მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“ - პრემიერი
“ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“ - პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, “დე­მოკ­რა­ტი­ის ნამ­დვი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 26 ოქ­ტომ­ბერს შედ­გე­ბა, რო­დე­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­ი­მარ­ჯვებს“.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე დე­მოკ­რა­ტი­ის ფეს­ტი­ვა­ლის და­ფი­ნან­სე­ბა, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ვი­ღა­ცას სურს, ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი და­აბ­რუ­ნოს.

“თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი ფი­ნანსდე­ბა მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ვი­ღა­ცას სა­ზღვარ­გა­რეთ სურს, რომ ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი დაგ­ვიბ­რუ­ნოს.

მე მინ­და კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნოთ, რა შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მმა სა­ქარ­თვე­ლო, ეს იყო 2008 წლის წა­გე­ბუ­ლი ომი ის ავან­ტი­უ­რა, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ­მა ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა ჩა­ი­დი­ნა, ბიზ­ნე­სის სის­ტე­მუ­რი რე­კე­ტი, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა და მათ მი­მართ არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, არა­მარ­ტო ცი­ხე­ებ­ში, არა­მედ ცი­ხე­ებს გა­რეთ, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბა. თქვენ გახ­სოვთ, რომ მთე­ლი მე­დია მო­ნო­პო­ლია ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ასე­ვე ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. აღარ მინ­და ჩა­მოვ­თვა­ლო ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­დან თავს მოხ­ვე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა. მა­შინ გა­რე­დან და­უ­ნიშ­ნეს ჩვენ ქვე­ყა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­უ­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა ეს და­ნა­შა­უ­ლი და უბე­დუ­რე­ბა, თუმ­ცა ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვის აუ­ღია.

ახლა, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ ასე­თი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი და ასე­თი ძა­ლე­ბი დაგ­ვიბ­რუ­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, 12 წლის თავ­ზე, ამას, რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი არ შედ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­მოკ­რა­ტი­ის ნამ­დვი­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 26 ოქ­ტომ­ბერს შედ­გე­ბა როცა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­ი­მარ­ჯვებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

“ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“ - პრემიერი

“ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როდესაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის ფესტივალის დაფინანსება, მიუთითებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, ქვეყანაში ავტორიტარიზმი დააბრუნოს.

“თავისთავად ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ავტორიტარიზმის ფესტივალები ფინანსდება მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცას საზღვარგარეთ სურს, რომ ავტორიტარიზმი დაგვიბრუნოს.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა შედეგებამდე მიიყვანა ავტორიტარიზმმა საქართველო, ეს იყო 2008 წლის წაგებული ომი ის ავანტიურა, რომელიც მაშინდელმა ავტორიტარულმა სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, ადამიანების წამება და მათ მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, არამარტო ციხეებში, არამედ ციხეებს გარეთ, ტელევიზიების მიტაცება. თქვენ გახსოვთ, რომ მთელი მედია მონოპოლია ჩამოყალიბდა, ასევე ტოტალურად გაყალბებული არჩევნები. აღარ მინდა ჩამოვთვალო ის დანაშაულები, რომლებიც გარედან თავს მოხვეულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენ ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას ყველა ეს დანაშაული და უბედურება, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა, სამწუხაროდ, არავის აუღია.

ახლა, როდესაც კონკრეტული ძალები ცდილობენ, რომ ასეთი ავტორიტარიზმი და ასეთი ძალები დაგვიბრუნონ ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე, ამას, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს. ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება როცა “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.