კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ყველანაირი ტანჯვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები“ - მეუფე შიო
“ყველანაირი ტანჯვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები“ - მეუფე შიო

“ცოდ­ვა იგი­ვე ბო­რო­ტე­ბაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ გვარ­თმევს ნამ­დვილ სი­ხა­რულს და ჩვენს გუ­ლებ­ში აქ­რობს სი­ნათ­ლეს და სით­ბოს“,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, “ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა ადა­მი­ან­მა გული არას­დროს არ უნდა გა­ი­ტე­ხოს, სასო არ უნდა წა­რიკ­ვე­თოს და არ უნდა ეგო­ნოს, რომ ცოდ­ვი­სა და ბო­რო­ტე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიბ­ნე­ლე და ის ტან­ჯვე­ბი, რაც ამას მოს­დევს, არის გარ­და­უ­ვა­ლი ხვედ­რი“.

“ძვირ­ფა­სო მა­მაო, ძმე­ბო და დებო, დე­დე­ბო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს.

დღეს წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან ჩვენ წა­ვი­კი­თხეთ უფა­ლი იესო ქრის­ტეს მიერ ორი ბრმის გან­კურ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ერთხელ ეს ორი ბრმა მოს­დევ­და იესო ქრის­ტეს, ისი­ნი ხმა­მაღ­ლა გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: “შეგ­ვი­წყა­ლე ჩვენ, იესო ძეო და­ვი­თი­საო!“ (მთ. 20,30). მათ იცოდ­ნენ იესო ქრის­ტეს ძალა და სწამ­დათ მისი ყო­ველ­გვა­რი და­ეჭ­ვე­ბის გა­რე­შე. ამი­ტო­მაც გა­ნუ­წყვეტ­ლად სთხოვ­დნენ მას გან­კურ­ნე­ბას. უფალ­მა მათ უთხრა: “გწამთ, რომ მე შე­მიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა?“ მათ მი­უ­გეს: “დიახ, უფა­ლო, გვწამს“. მა­შინ იგი შე­ე­ხო მათ თვა­ლებ­ზე და უთხრა: “თქვე­ნი რწმე­ნი­სა­მებრ მო­გე­გოს თქვენ“ და აე­ხი­ლათ მათ თვა­ლე­ბი. აი, ასე­თი სა­ხა­რე­ბა წა­ვი­კი­თხეთ ჩვენ დღეს.

გვე­ხე­ბა თუ არა ჩვენ ეს სა­ხა­რე­ბა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო? რა თქმა უნდა, გვე­ხე­ბა. რით გვე­ხე­ბა? იმით, რომ ჩვენც ვგა­ვართ ამ ბრმებს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი სიბრმა­ვით; მაგ­რამ არამ­ხო­ლოდ ამით, არა­მედ ვგა­ვართ ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი უძ­ლუ­რე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ­სა­ვით გვტან­ჯავს და მათ­სა­ვით ვე­ვედ­რე­ბით უფალს, რომ შეგ­ვიმ­სუ­ბუ­ქოს ტან­ჯვე­ბი, გან­გვკურ­ნოს და დაგ­ვიბ­რუ­ნოს სი­ცო­ცხლის სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ვგრძნობთ, რომ და­კარ­გუ­ლი გვაქვს.

ჩვენ ამ ორ ბრმას ამით ვგა­ვართ, მაგ­რამ რით არ ვგა­ვართ? არ ვგა­ვართ იმ რწმე­ნით და ერ­თგუ­ლე­ბით ღვთი­სად­მი, რო­მე­ლიც მათ ჰქონ­დათ. მათი რწმე­ნა და ერ­თგუ­ლე­ბა იყო უეჭ­ვე­ლი. აი, ასე­თი რწმე­ნა არ გვაქვს ჩვენ. შე­იძ­ლე­ბა ვკი­თხოთ ჩვენს თავს, ამი­ტომ ხომ არ არის სწო­რედ, რომ ხში­რად ვრჩე­ბით ხოლ­მე გა­ნუ­კურ­ნე­ბელ­ნი?

  • ჩვე­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რი ტან­ჯვის მი­ზე­ზი, ეს იქ­ნე­ბა ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის თუ ყვე­ლა­სი ერ­თად, მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ად­ვი­ლად ვე­მორ­ჩი­ლე­ბით, ად­ვი­ლად ვე­მო­ნე­ბით ვნე­ბებს და ისი­ნი შემ­დეგ გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, ჩა­ვი­დი­ნოთ ცოდ­ვე­ბი. ცოდ­ვა იგი­ვე ბო­რო­ტე­ბაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­დეგ გვარ­თმევს ნამ­დვილ სი­ხა­რულს და ჩვენს გუ­ლებ­ში აქ­რობს სი­ნათ­ლეს და სით­ბოს. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ანს ჰგო­ნია, რომ ვნე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მის ცხოვ­რე­ბას ავ­სებს, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, პი­რი­ქით არის, ამას მოს­დევს სი­ცა­რი­ე­ლე, გან­ხიბ­ვლა, სი­სას­ტი­კე გუ­ლი­სა, გულ­ქვა­ო­ბა, უგ­რძნობ­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნი მის­თვის­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად იქ­ცე­ვა ასეთ სუ­ლი­ე­რად გა­ცი­ე­ბულ, გა­ზარ­მა­ცე­ბულ, ცა­რი­ელ და მხო­ლოდ თა­ვის თა­ვის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნად.

მა­შა­სა­და­მე, რო­დე­საც ამ ვნე­ბებს ვე­მო­ნე­ბით, ჩვენ ვა­სა­ხიჩ­რებთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ, ღვთის წყა­ლო­ბით, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ვნე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბა და მათ­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ყო­ველ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შე­იც­ვა­ლოს, გა­ნიწ­მინ­დოს და გა­ნათლდეს იმა­ვე ძა­ლით და მად­ლით, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რა ძა­ლი­თა და მად­ლი­თაც გა­ნი­კურ­ნა დღე­ვან­დე­ლი ორი ბრმა ადა­მი­ა­ნი. ეს არის ძალა და მად­ლი ღვთი­სა, რო­მე­ლიც ეძ­ლე­ვა ყვე­ლას, მის მა­ძი­ე­ბელს.

თქვენ იცით ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბა, რომ ღვთის ამ ძა­ლით, მად­ლი­თა და ენერ­გი­ით, ამის მეშ­ვე­ო­ბით, ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა საღვთო ბუ­ნე­ბის, ღვთა­ე­ბის თა­ნა­ზი­ა­რი, მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა, მთე­ლი ჩვე­ნი გუ­ლით, გო­ნე­ბით, მთე­ლი არ­სე­ბით ვეს­წრა­ფოთ ამას, მი­ვის­წრა­ფო­დეთ ამ მად­ლის მოხ­ვე­ჭის­კენ და და­უ­ღა­ლა­ვად ვე­ძი­ოთ ეს მად­ლი, რომ ვი­ყოთ ღმერ­თში, ვი­ყოთ ღმერ­თთან და არ წაგ­ვერ­თვას ეს ჭეშ­მა­რი­ტი სი­ხა­რუ­ლი.

აი, ამი­ტომ ცოდ­ვა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა ადა­მი­ან­მა გული არას­დროს არ უნდა გა­ი­ტე­ხოს, სასო არ უნდა წა­რიკ­ვე­თოს და არ უნდა გვე­გო­ნოს, რომ ცოდ­ვი­სა და ბო­რო­ტე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი სიბ­ნე­ლე და ის ტან­ჯვე­ბი, რაც ამას მოს­დევს, არის ჩვე­ნი გარ­და­უ­ვა­ლი ხვედ­რი. ასე არ არის, იმი­ტომ რომ უფა­ლი ბრძა­ნებს: “ვის მი­ვა­პყრობ მზე­რას? მხო­ლოდ მდა­ბალს და ჩემი სი­ტყვე­ბის მო­შიშს“ (ეს. 66,2). ასე­ვე, მო­ცი­ქუ­ლე­ბი გვას­წავ­ლი­ან ჩვენ, რომ: “შე­ი­მო­სეთ სიმ­დაბ­ლე, რა­მე­თუ, ღმერ­თი ამ­პარ­ტა­ვან­თა შე­მუს­რავს, ხოლო მდა­ბალ­თა მოს­ცის მად­ლი“ (1 პეტრ. 5, 5-6; იაკ. 4. 6).

ამ­რი­გად, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა ეს სიმ­დაბ­ლე, აუ­ცი­ლებ­ლად ვიგ­რძნობთ ამ ძა­ლი­სა და მად­ლის მა­კურ­ნე­ბელ, გან­მა­ნათ­ლე­ბელ, განმწმენ­დელ მოქ­მე­დე­ბას; ეს მად­ლი ყო­ველ­თვის ჩვენ­თან იქ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად გან­გვკურ­ნავს ჩვენ სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი სნე­უ­ლე­ბე­ბის­გან.

უფა­ლი იესო ქრის­ტე ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ და­დი­ო­და ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, - დღეს იყო ნათ­ქვა­მი წმინ­და სა­ხა­რე­ბა­ში, - და კურ­ნავ­და ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­გვარ სნე­უ­ლე­ბებს, მაგ­რამ ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე დღე­საც კურ­ნავს ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მთე­ლი გუ­ლით და ცო­ცხა­ლი რწმე­ნით მი­ე­ახ­ლე­ბა მას. ამი­ტომ ვე­ცა­დოთ, რომ ვირ­წმუ­ნოთ მისი, რო­გორც ამ ორმა უსი­ნათ­ლომ ირ­წმუ­ნა და ვუ­ერ­თგუ­ლოთ უფალს ჩვე­ნი რწმე­ნით, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით და ვა­დი­დებ­დეთ მის დი­დადშვე­ნი­ერ, პა­ტი­ო­სან და საღვთო სა­ხელს, თანა მა­მით და სუ­ლით წმინ­დი­თურთ, ამინ!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

“ყველანაირი ტანჯვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები“ - მეუფე შიო

“ყველანაირი ტანჯვის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები“ - მეუფე შიო

“ცოდვა იგივე ბოროტებაა. ეს ყველაფერი შემდეგ გვართმევს ნამდვილ სიხარულს და ჩვენს გულებში აქრობს სინათლეს და სითბოს“,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

მისი განმარტებით, “ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანმა გული არასდროს არ უნდა გაიტეხოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს და არ უნდა ეგონოს, რომ ცოდვისა და ბოროტებისგან გამოწვეული სიბნელე და ის ტანჯვები, რაც ამას მოსდევს, არის გარდაუვალი ხვედრი“.

“ძვირფასო მამაო, ძმებო და დებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს.

დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ. ერთხელ ეს ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: “შეგვიწყალე ჩვენ, იესო ძეო დავითისაო!“ (მთ. 20,30). მათ იცოდნენ იესო ქრისტეს ძალა და სწამდათ მისი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე. ამიტომაც განუწყვეტლად სთხოვდნენ მას განკურნებას. უფალმა მათ უთხრა: “გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება?“ მათ მიუგეს: “დიახ, უფალო, გვწამს“. მაშინ იგი შეეხო მათ თვალებზე და უთხრა: “თქვენი რწმენისამებრ მოგეგოს თქვენ“ და აეხილათ მათ თვალები. აი, ასეთი სახარება წავიკითხეთ ჩვენ დღეს.

გვეხება თუ არა ჩვენ ეს სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო? რა თქმა უნდა, გვეხება. რით გვეხება? იმით, რომ ჩვენც ვგავართ ამ ბრმებს ჩვენი სულიერი სიბრმავით; მაგრამ არამხოლოდ ამით, არამედ ვგავართ ჩვენი ფიზიკური და სულიერი უძლურებებით, რომლებიც მათსავით გვტანჯავს და მათსავით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიმსუბუქოს ტანჯვები, განგვკურნოს და დაგვიბრუნოს სიცოცხლის სიხარული, რომელიც რატომღაც ვგრძნობთ, რომ დაკარგული გვაქვს.

ჩვენ ამ ორ ბრმას ამით ვგავართ, მაგრამ რით არ ვგავართ? არ ვგავართ იმ რწმენით და ერთგულებით ღვთისადმი, რომელიც მათ ჰქონდათ. მათი რწმენა და ერთგულება იყო უეჭველი. აი, ასეთი რწმენა არ გვაქვს ჩვენ. შეიძლება ვკითხოთ ჩვენს თავს, ამიტომ ხომ არ არის სწორედ, რომ ხშირად ვრჩებით ხოლმე განუკურნებელნი?

  • ჩვენი ყველანაირი ტანჯვის მიზეზი, ეს იქნება ცალკეული ადამიანის თუ ყველასი ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად ვემორჩილებით, ადვილად ვემონებით ვნებებს და ისინი შემდეგ გვაიძულებენ, ჩავიდინოთ ცოდვები. ცოდვა იგივე ბოროტებაა. ეს ყველაფერი შემდეგ გვართმევს ნამდვილ სიხარულს და ჩვენს გულებში აქრობს სინათლეს და სითბოს. თავდაპირველად ადამიანს ჰგონია, რომ ვნებების დაკმაყოფილება მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქით არის, ამას მოსდევს სიცარიელე, განხიბვლა, სისასტიკე გულისა, გულქვაობა, უგრძნობლობა და ადამიანი მისთვისვე შეუმჩნევლად იქცევა ასეთ სულიერად გაციებულ, გაზარმაცებულ, ცარიელ და მხოლოდ თავის თავის მოყვარულ ადამიანად.

მაშასადამე, როდესაც ამ ვნებებს ვემონებით, ჩვენ ვასახიჩრებთ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ, ღვთის წყალობით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებების დამარცხება და მათგან გათავისუფლება შესაძლებელია. ყოველ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს, განიწმინდოს და განათლდეს იმავე ძალით და მადლით, ძვირფასო ძმებო და დებო, რა ძალითა და მადლითაც განიკურნა დღევანდელი ორი ბრმა ადამიანი. ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ეძლევა ყველას, მის მაძიებელს.

თქვენ იცით ეკლესიის სწავლება, რომ ღვთის ამ ძალით, მადლითა და ენერგიით, ამის მეშვეობით, ადამიანი ხდება საღვთო ბუნების, ღვთაების თანაზიარი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მთელი ჩვენი გულით, გონებით, მთელი არსებით ვესწრაფოთ ამას, მივისწრაფოდეთ ამ მადლის მოხვეჭისკენ და დაუღალავად ვეძიოთ ეს მადლი, რომ ვიყოთ ღმერთში, ვიყოთ ღმერთთან და არ წაგვერთვას ეს ჭეშმარიტი სიხარული.

აი, ამიტომ ცოდვაში ჩავარდნილმა ადამიანმა გული არასდროს არ უნდა გაიტეხოს, სასო არ უნდა წარიკვეთოს და არ უნდა გვეგონოს, რომ ცოდვისა და ბოროტებისგან გამოწვეული სიბნელე და ის ტანჯვები, რაც ამას მოსდევს, არის ჩვენი გარდაუვალი ხვედრი. ასე არ არის, იმიტომ რომ უფალი ბრძანებს: “ვის მივაპყრობ მზერას? მხოლოდ მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ეს. 66,2). ასევე, მოციქულები გვასწავლიან ჩვენ, რომ: “შეიმოსეთ სიმდაბლე, რამეთუ, ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (1 პეტრ. 5, 5-6; იაკ. 4. 6).

ამრიგად, თუ ჩვენ გვექნება ეს სიმდაბლე, აუცილებლად ვიგრძნობთ ამ ძალისა და მადლის მაკურნებელ, განმანათლებელ, განმწმენდელ მოქმედებას; ეს მადლი ყოველთვის ჩვენთან იქნება და აუცილებლად განგვკურნავს ჩვენ სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან.

უფალი იესო ქრისტე ძალიან დიდი ხნის წინ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, - დღეს იყო ნათქვამი წმინდა სახარებაში, - და კურნავდა ადამიანებში ყოველგვარ სნეულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალი იესო ქრისტე დღესაც კურნავს ყველა ადამიანს, ვინც მთელი გულით და ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. ამიტომ ვეცადოთ, რომ ვირწმუნოთ მისი, როგორც ამ ორმა უსინათლომ ირწმუნა და ვუერთგულოთ უფალს ჩვენი რწმენით, ჩვენი სიყვარულით და ვადიდებდეთ მის დიდადშვენიერ, პატიოსან და საღვთო სახელს, თანა მამით და სულით წმინდითურთ, ამინ!“, - აღნიშნა მეუფე შიომ.