პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია... სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება...“ - ირაკლი კობახიძე
“დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია... სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება...“ - ირაკლი კობახიძე

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე - სწო­რედ, ღირ­სე­ბი­თა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვით შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვა­თა დაძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა, უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა

“დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თველ­თა ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და შე­უ­პოვ­რო­ბის, სამ­ხედ­რო დი­დე­ბი­სა და გმი­რო­ბის უკ­ვდა­ვი მა­გა­ლი­თია“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ “დიდ­გო­რო­ბის" სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, 9 სა­უ­კუ­ნის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი “ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი" მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის უდი­დეს სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ გა­მარ­ჯვე­ბა­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და დიდ­გო­რის ბრძო­ლამ შე­ას­რუ­ლა გა­დამ­წყვე­ტი როლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის გან­სა­ზღვრა­ში, რა­საც დღეს ევ­რო­პულ ოჯახ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ქვეყ­ნის სწრაფ­ვა ეფუძ­ნე­ბა.

“დღეს ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თა­რიღს. დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბა ქარ­თველ­თა ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და შე­უ­პოვ­რო­ბის, სამ­ხედ­რო დი­დე­ბი­სა და გმი­რო­ბის უკ­ვდა­ვი მა­გა­ლი­თია. ამ გა­მარ­ჯვე­ბამ მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით გან­სა­ზღვრა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა. 9 სა­უ­კუ­ნის წინ მო­პო­ვე­ბუ­ლი “ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი" მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის უდი­დეს სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­ულ გა­მარ­ჯვე­ბა­თა რიგს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა; ამ გა­მარ­ჯვე­ბამ შექ­მნა მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში გა­მარ­ჯვე­ბამ სა­თა­ვე და­უ­დო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოქ­როს ხა­ნას - პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რულ, რე­ლი­გი­ურ, სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო აღორ­ძი­ნე­ბას. სწო­რედ, დიდ­გო­რის ბრძო­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­კვიდ­რა რე­გი­ო­ნის უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლი. ამა­ვე დროს, ეს იყო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბის დღე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა და უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა დღემ­დე ეფუძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ­გო­რის ბრძო­ლამ შე­ას­რუ­ლა გა­დამ­წყვე­ტი როლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის გან­სა­ზღვრა­ში, რა­საც ევ­რო­პულ ოჯახ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ ჩვე­ნი სწრაფ­ვა დღე­ვან­დელ დღეს ეფუძ­ნე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ღირ­სე­ბი­თა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა, მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა და უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა.

“დიდ­გო­რის ველ­ზე გა­ი­მარ­თა უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა, მტე­რი ჩვენ­ზე მრა­ვალ­რი­ცხვო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ ჩვენს მხა­რეს იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, გან­მტკი­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბით, ღირ­სე­ბით, პატ­რი­ო­ტიზ­მით, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, ქვეყ­ნის­თვის თავ­და­დე­ბით და, რა თქმა უნდა, დიდი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სიბ­რძნი­თა და სი­მა­მა­ცით. მსურს, გა­ვიხ­სე­ნო პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მო­ხა­ტავს დღე­ვან­დე­ლი დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას - “დიდ­გო­რი ჯერ კი­დევ მო­სა­გე­ბია!" ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ სწო­რედ ღირ­სე­ბი­თა და სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­გან­წირ­ვით შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვა­თა დაძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა, უმ­თავ­რე­სი ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღე­სას­წა­ულს. გაძ­ლი­ე­რე­ბას, წინსვლას, გამ­თლი­ა­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს სამ­შობ­ლოს! ღმერ­თი იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მფარ­ვე­ლი,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია... სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება...“ - ირაკლი კობახიძე

“დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია... სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება...“ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - სწორედ, ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა

“დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “დიდგორობის" სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 9 საუკუნის წინ მოპოვებული “ძლევაი საკვირველი" მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება და დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც დღეს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვა ეფუძნება.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი სამშობლოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველთა ერთიანობისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდებისა და გმირობის უკვდავი მაგალითია. ამ გამარჯვებამ მრავალი თვალსაზრისით განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება. 9 საუკუნის წინ მოპოვებული “ძლევაი საკვირველი" მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს განეკუთვნება; ამ გამარჯვებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ სათავე დაუდო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანამანათლებლო აღორძინებას. სწორედ, დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, ეს იყო ქრისტიანული ფასეულობების უდიდესი გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს ეროვნული იდენტობა და უნიკალური ქართული კულტურა დღემდე ეფუძნება. შესაბამისად, დიდგორის ბრძოლამ შეასრულა გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული იდენტობის განსაზღვრაში, რასაც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისკენ ჩვენი სწრაფვა დღევანდელ დღეს ეფუძნება,"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით არის შესაძლებელი ყველაზე დიდი გამოწვევების დაძლევა, მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება და უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა.

“დიდგორის ველზე გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, მტერი ჩვენზე მრავალრიცხვოვანი იყო, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო სამართლიანობა, განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობით, ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულით, ქვეყნისთვის თავდადებით და, რა თქმა უნდა, დიდი დავით აღმაშენებლის სიბრძნითა და სიმამაცით. მსურს, გავიხსენო პატრიარქის სიტყვები, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის მნიშვნელობას - “დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია!" ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ღირსებითა და სამშობლოსათვის თავგანწირვით შეგვიძლია ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევა, საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გამთლიანება, უმთავრესი ეროვნული მიზნების მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გაძლიერებას, წინსვლას, გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს! ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი,"- განაცხადა პრემიერმა.