სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საჭურვლის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა" - რას წერს გარდაცვლილ მთამსვლელზე რატი ამაღლობელი?
"საჭურვლის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა" - რას წერს გარდაცვლილ მთამსვლელზე რატი ამაღლობელი?

პო­ე­ტი რატი ამაღ­ლო­ბე­ლი სვან­თე­ში, მწვერ­ვალ შხელ­და­ზე ცნო­ბი­ლი, ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტის, 34 წლის არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის გარ­და­იც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

"აჩო ბავ­შვო­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ტოლ­კი­ნის “ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი”.

როცა პა­ტა­რა აჩოს ვკი­თხე, თუ ვინ იყო ამ ნა­წარ­მო­ებ­ში მისი საყ­ვა­რე­ლი გმი­რი, მახ­სოვს, პა­სუხ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­სა­გან გა­მა­ოგ­ნა.

ვე­ლო­დი “მა­ნა­თო­ბე­ლი” გმი­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, მა­გა­ლი­თად არა­გორ­ნის, ლე­გო­ლა­სის, ფრო­დო ბე­გინ­სის ან თუნ­დაც ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი გენ­დალ­ფის.

მან კი მი­თხრა, რომ უყ­ვარს სე­მუ­ე­იზ გემ­ჯი, გმი­რი, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით არ ჩანს, მაგ­რამ მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა, ვე­რა­ვინ მი­აღ­წევს სა­წა­დელ მი­ზანს, ვერც ფრო­დო დაძ­ლევს ოროდ­რი­უნს, ბე­დის­წე­რის მთას და მის ვულ­კა­ნურ ლა­ვა­ში ვერ გა­ა­ნად­გუ­რებს ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერ­თი­ან ბე­ჭედს. სე­მუ­ე­იზ გემ­ჯის უან­გა­რო­ბა, მე­გობ­რის­თვის თავ­დე­დე­ბა და სუფ­თა გული აჩოს ცხოვ­რე­ბის წე­სად იქვა. ჩვენ ხომ სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმი­რებს ვემგვა­ნე­ბით.

აჩოც ნამ­დვი­ლი გმი­რი გახ­და, ტოლ­კი­ნის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი და ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­როს გმი­რი. მან ზუს­ტად იცო­და, რომ მწვერ­ვა­ლებ­ზე კი არა სა­კუ­თარ თავ­ზე იმარ­ჯვებს, მთებ­ში კი არა, სა­კუ­თარ ში­ნა­გან­ში მოგ­ზა­უ­რობს. მის­თვის მთა მა­მის სამ­ყა­რო იყო, მუდ­მი­ვი რეფ­ლექ­სი­ის უნა­რი კი დე­დის ალღო და ნიჭი. ახლა მარ­ტო ნი­ნო­ზე, ზუ­რა­ზე და რუს­კა­ზე ვფიქ­რობ, აჩოს თბილ და მყუდ­რო ოჯახ­ზე, გა­მორ­ჩე­ულ და ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც აჩოს მი­ცეს ძალა და სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და შეძ­ლე­ბო­და ის, რაც მან 34 წლის ასაკ­ში მო­ას­წრო - გამ­ხდა­რი­ყო მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ალ­პი­ნის­ტი, "ოქ­როს წე­რა­ყი­ნის" მფლო­ბე­ლი, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი გა­უ­ვა­ლი მწვერ­ვა­ლი­სა და მარ­შრუ­ტის აღ­მომ­ჩე­ნი და პირ­ველ­გამ­ვლე­ლი. სა­ჭურ­ვე­ლის რკი­ნით დამ­ძი­მე­ბულ­მა მის­მა სხე­ულ­მა ცი­დან ელვა და მეხი მი­ი­ზი­და, აჩო შხელ­დი­დან პირ­და­პირ ელ­ვის ნა­თელ­ში შე­ვი­და, არა­მარ­ტო მთე­ბი­სა და მწვერ­ვა­ლე­ბის, არა­მედ ცისა და ღრუბ­ლე­ბის, ჭექა-ქუ­ხი­ლის კა­რიბ­ჭე­ე­ბი შე­ა­ღო და მა­რა­დი­ულ სი­ნათ­ლეს შე­უ­ერ­თდა.

ვი­საც მთა უყ­ვარს და­მე­თან­ხმე­ბა, რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ასეთ სიკ­ვდილს ყვე­ლა მთას­ვლე­ლი ინატ­რებ­და, თუმ­ცა ასე მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი მი­დი­ან.

გვიყ­ვარ­ხარ აჩო, ჩემი შვი­ლე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძო ადა­მი­ა­ნო, ჩემო უმ­ცრო­სო ძმაო და უფ­რო­სო რა­ინ­დო, შენ სულ ელ­ვა­სა­ვით ინა­თებ ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში".

არ­ჩილს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სამი ად­გი­ლობ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ამინ­დი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რეს­და. მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში მეხი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­თან ახ­ლოს და­ე­ცა და არ­ჩი­ლი კლდი­დან გა­და­აგ­დო. გა­დარ­ჩე­ნილ­მა სამ­მა ახალ­გაზ­რდამ რუ­სუ­ლი სიგ­ნა­ლის და­ჭე­რა შეძ­ლო და მომ­ხდა­რი იქა­ურ­მა მხა­რემ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

მაშ­ვე­ლებ­მა სამი ალ­პი­ნის­ტის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ხოლო ვერ­ტმფრენ­მა არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს გუ­შინ, 11 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს მი­აგ­ნო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხე­და­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 3800 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, კლდო­ვან ფერ­დობ­ზე იპო­ვეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ, შე­სა­ბა­მი­სი სპეც-ტექ­ნი­კი­სა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით მთამ­სვლე­ლის ცხე­და­რი 12 აგ­ვის­ტოს გად­მო­ას­ვე­ნეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საჭურვლის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა" - რას წერს გარდაცვლილ მთამსვლელზე რატი ამაღლობელი?

"საჭურვლის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა" - რას წერს გარდაცვლილ მთამსვლელზე რატი ამაღლობელი?

პოეტი რატი ამაღლობელი სვანთეში, მწვერვალ შხელდაზე ცნობილი, ქართველი ალპინისტის, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილის გარდაიცვალებას ეხმაურება და წერს:

"აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით უყვარდა ტოლკინის “ბეჭდების მბრძანებელი”.

როცა პატარა აჩოს ვკითხე, თუ ვინ იყო ამ ნაწარმოებში მისი საყვარელი გმირი, მახსოვს, პასუხმა მოულოდნელობისაგან გამაოგნა.

ველოდი “მანათობელი” გმირების დასახელებას, მაგალითად არაგორნის, ლეგოლასის, ფროდო ბეგინსის ან თუნდაც ჩემთვის საყვარელი გენდალფის.

მან კი მითხრა, რომ უყვარს სემუეიზ გემჯი, გმირი, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მის გარეშე არაფერი გამოვა, ვერავინ მიაღწევს საწადელ მიზანს, ვერც ფროდო დაძლევს ოროდრიუნს, ბედისწერის მთას და მის ვულკანურ ლავაში ვერ გაანადგურებს ძალაუფლების ერთიან ბეჭედს. სემუეიზ გემჯის უანგარობა, მეგობრისთვის თავდედება და სუფთა გული აჩოს ცხოვრების წესად იქვა. ჩვენ ხომ საუკეთესო შემთხვევაში ჩვენი ბავშვობის ლიტერატურულ გმირებს ვემგვანებით.

აჩოც ნამდვილი გმირი გახდა, ტოლკინის მომაჯადოებელი და ზღაპრული სამყაროს გმირი. მან ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა საკუთარ თავზე იმარჯვებს, მთებში კი არა, საკუთარ შინაგანში მოგზაურობს. მისთვის მთა მამის სამყარო იყო, მუდმივი რეფლექსიის უნარი კი დედის ალღო და ნიჭი. ახლა მარტო ნინოზე, ზურაზე და რუსკაზე ვფიქრობ, აჩოს თბილ და მყუდრო ოჯახზე, გამორჩეულ და ძვირფას ადამიანებზე, რომლებმაც აჩოს მიცეს ძალა და სიყვარული ყოფილიყო და შეძლებოდა ის, რაც მან 34 წლის ასაკში მოასწრო - გამხდარიყო მსოფლიოში სახელგანთქმული ალპინისტი, "ოქროს წერაყინის" მფლობელი, მსოფლიოს მრავალი გაუვალი მწვერვალისა და მარშრუტის აღმომჩენი და პირველგამვლელი. საჭურველის რკინით დამძიმებულმა მისმა სხეულმა ციდან ელვა და მეხი მიიზიდა, აჩო შხელდიდან პირდაპირ ელვის ნათელში შევიდა, არამარტო მთებისა და მწვერვალების, არამედ ცისა და ღრუბლების, ჭექა-ქუხილის კარიბჭეები შეაღო და მარადიულ სინათლეს შეუერთდა.

ვისაც მთა უყვარს დამეთანხმება, რომ გულის სიღრმეში ასეთ სიკვდილს ყველა მთასვლელი ინატრებდა, თუმცა ასე მხოლოდ ერთეულები მიდიან.

გვიყვარხარ აჩო, ჩემი შვილებისთვის მისაბაძო ადამიანო, ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში".

არჩილს ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი 12 აგვისტოს გადმოასვენეს.

იხილეთ ასევე: