 ძმა შედიოდა. მან მალევე მიაღწია წარმატებას, გაიმარჯვეს სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქში გამართულ მრავალ მუსიკალურ კონკურსზე: ოვეჩკინებზე იწერებოდა პრესაში, გადაიღეს დოკუმენტური ფილმი. ოჯახი ირკუტსკში ცხოვრობდა...

მათ გადაწყვიტეს უკეთესი ცხოვრებისთვის ბედი საზღვარგარეთ ეძიათ. ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა, რადგან მათ მიერ გატაცებულ თვითმფრინავში, რომელიც ირკუტსკიდან კურგანის გავლით ლენინგრადში მიფრინავდა, ოვეჩკინების ოჯახის ხუთი წევრი, სამი მგზავრი და ბორტგამცილებელი დაიღუპნენ, ხოლო 15 ადამიანი დაშავდა. ტერაქტის შემდეგ ოჯახის შვიდი წევრი გადარჩა, მათ შორის უფროსი შვილი ლუდმილა, რომელმაც არაფერი იცოდა, რომ მისი ოჯახი თვითმფრინავის გატაცებას აპირებდა.

  • როგორ იქცნენ მუსიკოსები ტერორისტებად?

როგორც უკვე ვთქვით, ოვეჩკინების ჯაზ-ბენდი, ირკუტსკში შეიქმნა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. ნინელი ოვეჩკინას, რომელსაც მოგვიანებით "ტერორისტების დედოფალი" უწოდეს, 11 შვილი ჰყავდა.

თავად ქალის ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. ის ბავშვთა სახლში გაიზარდა. შვილების შეძენიდან მალევე, მეუღლის გარეშე დარჩა და მარტოს მოუწია მათი გაზრდა. ის ოჯახის ლიდერად იქცა, ოჯახური ანსამბლი კი - ქალაქის სიამაყედ. ოვეჩკინების ოჯახს მრავალსართულიან კორპუსში ორი ბინა გადასცეს, ანსამბლის წევრებს კი ხელფასი დაუნიშნეს. რამდენიმე მათგანი კი გნესინის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.

ოვეჩკინების ანსამბლი

მას შემდეგ, რაც ძმები გასტროლზე იაპონიას ეწვივნენ, ოჯახმა მოულოდნელად გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრებულიყვნენ საცხოვრებლად. იდეა ერთ-ერთ ვაჟს გაუჩნდა, დედამ, ნინელ ოვეჩკინამ კი მხარი დაუჭირა. ვინაიდან ყველა დარწმუნებული იყო, რომ ლეგალურად გამგზავრება შეუძლებელი იყო, ოვეჩკინებმა გადაწყვიტეს თვითმფრინავის გატაცება და იარაღის მუქარი თვითმფრინავის დიდ ბრიტანეთში დასმა. გეგმის განსახორციელებლად მზადება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდა. უმცროსმა შვილებმა, ბუნებრივია, არაფერი იცოდნენ, არაფერი იცოდა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ლუდმილამაც, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და ინფორმირებული არ იყო ოჯახის გეგმების შესახებ.

გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ნინელ ოვეჩკინამ თქვა: ”ან ყველა გავფრინდებით, ან ყველა მოვკვდებით!”

1988 წლის 8 მარტს, მთელი ოჯახი, ლუდმილას გარდა, თვითმფრინავში ჩაჯდა, ისინი ვითომდა, ლენინგრადში ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ, არადა, მუსიკალურ ინსტრუმენტებში იარაღი იყო დამალული.

თვითმფრინავის გატაცები დროს ნინელი ოვეჩკინა 51 წლის იყო, ლუდმილა 32 - ის, ოლგა 28 - ის, ვასილი 26-ის, დიმიტრი 24 -ის, ოლეგი 21 - ის, ალექსანდრე 19 - ის, იგორი 17 - ის, ტატიანა 14- ის, მიხაილი 13 - ის, ულიანა 10 - ის და სერგეი 9 წლის.

  • რა მოხდა თვითმფრინავში

თვითმფრინავი Ту-154 კურგანში დაეშვა, საწვავი შეივსო და ლენინგრადისკენ აიღო კურსი. სწორედ ამ დროს დაიწყეს მოქმედება ოვეჩკინებმა.

თავიდან მათ ბორტგამცილებელს პილოტთან წერილი გაატანეს, რომლითც ითხოვდნენ თვითმფრინავს მარშრუტი შეეცვალა და ლონდონში გაფრენილიყო. სხვა შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

თავდაპირველად პილოტებს წერილი მუსიკოსების ხუმრობა ეგონათ, მაგრამ როდესაც ოვეჩკინებმა იარაღი ამოიღეს და მგზავრების მოკვლით დაიმუქრნენ, ყველა მიხვდა, რომ ისინი აღარ ხუმრობდნენ.

პოლოტებმა გადაწყვიტეს თავად გაეწიათ წინააღმდეგობა ტერორისტებისთვის, თუმცა ვერ გარისკეს და მითითებას ხელისუფლებიდან დაელოდნენ.

სპეცოპერაციის ჩატარება სუკ-მა თავის თავზე აიღო. თავიდან მთთან მოლაპარაკება სცადეს, ისინი ნინელი ოვეჩკინას არწმუნებდნენ, რომ საწვავი ლონდონამდე არ ეყოფოდათ, ამიტომ სხვა უფრო ახლოს მყოფი ქვეყანა უნდა აერჩიათ. სინამდვილეში საწვავი საკმარისი იყო, გამტაცებლები კი შეთავაზებას დათანხმდნენ და გადაწყვიტეს კურსი ფინეთისკენ აეღოთ.

ოვეჩკინები

გამტაცებლებთან ბორტგამცილებელი თამარა ჟარკაია გავიდა და უთხრათ, რომ თვითმფრინავი მალე პატარა ფინურ ქალაქ კოტკაში დაჯდებოდა.

რეალურად კი თვითმფრინავი ლენინგრადის მახლობლად, ვეშევოში, სამხედრო აეროდრომზე ჯდებოდა. ოპერაციის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუსიკოსები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ისევ საბჭოთა ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე უკვე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

16:05 წუთზე თვითმფრინავი ვეშევოში დაეშვა. როდესაც თვითმფრინავს საბჭოთა ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს, ტერორისტები მიხვდნენ, რომ მოატყუეს. 24 წლის დიმიტრი ოვეჩკინმა ბორტგამცილებელი თამარა ჟარკაია მოკლა, დედამ კი შვილებს უბრძანა შტურმით აეღოთ პილოტების კაბინა.

ძმები იმუქრებოდნენ, რომ მგზავრებს დახოცავდნენ, მათ უარი თქვეს ბავშვებისა და ქალების გაშვებაზე.

ამასობაში თვითმფრინავს საწვავის მანქანა მიუახლოვდა, ტერორისტებმა ბორტგამცილებელი გარეთ გაუშვეს, რომ ავზი გაეხსნა, მაგრამ ესეც სპექტაკლის ნაწილი იყო. სპეცრაზმი პილოტების კაბინაში შევიდა და შტურმისთვის მოემზადა.

დაიწყო სპეცოპერაცია და საპასუხო სროლისას ოვეჩნიკებმა რამდენიმე სპეცრაზმელი დაჭრეს. ორმხრივი სროლის შედეგად 3 მგზავრი დაიღუპა.

ნინელ ოვეჩკინმა შვილები გარშემო შემოიკრიბა და თვითნაკეთი ბომბი ააფეთქა, თუმცა აფეთქების შედეგად მხოლოდ ალექსანდრე დაიღუპა. ამის შემდეგ ქალმა უფროს ვაჟს, ვასილის უბრძანა მისთვის ესროლა, შვილმა შეასრულა დავალება. 17 წლის იგორს არ უნდოდა სიკვდილი და ამიტომ ტუალეტში დაიმალა, ვასილის მისი ძებნის დრო აღარ ჰქონდა, ჯერ ოლეგი მოკლა, შემდეგ კი ტყვია თავში დაიხალა. ამ დროს თვითმფრინაში ხანძარი გაჩნდა და პანიკა დაიწყო. ამასობაში ერთ-ერთმა მგზავრმა საავარიო კარი გახსნა და მგზავრებმა თვითმფრინავის დატოვება ქაოსურად დაიწყეს.

საღამოს 8 საათზე სპეცოპერაცია დასრულდა. დაიღუპა 9 ადამიანი, 3 მგზავრი, ბორტგამცილებელი და ოვეჩკინების ოჯახის 5 წევრი.15-მა ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

ამ დროს საბჭოთა კავშირის დაშლამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი...

  • დანგრეული ცხოვრება

გამოძიება რამდენიმე თვე გაგრძელდა და საქმეში ბრალდებული ოლგა და იგორ ოვეჩკინები 1988 წლის სექტემბერში სასამართლოში გამოცხადდნენ. ოლგამ დანაშაული აღიარა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ტერაქტის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია და თვითმფრინავის გატაცების კატეგორიული წინააღმდეგიც კი იყო. ოვეჩკინას თქმით, მას სურდა საბჭოთა კავშირში დარჩენა, რადგან რომანი ჰქონდა კავკასიური ეროვნების ახალგაზრდასთან. მას უფროსმა ძმებმა აუკრძალეს შეყვარებულთან შეხვედრა იმის გამო, რომ სამხედრო სამსახურის დროს ისინი კავკასიელების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ. იგორმა ვერ უპასუხა მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ არ მოიკლა თავი უფროს ოვეჩკინებთან ერთად.

ოლგას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, იგორს - რვა წლით. ოლგას, ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას, შეეძინა ქალიშვილი ლარისა, რომელიც მოგვიანებით მისმა დამ, ლუდმილამ გაზარდა. იგორი არასრულწლოვანთა კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც მუსიკალური გუნდი შეკრიბა, ხოლო მოზრდილთა კოლონიაში გადაყვანის შემდეგ კი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი შექმნა.

ოლგა ოვეჩკინა

ოვეჩკინებმა ოთხწელიწადნახევარი მოიხადეს და ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, მაგრამ თავისუფლებაშიც კი მათი ცხოვრება უიღბლოდ წარიმართა. გათავისუფლების შემდეგ ოლგა ირკუტსკში დაბრუნდა და ბაზარში თევზის გამყიდველად მუშაობდა. თავიდან ქალიშვილიც თან წაიყვანა, მაგრამ მალე ლარისა დეიდასთან დაბრუნდა, რადგან დედამისი ანტისოციალურ ცხოვრების წესს ეწეოდა, ხოლო 2004 წელს იგი საკუთარმა პარტნიორმა მოკლა. ლუდმილამ ასევე გაზარდა ოლგას ვაჟი ვასილი, რომელიც დედის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა.

გათავისუფლების შემდეგ იგორი მუშაობდა მუსიკოსად კაფეებსა და რესტორნებში, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა პეტერბურგში, სადაც დაქორწინდა. ალკოჰოლთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ის ცუდ წრეში მოახვედრა და ისევ დააპატიმრეს. მას ბრალად ნარკოტიკების გავრცელება ედებოდა, მაგრამ სასამართლო პროცესამდე დაიღუპა.

იგორ ოვეჩკინი

სერგეი ოვეჩკინი თვითმფრინავის გატაცების დროს 9 წლის იყო. ტერაქტის დროს ის ფეხში დაიჭრა. როდესაც ბიჭი გაიზარდა, მან საქსოფონზე დაკვრა ისწავლა და იგორთან ერთად რესტორნებში მუშაობდა. ბიჭს უარი უთხრეს ირკუტსკის მუსიკალურ სკოლაში მიღებაზე, სკანდალური ოჯახი გამო. როგორ განვითარდა მისი ცხოვრება იგორის გარდაცვალების შემდეგ უცნობია.

მიხეილი 13 წლის იყო, როცა ტრაგედია მოხდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა პეტერბურგის კულტურის ინსტიტუტში, მუშაობდა რამდენიმე მუსიკალურ ჯგუფში, 2002 წელს კი მუდმივ საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, სადაც ქუჩაში უკრავდა. 2012 წელს ინსულტის გადატანის შემდეგ ის ეტლს მიეჯაჭვა და ახლა მუდმივად ჰოსპისში ცხოვრობს.

ულიანა ტერორისტული თავდასხმის დროს 10 წლის იყო, მან 16 წლის ასაკში გააჩინა შვილი, იყო ალკოჰოლიკი და ჰქონდა სუიციდისკენ მიდრეკილება. თვითმკვლელობის კიდევ ერთი მცდელობის შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა და ახლა ირკუტსკში ცხოვრობს.

ტატიანა 14 წლის იყო, როდესაც ტრაგედიის დროს. წარმატებით იქორწინა, ჩერემხოვოში გადავიდა საცხოვრებლად და შვილი გააჩინა. ერთ დღეს ის ტელევიზიაში გამოჩნდა, მონაწილეობა მიიღო დოკუმენტური სერიალის გადაღებაში, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი 1988 წლის მოვლენებს მიეძღვნა.

ოვეჩკინის ოჯახის გადარჩენილი წევრებიდან მედიასთან არავინ თანამშრომლობს, არ სურთ გაიხსენონ ტრაგედია, რომელმაც მათი ცხოვრება გაანადგურა.