მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედიას მწვერვალ შხელდაზე ცნობილი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი შეეწირა - "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს... ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში"
ტრაგედიას მწვერვალ შხელდაზე ცნობილი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი შეეწირა - "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს... ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში"

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სვა­ნეთ­ში, სა­დაც მწვერ­ვალ შხელ­და­ზე ექ­სპე­დი­ცი­ი­სას ცნო­ბი­ლი, ქარ­თვე­ლი ალ­პი­ნის­ტი, 34 წლის არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­ჩილს ექ­სპე­დი­ცი­ა­ში სამი ად­გი­ლობ­რი­ვი მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტი ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ამინ­დი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ა­რეს­და. მწვერ­ვა­ლი­დან დაშ­ვე­ბის პრო­ცეს­ში მეხი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმენ­თან ახ­ლოს და­ე­ცა და არ­ჩი­ლი კლდი­დან გა­და­აგ­დო. გა­დარ­ჩე­ნილ­მა სამ­მა ახალ­გაზ­რდამ რუ­სუ­ლი სიგ­ნა­ლის და­ჭე­რა შეძ­ლო და მომ­ხდა­რი იქა­ურ­მა მხა­რემ შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

მაშ­ვე­ლებ­მა სამი ალ­პი­ნის­ტის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს, ხოლო ვერ­ტმფრენ­მა არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს გუ­შინ, 11 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს მი­აგ­ნო, თუმ­ცა რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­დაც­ვლი­ლი სპორ­ტსმე­ნის ამოყ­ვა­ნა ჯერ ისევ ვერ ხერ­ხდე­ბა.

არ­ჩილ ბად­რიშ­ვილ­მა 2022 წელს ალ­პი­ნიზ­მის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო, "ოქ­როს ძა­ლა­ყი­ნი" ორ ქარ­თველ­თან, გი­ორ­გი ტეფ­ნა­ძე­სა და ბა­ქარ გე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად პა­კის­ტა­ნის იქამ­დე და­უ­პყრო­ბელ მწვერ­ვალ სა­რა­გარ­ზე (ზღვის დო­ნი­დან 7223 მეტ­რი) ას­ვლის გამო მი­ი­ღო. არ­ჩი­ლი ამ პრეს­ტი­ჟულ პრიზ­ზე კი­დევ სამ­ჯერ იყო წარ­დგე­ნი­ლი. გა­სულ თვე­ში ბად­რი­აშ­ვილ­მა კი­დევ ერთი აუს­ვლე­ლი მწვერ­ვა­ლი - ინ­დო­ეთ­ში მდე­ბა­რე ნან­და შორი და­ი­პყრო.

"გა­მორ­ჩე­უ­ლი სული გაფ­რინ­და სხვა მხა­რეს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მთამ­სვლე­ლი და კი­დევ უფრო მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი. მე­ტიც, ასე­თი ხალ­ხი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია სამ­ყა­რო­ში. თვი­თონ სიკ­ვდი­ლი ისე ჰყავ­და მოთვი­ნი­ე­რე­ბუ­ლი, რო­გორც სხვას არა­ვის, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია. ტრა­გი­კუ­ლად არ უყუ­რებ­და ახალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლას. ამა­ზე ბევ­რჯერ გვი­ლა­პა­რა­კია. შევ­ხვდე­ბით მე­ო­რე მხა­რეს, თუ ჩემ დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბა­ში რა­მედ ვი­ვარ­გე. აბა, მშვი­დო­ბით, მე­გო­ბა­რო! თო­კე­ბის და­კი­დე­ბა არ და­გა­ვი­წყდეს, რომ სა­დაც იქ­ნე­ბი, იქ მეც ამო­ვი­დე", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

  • გა­ნახ­ლე­ბა: 15:15

მაშ­ვე­ლებ­მა მწვერ­ვალ შხელ­და­ზე გარ­დაც­ვლი­ლი მთამ­სვლე­ლის, არ­ჩილ ბად­რი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს - წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

  • ambebi.ge ძა­ლი­ან წუხს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

ტრაგედიას მწვერვალ შხელდაზე ცნობილი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი შეეწირა - "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს... ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში"

ტრაგედიას მწვერვალ შხელდაზე ცნობილი ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი შეეწირა - "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს... ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში"

ტრაგედია დატრიალდა სვანეთში, სადაც მწვერვალ შხელდაზე ექსპედიციისას ცნობილი, ქართველი ალპინისტი, 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი გარდაიცვალა.

არჩილს ექსპედიციაში სამი ადგილობრივი მოყვარული ალპინისტი ჰყავდა წაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, 10 აგვისტოს საღამოს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა. მწვერვალიდან დაშვების პროცესში მეხი ახალგაზრდა სპორტსმენთან ახლოს დაეცა და არჩილი კლდიდან გადააგდო. გადარჩენილმა სამმა ახალგაზრდამ რუსული სიგნალის დაჭერა შეძლო და მომხდარი იქაურმა მხარემ შეატყობინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მაშველებმა სამი ალპინისტის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ვერტმფრენმა არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს გუშინ, 11 აგვისტოს საღამოს მიაგნო, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე, გარდაცვლილი სპორტსმენის ამოყვანა ჯერ ისევ ვერ ხერხდება.

არჩილ ბადრიშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, "ოქროს ძალაყინი" ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო. არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი - ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო.

"გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი და კიდევ უფრო მაგარი ადამიანი. მეტიც, ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში. თვითონ სიკვდილი ისე ჰყავდა მოთვინიერებული, როგორც სხვას არავის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ტრაგიკულად არ უყურებდა ახალ განზომილებაში გადასვლას. ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. შევხვდებით მეორე მხარეს, თუ ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში რამედ ვივარგე. აბა, მშვიდობით, მეგობარო! თოკების დაკიდება არ დაგავიწყდეს, რომ სადაც იქნები, იქ მეც ამოვიდე", - წერს სოციალურ ქსელში სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი.

  • განახლება: 15:15

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს - წაიკითხეთ სრულად

  • ambebi.ge ძალიან წუხს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს