პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!.. ყველაფერი ხდება თურმე“ - რას წერს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მისი ასპარეზობის შესახებ
“არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!.. ყველაფერი ხდება თურმე“ - რას წერს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მისი ასპარეზობის შესახებ

“თქვენ გგო­ნი­ათ, რომ გამ­ტე­ხეთ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა! ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი… ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი!“ - ამის შე­სა­ხებ მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ბა­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს იმ­სა­ხუ­რებ­და, რის გა­მოც ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს.

“არ მინ­დო­და და არც ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი პოს­ტის და­დე­ბას და ამა­ზე სა­უ­ბარს! რო­გო­რი სამ­წუ­ხა­როა რომ არ მო­მე­ცით იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ის სი­ხა­რუ­ლი მეგ­რძნო, რა­საც ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი და მე­კუთ­ვნო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ სპორ­ტში… ღმერ­თმა იცის, რამ­ხე­ლა შრო­მა გავ­წიე მე ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. იმე­დია სინ­დი­სი მა­ინც შე­გა­წუ­ხებთ ოდეს­მე და აღი­ა­რებთ ამ არა­სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას…. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა თურ­მე, 2 ოლიმ­პი­ა­და ისე გა­ვი­ა­რე სა­დაც მე ნამ­დვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იმ სი­ხა­რულს და გა­მარ­ჯვე­ბებს ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს! რომ­ლე­ბიც მომ­პა­რეთ ეს უბ­რა­ლოდ რე­ა­ლო­ბაა და ფაქ­ტია...

  • თქვენ გგო­ნი­ათ, რომ მე გამ­ტე­ხეთ, რაც სულ გინ­დო­დათ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა … ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… მე დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი და ამას ვამ­ტკი­ცებ­დი მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე… უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბის და არა­სა­მარ­თლი­ა­ნი მსა­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად…. მე ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი! ვერ გამ­ტე­ხავთ!

მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ჩემ ქვე­ყა­ნას, ვინც გვერ­დში და­მიდ­გა და მიდ­გას და მად­ლო­ბა დღე­ვან­დელ დღეს ლა­შას და გე­ნოს, რომ­ლებ­მაც კი­დევ უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცეს, რომ ვებ­რძო­ლო უდი­დეს უსა­მარ­თლო­ბას! და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია! მე ვაგ­რძე­ლებ და გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას და და­წყე­ბულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, მე სან­დრო ვარ ბა­ზა­ძე და ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მე წა­გე­ბას არ ვე­გუ­ე­ბი და უსა­მარ­თლო­ბას! სა­სა­ცი­ლო ის არის, რომ არ წა­მი­გია და ანუ უსა­მარ­თლო­ბას ვებ­რძვი და გა­ვაგ­რძე­ლებ და და­ვა­მარ­ცხებ! მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თველ­ნო! არ გა­ჩერ­დე, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად! ვუ­ლო­ცავ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ის­ტო­რი­ულ დღეს!

ლაშა, გენო მიყ­ვარ­ხართ!“- წერს სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სან­დრო ბა­ზა­ძე 1/8 ფი­ნალ­ში მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ეგ­ვიპ­ტელ ამერ­თან 14:15 და­მარ­ცხდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ამ ბა­ზა­ძის ას­პა­რე­ზო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფა­რი­კა­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მსაჯ­თა კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს სა­ჩივ­რის წე­რი­ლით უკვე მი­მარ­თა. რო­გორც ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სან­დრო ბა­ზა­ძის მი­მართ, სა­ვა­რა­უ­დო უსა­მარ­თლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ზე ექ­ვსი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლია. ძი­უ­დო­ის­ტებ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა და ილია სუ­ლა­მა­ნი­ძემ ვერ­ცხლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს, ლაშა ბე­ქა­უ­რი ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა ბრინ­ჯაო მი­ი­ღო, გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა კი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნო­ბა კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლად იზე­ი­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო
2

 ტოტალიზატორმა ოლიმპიადაშიც შეაღწია.

დავით
1

არ გინდა პოსტები

გამოდი და დასცხე!!!!

წარმატებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

“არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!.. ყველაფერი ხდება თურმე“ - რას წერს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მისი ასპარეზობის შესახებ

“არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!.. ყველაფერი ხდება თურმე“ - რას წერს სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე მისი ასპარეზობის შესახებ

“თქვენ გგონიათ, რომ გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ არა! ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი… ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი!“ - ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაზაძე აღნიშნავს, ის ოლიმპიურ მედლებს იმსახურებდა, რის გამოც ბრძოლას აგრძელებს.

“არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის, რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის. იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ არასამართლიანობას…. ყველაფერი ხდება თურმე, 2 ოლიმპიადა ისე გავიარე სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს ოლიმპიურ მედლებს! რომლებიც მომპარეთ ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია...

  • თქვენ გგონიათ, რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ, მაგრამ არა … ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! ვერ გამტეხავთ!

მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას, ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! და ყველაფერი შესაძლებელია! მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას! სასაცილო ის არის, რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!

ლაშა, გენო მიყვარხართ!“- წერს სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით უკვე მიმართა. როგორც ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.