სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა - მემორიალთან გმირებს პატივს მიაგებენ
შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა - მემორიალთან გმირებს პატივს მიაგებენ

შინ­დი­სის ბრძო­ლი­დან 16 წელი გა­ვი­და.

შინ­დი­სის გმი­რე­ბის მე­მო­რი­ალ­თან, გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი და თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დი­ლი­დან იკ­რი­ბე­ბი­ან.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სე­ნა­კის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე-2 ქვე­ი­თი ბრი­გა­და, სა­ინ­ჟინ­რო ქვე­და­ნა­ყოფ­თან ერ­თად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კო­ლო­ნით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შინ­დი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც, შინ­დი­სის რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან, ქარ­თუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი რუ­სუ­ლი მო­ტომსრო­ლე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის ჩა­საფ­რე­ბა­ში მოყ­ვა.

შე­ტა­კე­ბი­სას, ორ­მხრი­ვი სრო­ლა 70 მეტ­რის რა­დი­უს­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ­ყა­ში მოქ­ცე­ულ ქარ­თულ ქვე­და­ნა­ყოფს მცი­რე საბ­რძო­ლო რე­სურ­სი ჰქონ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­და­ნა­ყოფ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

2008 წლის 11 აგ­ვის­ტოს, რუ­სულ სამ­ხედ­რო ნა­წილ­თან უთა­ნას­წო­რო შე­ტა­კე­ბის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის II ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 17 ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა - ალექ­სან­დრე ონი­ა­ნი, ემ­ზარ წი­ლო­სა­ნი, ვე­ფხვია ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ზვი­ად კა­ცა­ძე, თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე, ილია გა­ბუ­ნია, ილია შეყ­ლაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჯა­ნე­ლი­ძე, კახა კო­შა­ძე, ლე­ვან მელ­ქა­ძე, მარ­ლენ ბა­რა­მია, მი­ხე­ილ დვა­ლიშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ფორჩხი­ძე, რო­მან ზო­ი­ძე, რუს­ლან წუ­ლა­ძე, ფე­ლიქს კა­კა­უ­რი­ძე და შმა­გი კუ­პა­ტა­ძე.

შინ­დის­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ად­გილ­ზე, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია შინ­დი­სის გმი­რე­ბის პორ­ტრე­ტუ­ლი მო­ნუ­მენ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა - მემორიალთან გმირებს პატივს მიაგებენ

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა - მემორიალთან გმირებს პატივს მიაგებენ

შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა.

შინდისის გმირების მემორიალთან, გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები დილიდან იკრიბებიან.

2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.

შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

შინდისში, შეიარაღებული დაპირისპირების ადგილზე, დამონტაჟებულია შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტი.