სენატორმა ჯინ შაჰინმა, საქართველოში ვიზიტის შესახებ, მედიასთან შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრების დეტალებზე ისაუბრა.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია“, - განაცხადა სენატორმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში.
“მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე", - აღნიშნა შაჰინმა.
ამასთან, შაჰინმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე და აღნიშნა, რომ მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე.
"დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, მას საქართველოს მთავრობას იმ პერიოდში შემოჰქონდა ზუსტად “რუსული კანონი“. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ფაქტი მისი მიღებისა, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე - ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა.
სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ, ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩემი აზრით, როგორც გითხართით, ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი, მივუთითეთ, რომ იქნება შედეგები, ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა.
იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა შეხედავენ და გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან ამერიკას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა.
აშშ-ს ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“, - აღნიშნა ჯინ შაჰინმა.
სენატორის თქმით, ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ამერიკასაც.
“30 წელზე მეტია გვაკავშირებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს რომ ვნახავთ პასუხს “ქართული ოცნების“ მხრიდან რომ მათაც იგივე აინტერესებთ“, - აღნიშნა სენატორმა.
ჯინ შაჰინის განცხადებით, მათი სურვილია, რომ “სურთ მომდევნო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.“ მისი თქმით, არსებობს ინტრესი, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.
“ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა”, - განაცხადა სენატორმა.