თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია. ქართველი ფალავანი ფინალში პრინციპულ მეტოქეს ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და მოუგო. უნდა ითქვას, რომ ფინალი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა და ქართველმა ირანელი 10:9 დაამარცხა.
ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. ამირ ზარე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, გენო კი – მეორე ნომრად.
ემოციური იყო კომენტარი, რომელიც გენომ გამარჯვების შემდეგ გააკეთა. მან "პირველ არხს" უთხრა, რომ ჯერ "სიზმარში ჰგონია თავი". ოლიმპიურმა ჩემპიონმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივარს.
"მამაჩემი ნეტა რას შვრება? ცოცხალია? არ გამეღვიძოს, თორემ დამერხევა. ემოციებს ვერ გეტყვი, მძინავს და მგონია სიზმარში ვარ, მადლობა გულშემატკივარს. ერთი მინდა ვთქვა, რომ უფალს მადლობა, რომ დავბრუნდი და თან მაგრად დავბრუნდი" - თქვა გენომ.
წაიკითხეთ ასევე:
ნეტა სპარტაკა მანახა, როგორი გახარებული იქნება გენოს მამა.გილოცავთ.
გილოცავ გენო ოლიმპიურ ოქროს! წლებია ამ გამარჯვებას ელოდებოდა შენგან საქართველო, სჯეროდა შენი და ყოჩაღ შენ, რომ ასე გაგვახარე! ყველა ტიტული მოიგე, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპა და შენი დიდი და ლამაზი ისტორია დაწერე საქართველოს და მსოფლიო სპორტში. გილოცავ და წარმატებებს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ.