მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო - პრეზიდენტი ამას “ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს: უახლესი ცნობები (ფოტო/ვიდეო)
სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო - პრეზიდენტი ამას “ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს: უახლესი ცნობები (ფოტო/ვიდეო)

სერ­ბეთ­ში “ლი­თი­უ­მის მო­პო­ვე­ბის სამ­თავ­რო­ბო გეგ­მე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. კერ­ძოდ, ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სერ­ბეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­როს ბრი­ტა­ნულ-ავ­სტრა­ლი­ურ კონ­ცერნ Rio Tinto-ს გა­და­ცე­მას, რათა მათ ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლი მო­ი­პო­ვონ.

გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, სამ­თო მო­პო­ვე­ბა მი­წის­ქვე­შა წყლებს მო­წამ­ლავს, რაც საფრ­თხეს უქ­მნის ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას.

აქ­ცი­ის ათა­სო­ბით მო­ნა­წი­ლემ მსვლე­ლო­ბა მო­ა­წყო, გა­და­კე­ტეს ხიდი, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი და სკან­დი­რებ­დნენ: “მა­ღა­რო არ იქ­ნე­ბა!“

ამას­თან, Associated Press -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ვუ­ჩიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას რუ­სე­თის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა აც­ნო­ბეს, რომ სერ­ბეთ­ში "მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბი­სა და გა­დატ­რი­ა­ლე­ბის" მომ­ზა­დე­ბას ამ­ზა­დებ­დნენ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ მისი ჩა­მოგ­დე­ბა.

  • მან დე­მონ­სტრან­ტებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ლი­თი­უ­მის მო­პო­ვე­ბის პრო­ექტს ქვე­ყა­ნა­ში, და­სავ­ლე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი "ჰიბ­რი­დუ­ლი ომის“ ნა­წი­ლი უწო­და. ვუ­ი­ჩიჩ­მა პი­რო­ბა დადო, რომ მი­ი­ღებს ძლი­ერ სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ივი­ცა და­ჩიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ი­კი­თხა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 14 ადა­მი­ა­ნი. მისი თქმით, პო­ლი­ცია მუ­შა­ობს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის.

“ეს არის ჰიბ­რი­დუ­ლი მიდ­გო­მის ნა­წი­ლი“, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია მთავ­რო­ბის და­სამ­ხო­ბად“,- გა­ნუ­ცხა­და ვუ­ჩიჩ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე რუ­სუ­ლი და სერ­ბი­უ­ლი ფე­რე­ბის დრო­შით. ბელგრა­დი. (დარ­კო ვო­ი­ნო­ვი­ჩი/AP)

“ლი­თი­უ­მის მო­პო­ვე­ბის სამ­თავ­რო­ბო გეგ­მის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 2022 წელს, დიდი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის ფონ­ზე შე­ჩერ­და. თუმ­ცა, გა­სულ თვეს მთავ­რო­ბამ ისევ და­ი­წყო მას­ზე მუ­შა­ო­ბა, ევ­რო­კავ­შირ­თან “კრი­ტი­კუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის“ შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში.

ევ­რო­კავ­შირ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი, ლი­თი­უ­მის და სხვა საკ­ვან­ძო ნედ­ლე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის შე­სა­ხებ, სა­ჭი­როა მწვა­ნე გა­დას­ვლის­თვის, და­ა­ახ­ლო­ებს სერ­ბეთს ბლოკ­თან და შე­ამ­ცი­რებს ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩი­ნეთ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთავ­რო­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მა­ღა­რო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, დე­მონ­სტრან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის გა­მო­უს­წო­რე­ბელ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს ჯა­და­რის ხე­ო­ბა­ში, სა­დაც მი­წის­ქვე­შა წყლის მა­რა­გე­ბი და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბია.

“ვუ­ჩი­ჩის გნ­ცხა­დე­ბით, მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ ყვე­ლა რის­კი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ლი­თი­უ­მის მო­პო­ვე­ბა არ მოხ­დე­ბა“, - ავ­რცე­ლებს abcnews.

პრე­ზი­დენ­ტი ასე­ვე გა­მო­ვი­და წი­ნა­და­დე­ბით, რომ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მი გა­ი­მარ­თოს.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო - პრეზიდენტი ამას “ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს: უახლესი ცნობები (ფოტო/ვიდეო)

სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო - პრეზიდენტი ამას “ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს: უახლესი ცნობები (ფოტო/ვიდეო)

სერბეთში “ლითიუმის მოპოვების სამთავრობო გეგმების“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. კერძოდ, ხალხი ეწინააღმდეგება სერბეთში არსებული მაღაროს ბრიტანულ-ავსტრალიურ კონცერნ Rio Tinto-ს გადაცემას, რათა მათ ბუნებრივი წიაღისეული მოიპოვონ.

გარემოსდამცველების თქმით, სამთო მოპოვება მიწისქვეშა წყლებს მოწამლავს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

აქციის ათასობით მონაწილემ მსვლელობა მოაწყო, გადაკეტეს ხიდი, რკინიგზის სადგური და სკანდირებდნენ: “მაღარო არ იქნება!“

ამასთან, Associated Press -ის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მას რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ სერბეთში "მასობრივი არეულობისა და გადატრიალების" მომზადებას ამზადებდნენ დაუზუსტებელი დასავლური ძალები, რომლებსაც სურთ მისი ჩამოგდება.

  • მან დემონსტრანტებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ლითიუმის მოპოვების პროექტს ქვეყანაში, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი "ჰიბრიდული ომის“ ნაწილი უწოდა. ვუიჩიჩმა პირობა დადო, რომ მიიღებს ძლიერ სამართლებრივ ზომებს მომიტინგეების წინააღმდეგ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ დაიკითხა აქციის მონაწილე 14 ადამიანი. მისი თქმით, პოლიცია მუშაობს ყველა დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის.

“ეს არის ჰიბრიდული მიდგომის ნაწილი“, რომელიც შექმნილია მთავრობის დასამხობად“,- განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს.

აქციის მონაწილე რუსული და სერბიული ფერების დროშით. ბელგრადი. (დარკო ვოინოვიჩი/AP)

“ლითიუმის მოპოვების სამთავრობო გეგმის“ განხორციელება 2022 წელს, დიდი დემონსტრაციების ფონზე შეჩერდა. თუმცა, გასულ თვეს მთავრობამ ისევ დაიწყო მასზე მუშაობა, ევროკავშირთან “კრიტიკული ნედლეულის“ შესახებ წინასწარი შეთანხმების ფარგლებში.

ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმი, ლითიუმის და სხვა საკვანძო ნედლეულის მოპოვების შესახებ, საჭიროა მწვანე გადასვლისთვის, დააახლოებს სერბეთს ბლოკთან და შეამცირებს ელექტრომობილების დამოკიდებულებას ჩინეთზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამტკიცებს, რომ მაღარო ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაა, დემონსტრანტები ამბობენ, რომ ის გამოუსწორებელ დაბინძურებას გამოიწვევს ჯადარის ხეობაში, სადაც მიწისქვეშა წყლის მარაგები და სასოფლო-სამეურნეო მიწებია.

“ვუჩიჩის გნცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, სანამ ყველა რისკი გამოძიებული იქნება, ლითიუმის მოპოვება არ მოხდება“, - ავრცელებს abcnews.

პრეზიდენტი ასევე გამოვიდა წინადადებით, რომ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართოს.

წყარო