რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თეონა კონტრიძემ YouTube პოდკასტში, შოუში “სვეტა მსოფლიოს გარშემო“ მის თანამემამულე, ასევე რუსეთში მოღვაწე ნიკოლოზ ცისკარიძის ცხოვრების სტილის შესახებ ისაუბრა.
კონტრიძეზე დიდი შთაბეჭდილება ცისკარიძის სახლმა მოახდინა:
”მახსოვს ის მღელვარება, როდესაც პირველად მივედი მასთან სახლში. სანამ მივიდოდი, ვფიქრობდი რომ ისეთი ატმოსფერო დამხვდებოდა, მაგალითად, როგორიც ნურიევს აქვს: ბევრი ანტიკვარიატი, ხალიჩები და ა.შ. სინამდვილეში ის ბერივით ცხოვრობს“, - თქვა თეონამ.
როგორც აღმოჩნდა, რუსეთში გადასვლისას ცისკარიძემ ძალიან ცოტა რამ წაიღო თან. კონტრიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქორეოგრაფი საერთოდ არ არის მიჯაჭვული მატერიალურ ფასეულობებზე.
“მითხრა, რომ ერთადერთი, რაც თბილისიდან წაიღო, ბავშვობის ბიბლიოთეკა იყო. უზარმაზარი ბიბლიოთეკა დ ხატები. ზოგადად, ეს ადამიანი აბსოლუტურად გულგრილია მატერიალური ნივთების მიმართ", - დასძინა მომღერალმა.
კონტრიძემ განმარტა, რომ ცისკარიძის მინიმალიზმი მის გემოვნებაზეც ვრცელდება.
“უნდა ნახოთ, როგორ ჭამს. ის ჭამს ოთხ საკვებს: პურს, ყველს, პომიდორს, ხორცს“,- გაოცდა თეონა.
თავად ნიკოლოზმა ადრე ერთ-ერთ მედიასთან თქვა, რომ ჯერ კიდევ “ბოლშოის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის დროს, საკმაოდ დიდი ოდენობის თანხებს გამოიმუშავებდა.
იხილეთ ასევე: