ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია.
გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა. მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში იასპარეზებს.
სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალში გივი მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა. ფინალი 11 აგვისტოს გაიმართება.
"ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ, არის იმისთვის, რომ თქვენი გულები მოვიგო. ყველა ქართველი მიყვარხართ სიგიჟემდე, დანარჩენი ვნახოთ ხვალ" - თქვა მაჭარაშვილმა გამარჯვების შემდეგ "პირველ არხთან" საუბრისას.
ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის წარმომადგენელი აჰმედ ტაჟუდინოვი იქნება. შეხვედრა ხვალ 13:00 საათზე გაიმართება.
გაიხარე,წარმატებებს გისურვებ.
წარმატებები გივის! ღმერთი შეგეწიოს გივი და ხვალ შენც გენოსავით ოქროთი დაგემშვენებინოს მკერდი!