პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის ურთულესი იყო, სულამანიძის ნაცვლად გამარჯვებულად კოცოევი რომ გამოვაცხადე" - ვინ არის "ქართული ხმა" ოლიმპიადიდან, რომელიც ჩვენებურების გვარებს "ზედმიწევნით ქართულად“ აცხადებდა?
"ჩემთვის ურთულესი იყო, სულამანიძის ნაცვლად გამარჯვებულად კოცოევი რომ გამოვაცხადე" - ვინ არის "ქართული ხმა" ოლიმპიადიდან, რომელიც ჩვენებურების გვარებს "ზედმიწევნით ქართულად“ აცხადებდა?

ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ხმა იყო ოლიმ­პი­ა­და­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­ში ბევ­რმა პირ­ვე­ლად მო­ის­მი­ნა სრუ­ლი­ად უაქ­ცენ­ტოდ წარ­მოთ­ქმუ­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი.

გი­ორ­გი 2015 წლი­დან ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დიქ­ტო­რი გახ­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, გზა ხმამ გა­უკ­ვა­ლა. მას შემ­დეგ ძი­უ­დო­ის­ტებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, მათ­თან ერ­თად იზი­ა­რებს წარ­მა­ტე­ბით მო­ტა­ნილ ემო­ცი­ებს, ბევ­რს მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე, მიჰ­ყავს შო­უ­ე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებს ტურ­ნი­რებს... რაც მთა­ვა­რია, უშეც­დო­მოდ გა­მოთ­ქვამს ყვე­ლა ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რაც უნდა რთუ­ლად წარ­მო­სათ­ქმე­ლი უნდა იყოს ისი­ნი. მომ­ხდა­რა ისე, რომ მისი უნი­კა­ლუ­რი ხმა "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად“ მი­უჩ­ნე­ვი­ათ და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ჰგო­ნე­ბი­ათ. პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმით მი­ი­პყრო, რომ ტურ­ნი­რებ­ზე ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მომ­ცხა­დე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის გვა­რებს "ზედ­მი­წევ­ნით ქარ­თუ­ლად“ აცხა­დებ­და.

"თა­ნა­მედ­რო­ვე ძი­უ­დო­ში ეს თა­ო­ბა სა­უ­კე­თე­სოა, თა­მა­მად ვი­ტყო­დი, ოქ­როს ხა­ნაა ძი­უ­დო­ში... დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, ერთხელ მა­ინც გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად, რაც ჯერ ტო­კი­ო­ში ამიხ­და და ახლა - პა­რიზ­ში. ვა­მა­ყობ, რომ ლაშა ბე­ქა­უ­რი ორ­ჯერ მყავს ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ეს იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო ჩემ­თვის, სა­კუ­თარ თავს ვამ­შვი­დებ­დი - ჭანო, დამ­შვიდ­დი, ახლა არა­ფე­რი ხდე­ბა, წყნა­რად, და­მა­ჯე­რებ­ლად და ომა­ხი­ა­ნად გა­მო­ა­ცხა­დებ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს“, - იხ­სე­ნებს ოლიმ­პი­ა­და­ზე გან­ცდილ ამ და ბევრ სხვა ემო­ცი­ას ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დიქ­ტო­რი გი­ორ­გი ჭა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც პრო­ფე­სია ავალ­დე­ბუ­ლებს ნე­იტ­რა­ლუ­რი იყოს.

- და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია, სპორ­ტის სფე­რო­ში ვარ. დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მა­ინ­ტე­რე­სებ­და სპორ­ტი, ამი­ტომ გავ­ხდი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ბევრ გა­მო­ცე­მას­თან - გა­ზე­თებ­თან, რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­აც ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და (არა უშავს). 2007 წელს მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­მუ­შა­ოდ გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი სპორ­ტის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის (კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში) პრეს­სამ­სა­ხურ­ში. 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე 5 ოლიმ­პი­ა­და­ზე ვარ ნამ­ყო­ფი, ასე­ვე, ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის პრე­სა­ტა­შე... 2012-2013 წლე­ბი­დან, რო­გორც ინ­გლი­სუ­რის მეტ-ნაკ­ლე­ბად მცოდ­ნეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში ტურ­ნი­რე­ბის და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ე­ბის წაყ­ვა­ნას მთა­ვა­ზობ­დნენ. ვი­ნა­ი­დან მუდ­მი­ვად სპორ­ტულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვტრი­ა­ლებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რე­ბის დიქ­ტო­რი გავ­ხდი ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე. 2014 წელს თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და თბი­ლი­სის გრან-პრი ძი­უ­დო­ში, ჩა­მო­ვიდ­ნენ ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არ ვა­მე­ტებ და, მათ­თვის იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა ჩემი წაყ­ვა­ნის სტი­ლი და ხმა, რომ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, კერ­ძოდ, ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის დიქ­ტო­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჩემს თავ­ზე უნდა მე­მუ­შა­ვა, უნდა მეს­წავ­ლა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის სწო­რად წარ­მოთ­ქმა და გა­მო­ცხა­დე­ბა (არა მარ­ტო გა­მომ­ცხა­დე­ბე­ლი, ვარ ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მთე­ლი შოუ მიჰ­ყავს, ჰიმ­ნებ­სა და მუ­სი­კა­საც ვრთავ ტურ­ნი­რებ­ზე). იმ პე­რი­ოდ­ში ეს ჩემ­თვის დიდი სი­ახ­ლე იყო. ქარ­თვე­ლებს არ გვი­ჭირს და შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­თქვათ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ენის და­ბო­ლო­ე­ბე­ბი, ბგე­რე­ბი, ისე, რო­გორც გა­მო­ით­ქმის იმ ენა­ზე. დღემ­დე ვსწავ­ლობ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, მათ ენა­ზე ვუს­მენ გა­და­ცე­მებს... ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მომ­თა­ვა­ზა და მათ­თან დიქ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა 2015 წელს და­ვი­წყე. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, წე­ლი­წად­ში 15-20 ტურ­ნი­რი ეწყო­ბა და მის ხან­გრძლი­ვო­ბას თუ შევ­ხე­დავთ, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მი­წევს ყოფ­ნა.

- გახ­დით ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხმა და წამ­ყვა­ნი... ეს არც ისე იოლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩანს, დამ­ღლე­ლი და ცოტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლიც კია, ალ­ბათ.

- პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე 2020-ში, ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ურ თა­მა­შე­ბის დიქ­ტო­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს მარ­ტი­ვად არ ხდე­ბა, დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ყვე­ლა ოლიმ­პი­ურ თა­მაშს ჰყავს თა­ვი­სი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, რო­გორც მა­შინ ტო­კი­ო­ში, ახლა პა­რიზ­ში მოვხდი დიდ ფო­რუმ­ზე და გავ­ხდი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი დიქ­ტო­რი. აქამ­დე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ტურ­ნი­რის წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ეს მთე­ლი რუ­ტი­ნაა, სულ ჩარ­თუ­ლი ხარ, მთე­ლი დღე დარ­ბაზ­ში ზი­ხარ, ჰა­ე­რის ჩა­სუნ­თქვის დროც არ გაქვს, ხან­და­ხან 3 და 4 ტა­ტა­მია, ერთი თავ­დე­ბა, მე­ო­რე - იწყე­ბა... არა­ფე­რი უნდა გა­მოგრჩეს, შეც­დო­მა არ უნდა და­უშ­ვა, გვა­რი არას­წო­რად არ უნდა გა­მო­ა­ცხა­დო, მერე შემ­დე­გი ვინც მო­დის, იმის­თვის მო­ემ­ზა­დო და ეს არ თავ­დე­ბა... იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს სპორ­ტი და საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ ჩემ­თვის პი­რი­ქით - ყო­ვე­ლი ახა­ლი ტურ­ნი­რი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, მუდ­მი­ვად ვსწავ­ლობ სხვე­ბის­გან, ამი­ტომ არ არის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი საქ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, რა მა­გა­რია, მთე­ლი დღე ტა­ტამ­თან ახ­ლოს ზი­ხარ, ძი­უ­დოს უყუ­რებ, ამით ტკბე­ბი და აცხა­დე­ბო. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არაა. კი, მა­გა­რია, მაგ­რამ ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. დიქ­ტორს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე, არის მო­მენ­ტე­ბი, როცა დიქ­ტო­რის ხმა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ჩვენს შე­ჯიბ­რე­ბებს ხან­და­ხან უმაღ­ლე­სი დო­ნის სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან - პა­რიზ­ში ყო­ველ დღე მო­დი­ოდ­ნენ პრე­ზი­დენ­ტე­ბი, სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბი, ორ­ჯერ მო­ვი­და მაკ­რო­ნი, დარ­ბაზ­ში იყო იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯორ­ჯია მე­ლო­ნი და იტა­ლი­ის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია. მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ალ­ბა­ნო კა­რიზი ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ელ­ჩია და ყო­ველ დღე იმ­ყო­ფე­ბო­და დარ­ბაზ­ში.

ერთ მო­მენ­ტში ისე­თი ემო­ცი­უ­რი ფონი შე­იქ­მნა, რომ ალ­ბა­ნოს ვთხო­ვეთ და ცო­ცხლად შე­ას­რუ­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სიმ­ღე­რა "ფე­ლი­ჩი­ტა“, მად­ლო­ბა იტა­ლი­უ­რად გა­და­ვუ­ხა­დე და ხმა­მაღ­ლა გა­მო­ვა­ცხა­დე - გრა­ციე მილე, მა­ესტრო ალ­ბა­ნო და მა­ნაც მი­პა­სუ­ხა - გრა­ცი­ე­ეე! მო­დი­ოდ­ნენ ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი, მაგ. NBA-ს ლე­გენ­და პაუ გა­სო­ლი, ტონი პარ­კე­რი, რე­პე­რი Snoop dog-ი... ისი­ნი ჩვენს წინ სხდე­ბოდ­ნენ და ამ დროს ეი­ფო­რი­ას არ უნდა აჰ­ყვე, რამე რომ არ შე­გე­შა­ლოს, არ უნდა აღელ­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვო ემო­ცი­ე­ბი, არ და­იბ­ნე... ეს ცო­ცხა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია.

ბევ­რს ჰგო­ნია, რომ მომ­ღე­რა­ლი ვარ, უფრო - ოპე­რის ან ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი. არც ერთი ვარ და არც - მე­ო­რე, ინ­გლი­სუ­რიც ჩემ­ზე ბევ­რად უკეთ იცი­ან და სიმ­ღე­რე­ბი ხომ, სა­ერ­თოდ. სმე­ნა მაქვს და ხმაც, მაგ­რამ რა­საც ვი­ნატ­რებ­დი ისაა, სიმ­ღე­რა შე­მეძ­ლოს... ამ­დე­ნი წე­ლია ვმუ­შა­ობ და რო­გორც ჩანს, ხმა მარ­თლაც მაქვს, რად­გან ამან გა­მიკ­ვა­ლა გზა. ენე­ბის მი­მართ ყო­ველ­თვის მქონ­და ინ­ტე­რე­სი. ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვი­წყე, ბევ­რს ჰგო­ნია, უცხო­ეთ­ში ვცხოვ­რობ და ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნას მი­წო­ნე­ბენ, ზოგ­საც ის უკ­ვირს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დო­ნე­ზე რო­გორ ვის­წავ­ლე ინ­გლი­სუ­რი. ვიცი რუ­სუ­ლი, შე­მიძ­ლია ფრან­გუ­ლად წაყ­ვა­ნაც და გა­მო­ცხა­დე­ბაც პა­რი­ზის გრან­დსლემ­ზე რომ ვთქვა, ენას ვფლობ-თქო, გა­მი­ჭირ­დე­ბა (ფრან­გულს სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მახ­სოვს გრა­მა­ტი­კა და გა­მო­მად­გა რა­ღა­ცე­ე­ბი), მუ­სი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უფრო კლა­სი­კუ­რი როკი. სამ­წუ­ხა­როდ, მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე ვერ ვუკ­რავ, სა­მა­გი­ე­როდ, ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი ისე უკ­რა­ვენ...

- მა­გა­ლი­თის­თვის ალ­ბათ ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე გა­მოდ­გე­ბა, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად უკ­რავს რამ­დე­ნი­მე საკ­რავ­ზე...

- კი და იქ­ნებ მი­ვე­ბა­რო, მას­წავ­ლოს (იცი­ნის). ძი­უ­დო­ისტ ბი­ჭებ­თან და გო­გო­ნებ­თა­ნაც ვახ­ლობ­ლობ, ისი­ნი გა­და­სა­რე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გორც სპორ­ტსმე­ნე­ბი, ისე - პი­როვ­ნუ­ლად. სხვა­თა შო­რის, ეს თა­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ძი­უ­დო­ში არის სა­უ­კე­თე­სო, თა­მა­მად ვი­ტყო­დი, ოქ­როს ხა­ნაა ძი­უ­დო­ში. ისი­ნი ინ­ტე­ლექ­ტი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი არი­ან. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის და ძი­უ­დო­ის­ტე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის თარ­გმნაც მი­წევს ხოლ­მე და ადრე, ყო­ვე­ლი ტურ­ნი­რის შემ­დეგ თუ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე ბი­ჭებს ჩემი, რო­გორც თარ­ჯი­მა­ნის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ, ახლა თა­ვად ისე მე­ტყვე­ლე­ბენ და ინ­გლი­სუ­რად ისე გად­მოს­ცე­მენ სათ­ქმელს, ამ მხრივ ჩემი დახ­მა­რე­ბა აღარ სჭირ­დე­ბათ.

- როცა ტა­ტამ­ზე ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­დი­ან, ალ­ბათ რთუ­ლია ემო­ცი­ე­ბის მო­თოკ­ვა, მით უფრო მა­შინ, როცა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბა გი­წევს...

- რო­გორც დიქ­ტო­რი, ნე­იტ­რა­ლუ­რი უნდა ვიყო. ხან­და­ხან გა­მექ­ცე­ვა ხოლ­მე ინ­ტო­ნა­ცია ან გა­მო­ცხა­დე­ბის სტი­ლის მა­ნე­რა. მე­უბ­ნე­ბი­ან, ქარ­თველს რომ აცხა­დებ, სხვა­ნა­ი­რი მუხ­ტი მო­დი­სო, ეს ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. ვცდი­ლობ ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბას, ზო­გა­დად, მშვი­დი და წყნა­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და ესეც მეხ­მა­რე­ბა მუ­შა­ო­ბა­ში. როცა სა­ჭი­როა, ხან­და­ხან მკაც­რიც უნდა იყო გა­მო­ცხა­დე­ბა­ში. სპორ­ტსმენ­მა, იმა­ვე გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა, რო­მე­ლიც დარ­ბაზ­ში ტურ­ნირს ეს­წრე­ბა, უნდა იგ­რძნოს, რომ დიქ­ტო­რი არის სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი (კონ­ტრაქ­ტში გვი­წე­რია, რომ დიქ­ტო­რი უნდა იყოს ისე­თი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, ვინც რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში არ უნდა და­იბ­ნეს, ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვეს), შენი ძალა უნდა იგ­რძნოს. ამა­ვე დროს, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა უნდა გქონ­დეს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და შე­გეძ­ლოს ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა. მაგ. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ილია სუ­ლა­მა­ნი­ძის ნაც­ვლად კო­ცო­ე­ვი რომ გა­მო­ვა­ცხა­დე. ეს ემო­ცი­უ­რად რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო, მაგ­რამ იქაც მო­ვა­ხერ­ხე და სიმ­შვი­დე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე, ჩემი დარ­დი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა ჩემს შიგ­ნით რა ხდე­ბო­და, ვერ აგი­წერთ, ძლივს გა­და­ვი­ა­ტა­ნე, ყელ­ში მებ­ჯი­ნე­ბო­და ბრა­ზი. რა ვქნა, პრო­ფე­სია და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი თა­ვი­სას მო­ი­თხოვს...

ლაშა ბე­ქა­უ­რი ორ­ჯერ მყავს ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი (ტო­კი­ო­შიც და პა­რიზ­შიც), ეს იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტია ჩემ­თვის, სა­კუ­თარ თავს ვამ­შვი­დებ ხოლ­მე - ჭანო, ახლა არა­ფე­რი ხდე­ბა, დამ­შვიდ­დი, წყნა­რად, და­მა­ჯე­რებ­ლად და ომა­ხი­ა­ნად გა­მო­ა­ცხა­დებ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს... თა­ვი­დან მი­ჭირ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ხმა­ზეც მე­ტყო­ბო­და, რა­ღაც სი­ტყვე­ბი მა­ვი­წყდე­ბო­და, მაგ­რამ თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და. სურ­ვი­ლი მქონ­და, ერთხელ მა­ინც გა­მო­მე­ცხა­დე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად, რაც ჯერ ტო­კი­ო­ში ამიხ­და და აგერ, ახლა მე­ო­რედ - პა­რიზ­ში.

ბე­ქა­ურ­ზე ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ტო­კი­ო­ში ლაშა ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი როცა გახ­და, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­ვე­დით, მე ვთარ­გმნი­დი ლა­შას ინ­ტერ­ვი­უს (ახლა აღარ სჭირ­დე­ბა). მა­შინ ლა­შამ თქვა, მე ვარ სა­ქარ­თვე­ლო­დან, პა­ტა­რა, მაგ­რამ მებ­რძო­ლი ქვეყ­ნი­დან, ჩემს გამო ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერ­თი­ა­ნია, ბედ­ნი­ე­რია და ეს გრძნო­ბა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი­აო. მან ასე და­ას­რუ­ლა ინ­ტერ­ვიუ - მინ­და, რომ გავ­ხდე ოთხგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და ასე შე­ვი­დე ის­ტო­რი­ა­შიო. რამ­დე­ნი­მე დღის მერე დათო ქევ­ხიშ­ვილს ჩარ­თვა აქვს, ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცია იყო ტა­ტამ­ზე და ამ დროს შე­მო­დის ტედი რი­ნე­რი, ისიც ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ტა­ტამ­ზეა, ლაშა და ტედი ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რო­ბენ, ტედი ეუბ­ნე­ბა: ვი­ცო­დი, ტრავ­მა გქონ­და (ლა­შას მხა­რი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი), შეშ­ლი­ლი ბიჭი (crazy guy) ხარ, მხარ­მო­ტე­ხილ­მაც რო­გორ იომე და ფი­ნალ­ში რომ მო­გე­გო, ში­დო­ებ­ზე კი არ ააგე ტაქ­ტი­კა, მა­ინც გდე­ბა­ზე წახ­ვე­დი, ვა­ზა­რი გა­ა­კე­თე, მა­გა­რი გიჟი ხარო. ამ დროს დათო ეუბ­ნე­ბა ტე­დის, იცი, ბე­ქა­ურ­მა რა თქვა? - მინ­და ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდეო. ტე­დიმ გა­და­ხე­და, მაგ­რად გა­ი­ცი­ნა და უთხრა, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი­აო. მა­შინ ეს ყვე­ლამ ღი­მი­ლით მი­ი­ღო, ვხე­დავთ, რომ მარ­თლა ძნე­ლია, მაგ­რამ ლა­შას ნა­ხე­ვა­რი უკვე მიღ­წე­უ­ლი აქვს - 2 ოქ­როს მე­და­ლი აიღო. სხვა­თა შო­რის, ის პირ­ვე­ლი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნია, რო­მელ­მაც ეს 24 წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა. ახლა, პა­რიზ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მერე ვნა­ხე ლაშა, ტე­ლე­ფონ­ში უყუ­რებს თავს და არ ჯერა რაც ჩა­ი­დი­ნა... ეს ბიჭი არის ფე­ნო­მე­ნი, ასე­თი ან ხარ, ან - არა, ვერ გახ­დე­ბი. ლაშა არის ასე­თი, უნი­კა­ლუ­რი, ფე­ნო­მე­ნი, პირ­და­პირ მი­დის ბო­ლომ­დე, თან ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, რო­მე­ლიც ნერ­ვე­ბის წყვე­ტის ტურ­ნი­რია და არა მარ­ტო სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის. ეს არის ნერ­ვე­ბის ომი, იმ­დე­ნი ენერ­გია მი­აქვს, შეგ­ჭამს, მაგ­რამ ამას უნდა გა­უძ­ლო.

- რამე სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რი­ას თუ გა­იხ­სე­ნებთ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან?

- ერთი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, ჩემს ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ე­ბიც მიგ­ვყავს, სა­დაც დამ­ჯილ­დო­ებ­ლებ­საც აცხა­დებ. ახლა, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე რომ მივ­დი­ო­დი, 2-3 კვი­რით ადრე და­მი­კავ­შირ­და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი, მი­თხრეს, დამ­ჯილ­დო­ებ­ლე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი სწო­რად და მკა­ფი­ოდ უნდა გა­მო­ით­ქვას და მთხო­ვეს, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სია ჩა­მო­მე­წე­რა და ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მეგ­ზავ­ნა, რო­გორ უნდა გა­მო­ცხდდეს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი. შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ვუგ­ზავ­ნე და კო­მი­ტე­ტი­დან მო­ვი­და უც­ნა­უ­რი მე­სი­ჯი - ჩვენ არ გვჯე­რა, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ხმაა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ხმას ჰგავს, იქ­ნებ სთხო­ვოთ გი­ორ­გის ან ვინ­მე სხვას და თა­ვი­დან გა­მოგ­ზავ­ნოთ ჩა­ნა­წე­რი, რათა ჩან­დეს, რომ ადა­მი­ა­ნის ხმა­აო. ეს დიდი მო­რი­დე­ბით მი­თხრეს და ვუ­თხა­რი, გა­და­ე­ცით, რომ რო­ბო­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან-თქო. მერე რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვე­ცა­დე "ადა­მი­ა­ნუ­რი“ ხმა მი­მე­ღო, თუმ­ცა მგო­ნი, იგი­ვე იყო და ჩა­ნა­წე­რი მი­ი­ღეს. რო­გორც ჩანს, ეს ჩემი ხმა რა­ღაც ჩა­ნა­წე­რებ­ში კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რად აღიქ­მე­ბა. მოკ­ლედ, ეს ცნო­ბი­ლი ძი­უ­დოს ხმა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ხმა ეგო­ნათ, არა - ადა­მი­ა­ნის.

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დი­და­ნაც გა­ვიხ­სე­ნებ ერთ მო­მენტს... ვახ­სე­ნე, დარ­ბაზ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ-თქო. და­ძა­ბუ­ლი რე­ჟი­მის გამო, პა­ტარ-პა­ტა­რა და­ჯილ­დო­ე­ბე­ბის ცე­რე­მო­ნი­ე­ბის წინ ცოტა დრო მქონ­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში მა­ინც რომ გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ძი­უ­დო­ში შე­ჯიბ­რი სა­დაც ტარ­დე­ბო­და, ეს არ იყო სპორ­ტუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, არა­მედ სპე­ცი­ა­ლუ­რად ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თვის აგე­ბუ­ლი დარ­ბა­ზი, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში დაშ­ლი­ან. ერთხელ გა­ვე­დი დარ­ბა­ზი­დან და ვერ შე­ვე­დი, რად­გან სა­პირ­ფა­რე­შოს­თან მაკ­რო­ნის დაც­ვა იდგა, პრე­ზი­დენტს ელოდ­ნენ. მე­ო­რე ცდა­ზე (ლა­შას და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის წინ) რამ­დე­ნი­მე წუთი გა­მოვ­ნა­ხე და სა­პირ­ფა­რე­შოს­თან ამე­რი­კუ­ლი და მსოფ­ლიო კა­ლათ­ბურ­თის ლე­გენ­დას პაუ გა­სო­ლის გა­და­ვე­ყა­რე, ისიც ძი­უ­დო­ის­ტებს გულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მის და­ნახ­ვა­ზე სულ გა­და­მა­ვი­წყდა რის­თვის მივ­დი­ო­დი და კა­ლათ­ბურ­თელს ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვთხო­ვე, ვუ­თხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ყა­ვი და რომ ფო­ტოს ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას გა­ვუგ­ზავ­ნი­დი. პაუმ ეს რომ გა­ი­გო­ნა, დიდი სი­ხა­რუ­ლით გა­და­ი­ღო ჩემ­თან ფოტო ზედ სა­პირ­ფა­რე­შოს კარ­თან. მან ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ლო­ცა ლა­შას ჩემ­პი­ო­ნო­ბა და ოქ­როს მე­და­ლი. ასე რომ, ასეც ხდე­ბა, ოლიმ­პი­ა­და­ზე მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლავს წა­ა­წყდე და სა­პირ­ფა­რე­შოს­თან ფოტო გა­და­ი­ღო (იცი­ნის).

- ახლო მო­მა­ვალ­ში საით მი­ემ­გზავ­რე­ბა კაცი - ხმა?

- ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მათ შო­რის ისეთ ქვეყ­ნებ­ში, ადა­მი­ა­ნი რომ ვერ მო­ი­ფიქ­რებ­და, იგი­ვე მონ­ღო­ლე­თი, ჩილე, პერუ, ეკ­ვა­დო­რი, მექ­სი­კა, ტუ­ნი­სი, მა­რო­კო...

ევ­რო­პას არ ვგუ­ლის­ხმობ, ყველ­გან ნამ­ყო­ფი ვარ. ახლა ოჯახ­თან ერ­თად ცო­ტას და­ვის­ვე­ნებ, სულ წა­სუ­ლი და მუდ­მი­ვად ცოლ-შვი­ლის მო­ნატ­რე­ბა­ში ვარ. აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან იწყე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი, პე­რუ­ში - ლი­მა­ში ჭა­ბუკ­თა შო­რის ძი­უ­დო­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა. შემ­დეგ გვე­ლო­დე­ბა ხორ­ვა­ტია, ზაგ­რე­ბი, მერე - ტა­ჯი­კე­თი, არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბი, ია­პო­ნია და ასე, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რო­ბა მე­ლის წინ. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ იმ­დენს ნა­ხუ­ლობ, იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბას იღებ, ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ხვდე­ბი... რო­გორც კი ყვე­ლა­ფე­რი ჩა­თავ­დე­ბა, ისევ მე­ნატ­რე­ბა ეს რუ­ტი­ნა. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, ისე ვი­ყა­ვი, არაფ­რის და­ნახ­ვა და ხსე­ნე­ბაც არ მინ­დო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა და სპორ­ტი, სახ­ლში რო­გორც კი მი­ვე­დი, ჩავ­რთე და სა­მი­ვე ფი­ნალს ზე­დი­ზედ ვუ­ყუ­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"ჩემთვის ურთულესი იყო, სულამანიძის ნაცვლად გამარჯვებულად კოცოევი რომ გამოვაცხადე" - ვინ არის "ქართული ხმა" ოლიმპიადიდან, რომელიც ჩვენებურების გვარებს "ზედმიწევნით ქართულად“ აცხადებდა?

"ჩემთვის ურთულესი იყო, სულამანიძის ნაცვლად გამარჯვებულად კოცოევი რომ გამოვაცხადე" - ვინ არის "ქართული ხმა" ოლიმპიადიდან, რომელიც ჩვენებურების გვარებს "ზედმიწევნით ქართულად“ აცხადებდა?

ის ერთადერთი ქართველი ხმა იყო ოლიმპიადაზე, შესაბამისად, ჩვენში ბევრმა პირველად მოისმინა სრულიად უაქცენტოდ წარმოთქმული ქართული გვარები.

გიორგი 2015 წლიდან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გახდა და როგორც თავად ამბობს, გზა ხმამ გაუკვალა. მას შემდეგ ძიუდოისტებთან ერთად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მათთან ერთად იზიარებს წარმატებით მოტანილ ემოციებს, ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, მიჰყავს შოუები და მუსიკალურად აფორმებს ტურნირებს... რაც მთავარია, უშეცდომოდ გამოთქვამს ყველა ქვეყნის სპორტსმენების გვარ-სახელებს, რაც უნდა რთულად წარმოსათქმელი უნდა იყოს ისინი. მომხდარა ისე, რომ მისი უნიკალური ხმა "არაადამიანურად“ მიუჩნევიათ და ხელოვნური ინტელექტის ჰგონებიათ. პირველად საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ტურნირებზე ინგლისურენოვანი გამომცხადებელი ქართველი სპორტსმენების გვარებს "ზედმიწევნით ქართულად“ აცხადებდა.

"თანამედროვე ძიუდოში ეს თაობა საუკეთესოა, თამამად ვიტყოდი, ოქროს ხანაა ძიუდოში... დიდი სურვილი მქონდა, ერთხელ მაინც გამომეცხადებინა ქართველი ოლიმპიურ ჩემპიონად, რაც ჯერ ტოკიოში ამიხდა და ახლა - პარიზში. ვამაყობ, რომ ლაშა ბექაური ორჯერ მყავს ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადებული. ეს იმდენად ემოციური მომენტი იყო ჩემთვის, საკუთარ თავს ვამშვიდებდი - ჭანო, დამშვიდდი, ახლა არაფერი ხდება, წყნარად, დამაჯერებლად და ომახიანად გამოაცხადებ ოლიმპიურ ჩემპიონს“, - იხსენებს ოლიმპიადაზე განცდილ ამ და ბევრ სხვა ემოციას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გიორგი ჭანიშვილი, რომელსაც პროფესია ავალდებულებს ნეიტრალური იყოს.

- დაახლოებით 25 წელია, სპორტის სფეროში ვარ. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა სპორტი, ამიტომ გავხდი სპორტული ჟურნალისტი, ვთანამშრომლობდი ბევრ გამოცემასთან - გაზეთებთან, რადიოში, ტელევიზიაც ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა (არა უშავს). 2007 წელს მივიღე შემოთავაზება, სამუშაოდ გადავსულიყავი სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის (კულტურის და სპორტის სამინისტროში) პრესსამსახურში. 2008 წლიდან მოყოლებული, უკვე 5 ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი, ასევე, ვიყავი საქართველოს დელეგაციის პრესატაშე... 2012-2013 წლებიდან, როგორც ინგლისურის მეტ-ნაკლებად მცოდნეს, საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირების და დაჯილდოების ცერემონიების წაყვანას მთავაზობდნენ. ვინაიდან მუდმივად სპორტულ სამზარეულოში ვტრიალებდი, საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების დიქტორი გავხდი ქართულ და ინგლისურ ენებზე. 2014 წელს თბილისში პირველად ჩატარდა თბილისის გრან-პრი ძიუდოში, ჩამოვიდნენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. არ ვამეტებ და, მათთვის იმდენად საინტერესო გამოდგა ჩემი წაყვანის სტილი და ხმა, რომ მათთან თანამშრომლობა, კერძოდ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორობა შემომთავაზეს. ჩემს თავზე უნდა მემუშავა, უნდა მესწავლა მსოფლიოს ყველა ქვეყნის სპორტსმენების სახელების და გვარების სწორად წარმოთქმა და გამოცხადება (არა მარტო გამომცხადებელი, ვარ ის ადამიანი, ვისაც მთელი შოუ მიჰყავს, ჰიმნებსა და მუსიკასაც ვრთავ ტურნირებზე). იმ პერიოდში ეს ჩემთვის დიდი სიახლე იყო. ქართველებს არ გვიჭირს და შეგვიძლია გამოვთქვათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ენის დაბოლოებები, ბგერები, ისე, როგორც გამოითქმის იმ ენაზე. დღემდე ვსწავლობ სახელებსა და გვარებს, მათ ენაზე ვუსმენ გადაცემებს... ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად შემომთავაზა და მათთან დიქტორად მუშაობა 2015 წელს დავიწყე. შესაბამისად, დავიწყე მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, წელიწადში 15-20 ტურნირი ეწყობა და მის ხანგრძლივობას თუ შევხედავთ, ნახევარზე მეტი საქართველოში არ მიწევს ყოფნა.

- გახდით ძიუდოს საერთაშორისო ოფიციალური ხმა და წამყვანი... ეს არც ისე იოლი საქმიანობა ჩანს, დამღლელი და ცოტა მოსაბეზრებელიც კია, ალბათ.

- პირველი შემოთავაზება მივიღე 2020-ში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების დიქტორი უნდა ვყოფილიყავი. ეს მარტივად არ ხდება, დიდი კონკურენციაა. ყველა ოლიმპიურ თამაშს ჰყავს თავისი საორგანიზაციო კომიტეტი და საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით, როგორც მაშინ ტოკიოში, ახლა პარიზში მოვხდი დიდ ფორუმზე და გავხდი პირველი ქართველი დიქტორი. აქამდე ოლიმპიურ თამაშებზე ტურნირის წამყვანი ქართველი არასდროს ყოფილა. ეს მთელი რუტინაა, სულ ჩართული ხარ, მთელი დღე დარბაზში ზიხარ, ჰაერის ჩასუნთქვის დროც არ გაქვს, ხანდახან 3 და 4 ტატამია, ერთი თავდება, მეორე - იწყება... არაფერი უნდა გამოგრჩეს, შეცდომა არ უნდა დაუშვა, გვარი არასწორად არ უნდა გამოაცხადო, მერე შემდეგი ვინც მოდის, იმისთვის მოემზადო და ეს არ თავდება... იმდენად მიყვარს ეს სპორტი და საქმიანობა, რომ ჩემთვის პირიქით - ყოველი ახალი ტურნირი ახალი გამოწვევაა, მუდმივად ვსწავლობ სხვებისგან, ამიტომ არ არის მოსაბეზრებელი საქმე. მეუბნებიან, რა მაგარია, მთელი დღე ტატამთან ახლოს ზიხარ, ძიუდოს უყურებ, ამით ტკბები და აცხადებო. სამწუხაროდ, ასე არაა. კი, მაგარია, მაგრამ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. დიქტორს აუცილებლად სჭირდება შინაგანი სიმშვიდე, არის მომენტები, როცა დიქტორის ხმაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

ჩვენს შეჯიბრებებს ხანდახან უმაღლესი დონის სტუმრები ესწრებიან - პარიზში ყოველ დღე მოდიოდნენ პრეზიდენტები, სუპერვარსკვლავები, ორჯერ მოვიდა მაკრონი, დარბაზში იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და იტალიის სამთავრობო დელეგაცია. მაგალითად, იტალიელი მომღერალი ალბანო კარიზი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ელჩია და ყოველ დღე იმყოფებოდა დარბაზში.

ერთ მომენტში ისეთი ემოციური ფონი შეიქმნა, რომ ალბანოს ვთხოვეთ და ცოცხლად შეასრულა ლეგენდარული სიმღერა "ფელიჩიტა“, მადლობა იტალიურად გადავუხადე და ხმამაღლა გამოვაცხადე - გრაციე მილე, მაესტრო ალბანო და მანაც მიპასუხა - გრაციეეე! მოდიოდნენ ცნობილი კალათბურთელები, მაგ. NBA-ს ლეგენდა პაუ გასოლი, ტონი პარკერი, რეპერი Snoop dog-ი... ისინი ჩვენს წინ სხდებოდნენ და ამ დროს ეიფორიას არ უნდა აჰყვე, რამე რომ არ შეგეშალოს, არ უნდა აღელდე, მაქსიმალურად შეიკავო ემოციები, არ დაიბნე... ეს ცოცხალი და საინტერესო პროცესია.

ბევრს ჰგონია, რომ მომღერალი ვარ, უფრო - ოპერის ან ინგლისური ენის მასწავლებელი. არც ერთი ვარ და არც - მეორე, ინგლისურიც ჩემზე ბევრად უკეთ იციან და სიმღერები ხომ, საერთოდ. სმენა მაქვს და ხმაც, მაგრამ რასაც ვინატრებდი ისაა, სიმღერა შემეძლოს... ამდენი წელია ვმუშაობ და როგორც ჩანს, ხმა მართლაც მაქვს, რადგან ამან გამიკვალა გზა. ენების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. ინგლისური ენის სწავლა უნივერსიტეტში დავიწყე, ბევრს ჰგონია, უცხოეთში ვცხოვრობ და ქართული ენის ცოდნას მიწონებენ, ზოგსაც ის უკვირს, საქართველოში ასეთ დონეზე როგორ ვისწავლე ინგლისური. ვიცი რუსული, შემიძლია ფრანგულად წაყვანაც და გამოცხადებაც პარიზის გრანდსლემზე რომ ვთქვა, ენას ვფლობ-თქო, გამიჭირდება (ფრანგულს სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს გრამატიკა და გამომადგა რაღაცეები), მუსიკა ძალიან მიყვარს, უფრო კლასიკური როკი. სამწუხაროდ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვერ ვუკრავ, სამაგიეროდ, ჩვენი ბიჭები ისე უკრავენ...

- მაგალითისთვის ალბათ ილია სულამანიძე გამოდგება, რომელიც მშვენივრად უკრავს რამდენიმე საკრავზე...

- კი და იქნებ მივებარო, მასწავლოს (იცინის). ძიუდოისტ ბიჭებთან და გოგონებთანაც ვახლობლობ, ისინი გადასარევი ადამიანები არიან, როგორც სპორტსმენები, ისე - პიროვნულად. სხვათა შორის, ეს თაობა თანამედროვე ძიუდოში არის საუკეთესო, თამამად ვიტყოდი, ოქროს ხანაა ძიუდოში. ისინი ინტელექტითაც გამორჩეულები არიან. პრესკონფერენციების და ძიუდოისტების ინტერვიუების თარგმნაც მიწევს ხოლმე და ადრე, ყოველი ტურნირის შემდეგ თუ ინტერვიუებზე ბიჭებს ჩემი, როგორც თარჯიმანის დახმარება სჭირდებოდათ, ახლა თავად ისე მეტყველებენ და ინგლისურად ისე გადმოსცემენ სათქმელს, ამ მხრივ ჩემი დახმარება აღარ სჭირდებათ.

- როცა ტატამზე ქართველები გამოდიან, ალბათ რთულია ემოციების მოთოკვა, მით უფრო მაშინ, როცა რომელიმე მათგანის ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადება გიწევს...

- როგორც დიქტორი, ნეიტრალური უნდა ვიყო. ხანდახან გამექცევა ხოლმე ინტონაცია ან გამოცხადების სტილის მანერა. მეუბნებიან, ქართველს რომ აცხადებ, სხვანაირი მუხტი მოდისო, ეს ბუნებრივად ხდება. ვცდილობ ემოციების შეკავებას, ზოგადად, მშვიდი და წყნარი ადამიანი ვარ და ესეც მეხმარება მუშაობაში. როცა საჭიროა, ხანდახან მკაცრიც უნდა იყო გამოცხადებაში. სპორტსმენმა, იმავე გულშემატკივარმა, რომელიც დარბაზში ტურნირს ესწრება, უნდა იგრძნოს, რომ დიქტორი არის საკუთარ თავში დარწმუნებული, პროფესიონალი, დამაჯერებელი (კონტრაქტში გვიწერია, რომ დიქტორი უნდა იყოს ისეთი ფსიქიკის ადამიანი, ვინც რთულ სიტუაციებში არ უნდა დაიბნეს, ემოციებს არ აჰყვეს), შენი ძალა უნდა იგრძნოს. ამავე დროს, ნერვული სისტემა უნდა გქონდეს მოწესრიგებული და შეგეძლოს ემოციების მართვა. მაგ. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, გამარჯვებულად ილია სულამანიძის ნაცვლად კოცოევი რომ გამოვაცხადე. ეს ემოციურად რთულად გადასატანი იყო, მაგრამ იქაც მოვახერხე და სიმშვიდე შევინარჩუნე, ჩემი დარდი რომ არ გამოჩენილიყო, თუმცა ჩემს შიგნით რა ხდებოდა, ვერ აგიწერთ, ძლივს გადავიატანე, ყელში მებჯინებოდა ბრაზი. რა ვქნა, პროფესია და პროფესიონალიზმი თავისას მოითხოვს...

ლაშა ბექაური ორჯერ მყავს ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადებული (ტოკიოშიც და პარიზშიც), ეს იმდენად ემოციური მომენტია ჩემთვის, საკუთარ თავს ვამშვიდებ ხოლმე - ჭანო, ახლა არაფერი ხდება, დამშვიდდი, წყნარად, დამაჯერებლად და ომახიანად გამოაცხადებ ოლიმპიურ ჩემპიონს... თავიდან მიჭირდა, ბედნიერებისგან ვნერვიულობდი, ხმაზეც მეტყობოდა, რაღაც სიტყვები მავიწყდებოდა, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდა. სურვილი მქონდა, ერთხელ მაინც გამომეცხადებინა ქართველი ოლიმპიურ ჩემპიონად, რაც ჯერ ტოკიოში ამიხდა და აგერ, ახლა მეორედ - პარიზში.

ბექაურზე ერთ ამბავს გავიხსენებ: ტოკიოში ლაშა ოლიმპიური ჩემპიონი როცა გახდა, პრესკონფერენციაზე წავედით, მე ვთარგმნიდი ლაშას ინტერვიუს (ახლა აღარ სჭირდება). მაშინ ლაშამ თქვა, მე ვარ საქართველოდან, პატარა, მაგრამ მებრძოლი ქვეყნიდან, ჩემს გამო ახლა მთელი საქართველო ერთიანია, ბედნიერია და ეს გრძნობა ჩემთვის განსაკუთრებულიაო. მან ასე დაასრულა ინტერვიუ - მინდა, რომ გავხდე ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ასე შევიდე ისტორიაშიო. რამდენიმე დღის მერე დათო ქევხიშვილს ჩართვა აქვს, ჩვენი დელეგაცია იყო ტატამზე და ამ დროს შემოდის ტედი რინერი, ისიც ქართველებთან ერთად ტატამზეა, ლაშა და ტედი ერთმანეთში საუბრობენ, ტედი ეუბნება: ვიცოდი, ტრავმა გქონდა (ლაშას მხარი ჰქონდა მოტეხილი), შეშლილი ბიჭი (crazy guy) ხარ, მხარმოტეხილმაც როგორ იომე და ფინალში რომ მოგეგო, შიდოებზე კი არ ააგე ტაქტიკა, მაინც გდებაზე წახვედი, ვაზარი გააკეთე, მაგარი გიჟი ხარო. ამ დროს დათო ეუბნება ტედის, იცი, ბექაურმა რა თქვა? - მინდა ოთხგზის ჩემპიონი გავხდეო. ტედიმ გადახედა, მაგრად გაიცინა და უთხრა, ეს ძალიან რთულიაო. მაშინ ეს ყველამ ღიმილით მიიღო, ვხედავთ, რომ მართლა ძნელია, მაგრამ ლაშას ნახევარი უკვე მიღწეული აქვს - 2 ოქროს მედალი აიღო. სხვათა შორის, ის პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც ეს 24 წლის ასაკში მოახერხა. ახლა, პარიზში გამარჯვების მერე ვნახე ლაშა, ტელეფონში უყურებს თავს და არ ჯერა რაც ჩაიდინა... ეს ბიჭი არის ფენომენი, ასეთი ან ხარ, ან - არა, ვერ გახდები. ლაშა არის ასეთი, უნიკალური, ფენომენი, პირდაპირ მიდის ბოლომდე, თან ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ნერვების წყვეტის ტურნირია და არა მარტო სპორტსმენებისთვის. ეს არის ნერვების ომი, იმდენი ენერგია მიაქვს, შეგჭამს, მაგრამ ამას უნდა გაუძლო.

- რამე სახალისო ისტორიას თუ გაიხსენებთ თქვენი საქმიანობიდან?

- ერთი სასაცილო ამბავი მახსენდება, ჩემს ხმასთან დაკავშირებით. ჩვენ დაჯილდოების ცერემონიებიც მიგვყავს, სადაც დამჯილდოებლებსაც აცხადებ. ახლა, პარიზის ოლიმპიადაზე რომ მივდიოდი, 2-3 კვირით ადრე დამიკავშირდა ოლიმპიური კომიტეტი, მითხრეს, დამჯილდოებლების სახელი და გვარები სწორად და მკაფიოდ უნდა გამოითქვას და მთხოვეს, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების სია ჩამომეწერა და ხმოვანი შეტყობინება გამეგზავნა, როგორ უნდა გამოცხდდეს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი. შეტყობინება გავუგზავნე და კომიტეტიდან მოვიდა უცნაური მესიჯი - ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ადამიანის ხმაა, ხელოვნური ინტელექტის ხმას ჰგავს, იქნებ სთხოვოთ გიორგის ან ვინმე სხვას და თავიდან გამოგზავნოთ ჩანაწერი, რათა ჩანდეს, რომ ადამიანის ხმააო. ეს დიდი მორიდებით მითხრეს და ვუთხარი, გადაეცით, რომ რობოტია საქართველოდან-თქო. მერე რაღაცნაირად შევეცადე "ადამიანური“ ხმა მიმეღო, თუმცა მგონი, იგივე იყო და ჩანაწერი მიიღეს. როგორც ჩანს, ეს ჩემი ხმა რაღაც ჩანაწერებში კიდევ უფრო უცნაურად აღიქმება. მოკლედ, ეს ცნობილი ძიუდოს ხმა ხელოვნური ინტელექტის ხმა ეგონათ, არა - ადამიანის.

პარიზის ოლიმპიადიდანაც გავიხსენებ ერთ მომენტს... ვახსენე, დარბაზში ცნობილი ადამიანები მოდიოდნენ-თქო. დაძაბული რეჟიმის გამო, პატარ-პატარა დაჯილდოებების ცერემონიების წინ ცოტა დრო მქონდა, საპირფარეშოში მაინც რომ გავსულიყავი. ძიუდოში შეჯიბრი სადაც ტარდებოდა, ეს არ იყო სპორტული ნაგებობა, არამედ სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული დარბაზი, რომელსაც შემდგომში დაშლიან. ერთხელ გავედი დარბაზიდან და ვერ შევედი, რადგან საპირფარეშოსთან მაკრონის დაცვა იდგა, პრეზიდენტს ელოდნენ. მეორე ცდაზე (ლაშას დაჯილდოების ცერემონიის წინ) რამდენიმე წუთი გამოვნახე და საპირფარეშოსთან ამერიკული და მსოფლიო კალათბურთის ლეგენდას პაუ გასოლის გადავეყარე, ისიც ძიუდოისტებს გულშემატკივრობდა. მის დანახვაზე სულ გადამავიწყდა რისთვის მივდიოდი და კალათბურთელს ფოტოს გადაღება ვთხოვე, ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავი და რომ ფოტოს ზაზა ფაჩულიას გავუგზავნიდი. პაუმ ეს რომ გაიგონა, დიდი სიხარულით გადაიღო ჩემთან ფოტო ზედ საპირფარეშოს კართან. მან ასევე საქართველოს მიულოცა ლაშას ჩემპიონობა და ოქროს მედალი. ასე რომ, ასეც ხდება, ოლიმპიადაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავს წააწყდე და საპირფარეშოსთან ფოტო გადაიღო (იცინის).

- ახლო მომავალში საით მიემგზავრება კაცი - ხმა?

- ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწევს მოგზაურობა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, ადამიანი რომ ვერ მოიფიქრებდა, იგივე მონღოლეთი, ჩილე, პერუ, ეკვადორი, მექსიკა, ტუნისი, მაროკო...

ევროპას არ ვგულისხმობ, ყველგან ნამყოფი ვარ. ახლა ოჯახთან ერთად ცოტას დავისვენებ, სულ წასული და მუდმივად ცოლ-შვილის მონატრებაში ვარ. აგვისტოს ბოლოდან იწყება ახალი სეზონი, პერუში - ლიმაში ჭაბუკთა შორის ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. შემდეგ გველოდება ხორვატია, ზაგრები, მერე - ტაჯიკეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, იაპონია და ასე, მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მელის წინ. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენს ნახულობ, იმხელა გამოცდილებას იღებ, ისეთ საინტერესო სიტუაციებში ხვდები... როგორც კი ყველაფერი ჩათავდება, ისევ მენატრება ეს რუტინა. ჩამოვედი თუ არა, ისე ვიყავი, არაფრის დანახვა და ხსენებაც არ მინდოდა, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმიანობა და სპორტი, სახლში როგორც კი მივედი, ჩავრთე და სამივე ფინალს ზედიზედ ვუყურე.