პარტნიორები:
    ავტორი:

    ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას უკრძალავს - რა არის ამის მიზეზი?

    ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას უკრძალავს - რა არის ამის მიზეზი?

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სარდლობამ 11 აგვისტოს საღამოს გამოსცა ბრძანება, რომელიც უკრძალავს სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყოფნას. ისინი მოუწოდებენ სამხედრო პირებს, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ ისრაელში.

    ისრაელის მედია ამ გადაწყვეტილებას ხსნის ირანის მუქარით, რომ ისინი თავს დაესხმიან ისრაელის ობიექტებს საზღვარგარეთ. ირანსა და ისრაელ შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად გართულდა "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს თეირანში ლიკვიდაციის შემდეგ.

    ბრძანება შეეხება როგორც წვევამდელებს, ასევე საკონტრაქტო ჯარისკაცებს. ისინი შეიძლება იყვნენ საქართველოში და აზერბაიჯანში მოკლე შვებულებაში ან ოჯახის მოსანახულებლად, - აზუსტებს ისრაელის მედია და განმარტავს, რომ ამ ორი ქვეყნიდან, რომელზეც აკრძალვა ვრცელდება, ირანთან საზღვარი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს.

    სამხედროებს ამ საკითხზე კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებიათ, თქვეს მხოლოდ ის, რომ "მუდმივად ხორციელდება საფრთხის შეფასება და შესაბამისად, აახლებენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესვლა ნებადართულია“.

    შეგახსენებთ, ისმაილ ჰანიე 31 ივლისს თეირანში მოკლეს. ის იქ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წყარო